workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სესკ ფაბრეგასი: ბარსელონა შიშისმომგვრელია

სესკ ფაბრეგასი: ბარსელონა შიშისმომგვრელია

“ბარსას” აღზრდილის, სესკ ფაბრეგასის მიერ გაწვრთნილმა “კომომ” ჩემპიონთა ლიგაზე ისტორიული დებიუტი ბრწყინვალედ აღნიშნა და გერმანული “ლაიფციგი” 4-1 დაამარცხა. ევროპის უპრესტიჟულეს ტურნირზე გამართული მატჩის შემდეგ, კატალონიელმა მწვრთნელმა “ბარსელონას” მისამართით, რომელიც ლიგის ფაზაში იტალიური კლუბის ერთ-ერთი მეტოქე იქნება, საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

ყველგან პოულობენ გამოსავალს – ეს დონე შიშს ჰგვრის

ფაბრეგასმა დეტალურად გააანალიზა “ბარსელონასა” და როტერდამის “ფეიენორდის” დაპირისპირება:

“გუშინ ‘ბარსელონას’ თამაშს ვუყურე. გეტყვით, რომ ‘ფეიენორდი’ ძალიან კარგი გუნდია, მაგრამ ‘ბარსა’ უბრალოდ უხერხულ მდგომარეობაში გაყენებს, რადგან ყველა მომენტში და ყველა სიტუაციაში პოულობენ გამოსავალს.

შეგიძლია პერსონალურად ეთამაშო, როგორც ეს როდრისა და პედრის წინააღმდეგ სცადეს, მაგრამ ისინი სივრცეებსა და გზებს ყველგან პოულობენ. ვინც არ უნდა ითამაშოს, წარმოუდგენლად მაღალი დონე აქვთ. შიშისმომგვრელია – ნამდვილად შიშს ჰგვრის ის დონე, რომელსაც ისინი ამ მომენტში აჩვენებენ.”

თანამედროვე ფეხბურთი და ესპანური სამწვრთნელო სკოლა

სესკმა გუნდის ტაქტიკურ მოქნილობასა და ესპანელი სპეციალისტების დომინაციაზეც გაამახვილა ყურადღება:

“თანამედროვე ფეხბურთში ყველაფრისთვის მზად უნდა იყო. სრულყოფილი გუნდობა ბევრი სათამაშო კომპონენტის ფლობას მოითხოვს: 90 წუთის განმავლობაში მინი-მატჩები იმართება და გარკვეულ მომენტებში სწორი ადაპტაციაა საჭირო.

მინდა მჯეროდეს, რომ ელიტაში ამდენი ესპანელი მწვრთნელის ყოფნა შემთხვევითობა არ არის. საფეხბურთო თვალსაზრისით ჩვენ საუკეთესოები ვართ – ბიჭებმა ეს მსოფლიო ჩემპიონატზეც დაამტკიცეს. ესპანელი მწვრთნელების დონე ძალიან მაღალია. გვარების დასახელებას არ დავიწყებ, ყველამ კარგად იცით. ძალიან ვამაყობ და ჩვენ, ახალგაზრდები, აქ იმისთვის ვართ, რომ მათგან ვისწავლოთ და წინ წავიდეთ.”

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

დატოვე კომენტარი

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    schedule 11 სექ 2026, 12:14
    #2

    ნუ გეშინია სესკ, შენ დიდი ანგარიშით არ მოგიგებთ, პატივს გცემთ იმისათვის, რომ ბარსაში გადმოსასვლელად არსენალიდან სადაც კაპიტანი იყავი შენი ფულიც ჩადე შენს ტრანსფერში.

  • La Pulga10
    La Pulga10 ვეტერანი
    schedule 11 სექ 2026, 11:58
    #1

    მოხვალ სესკ ბარსაში შენც მოიცა ცოტახანი.