მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 21:45

საბაჰი

საბაჰი ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
ბარსელონას ახალგაზრდულმა გუნდმა საბაჰი 7-0 გაანადგურა

ბარსელონას ახალგაზრდულმა გუნდმა საბაჰი 7-0 გაანადგურა

მოკლედ
"ბარსელონას" 19-წლამდელთა გუნდმა UEFA-ს ახალგაზრდულ ლიგაში სტუმრად "საბაჰი" 7-0 დაამარცხა და პლეი ოფში გასვლისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. კატალონიელებმა შვიდივე გოლი მეორე ტაიმში გაიტანეს.

UEFA-ს ახალგაზრდული ლიგის მეხუთე ტურში “ბარსელონას” 19-წლამდელთა გუნდი ბაქოში აზერბაიჯანულ “საბაჰს” დაუპირისპირდა და ანგარიშით 7-0 იმარჯვა.

კატალონიელთა ახალ მთავარ მწვრთნელს, ალბერტ პერისს, ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ახალგაზრდულ საკლუბო ტურნირზე წარმატებული დებიუტი გამოუვიდა.

“ბარსელონა” ინიციატივას პირველივე წუთებიდანვე ფლობდა, თუმცა პირველ ტაიმში ანგარიშის გახსნის საუკეთესო შესაძლებლობა მასპინძლებს ჰქონდათ – მუსტაფაევის დარტყმის შემდეგ ბურთი ხარიხას მოხვდა.

მატჩის 33-ე წუთზე “საბაჰის” თავდამსხმელმა ბაკარემ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და აზერბაიჯანული გუნდი მოედანზე ათი ფეხბურთელით დარჩა.

კატალონიელებმა რიცხობრივი უპირატესობის გამოყენება მეორე ტაიმში შეძლეს. 62-ე წუთზე პედრო როდრიგესმა თავური დარტყმით ანგარიში გახსნა, რასაც ოსკარ ჟისტაუს დუბლი მოჰყვა. შეხვედრის ბოლო წუთებზე კი თავი მიხალ ჟუკმა, გორკა ბუილმა, აჯაი ტავარეშმა და ნუჰუ ფოფანამ გამოიჩინეს.

გოლები: პედრო როდრიგესი (62′), ოსკარ ჟისტაუ (65′, 75′), მიხალ ჟუკი (82′), გორკა ბუილი (83′), აჯაი ტავარეში (89′), ნუჰუ ფოფანა (90+1′).

მიმდინარე გათამაშებაში “ბარსელონას” ორი გამარჯვება, ორი ფრე და ერთი მარცხი აქვს. კატალონიელებმა ხუთ შეხვედრაში რვა ქულა დააგროვეს და პლეი ოფში გასვლის შანსი მნიშვნელოვნად გაიუმჯობესეს.

ალბერტ პერისის გუნდი ლიგის ფაზის დასკვნით შეხვედრას 8 დეკემბერს “მანჩესტერ სიტის” წინააღმდეგ გამართავს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (0)

დატოვე კომენტარი