workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ალესანდრო ბასტონი მზადაა, ბარსელონას შეთავაზება განიხილოს

ალესანდრო ბასტონი მზადაა, ბარსელონას შეთავაზება განიხილოს

bolt მოკლედ
ალესანდრო ბასტონი "ბარსელონაში" გადასვლის შესაძლებლობას კვლავ განიხილავს, მიუხედავად იმისა, რომ გასულ ზაფხულს ჰანსი ფლიკმა მისი ტრანსფერი დაბლოკა. იტალიელ მცველს სურს, პირადად მწვრთნელისგან მოისმინოს, რომ კლუბისთვის პრიორიტეტული ფეხბურთელია.

“ბარსელონა” დაცვის ცენტრის გაძლიერებას კვლავ გეგმავს და კლუბის სპორტული დირექტორის, დეკუს ინტერესთა სიაში ალესანდრო ბასტონი ისევ რჩება. როგორც Mundo Deportivo იტყობინება, 27 წლის იტალიელი ფეხბურთელი კატალონიური კლუბის წინადადების მოსასმენად მზადაა, თუმცა ტრანსფერის განხორციელებისთვის გარკვეული პირობები აქვს.

ბასტონი “ბარსელონასთვის” გასულ სეზონშიც პრიორიტეტული სამიზნე იყო. იანვარში კლუბის სპორტულმა კომისიამ გადაწყვიტა, რომ გუნდს გამოცდილი ცენტრალური მცველი სჭირდებოდა, სასურველი იყო ცაცია ფეხბურთელის დამატება. ამის შემდეგ დეკუმ მოლაპარაკებები დაიწყო და ბასტონისთან 2031 წლამდე კონტრაქტის პირობებზეც შეთანხმდა.

თუმცა გარიგების დასრულებას ჰანსი ფლიკის თანხმობა სჭირდებოდა. მაისში გერმანელმა სპეციალისტმა ტრანსფერი არ მოიწონა. იმ დროისთვის მას ჟერარ მარტინი უკვე ცენტრალურ მცველად ჰყავდა გადაყვანილი და სხვა პოზიციების გაძლიერებას უფრო მნიშვნელოვნად მიიჩნევდა.

ხუთი თვის შემდეგ “ბარსელონა” ისევ ეძებს ცენტრალურ მცველს და ბასტონი კვლავ დეკუს ერთ-ერთი სასურველი კანდიდატია.

გასულ ზაფხულს იტალიელი ფეხბურთელი კატალონიურ კლუბში გადასვლის პერსპექტივით აღფრთოვანებული იყო, ამიტომ ფლიკის გადაწყვეტილება მისთვის განსაკუთრებით მტკივნეული აღმოჩნდა. ბუნებრივია, ბასტონისთვის იმის გაგება, რომ მწვრთნელს მისი დამატება არ სურდა, დიდი იმედგაცრუება იყო.

თუმცა დროთა განმავლობაში ვითარება შეიცვალა. Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ბასტონი მომხდარის მიუხედავად მზადაა, “ბარსელონასგან” შესაძლო შეთავაზება მოისმინოს.

ამასთან, იტალიელ მცველს სურს, კატალონიურმა კლუბმა მის მიმართ ინტერესი კონკრეტული ნაბიჯებით დაადასტუროს.

ბასტონი “ინტერში” თავს კომფორტულად გრძნობს. მიმდინარე სეზონში ის გუნდის ერთ-ერთი კაპიტანია, მთლიანად მილანურ კლუბზეა კონცენტრირებული და მიიჩნევს, რომ ევროპის ერთ-ერთ წამყვან გუნდში თამაშობს. მას “ინტერთან” კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს და შემადგენლობაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია.

გარდა ამისა, ბასტონისთვის “ინტერი” უბრალოდ კლუბი არ არის. მილანური გუნდი მის სახლად იქცა, რაც შესაძლო ტრანსფერის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას კიდევ უფრო ართულებს.

სწორედ ამიტომ, თუ “ბარსელონა” მის შეძენას კვლავ შეეცდება, ბასტონის სურს დარწმუნდეს, რომ მისი დამატება არა მხოლოდ დეკუს, არამედ ჰანსი ფლიკსაც უნდა.

იტალიელმა მცველმა გასული ზაფხულის გამოცდილებიდან დასკვნები გამოიტანა. სანამ “ბარსელონაში” გადასვლას დათანხმდება, მას გერმანელ მწვრთნელთან პირადად საუბარი და უშუალოდ მისგან იმის მოსმენა სურს, რომ გუნდისთვის პრიორიტეტული კანდიდატია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (2)

დატოვე კომენტარი

  • GiorgiM4
    GiorgiM4 ახალბედა
    schedule 30 ოქტ 2026, 16:46

    ამ ტაქტიკით დიდ აზრს ვერ ვხედავ ვინ იდგება დაცვაში.
    არ ვიცი რას ფიქრობს და რა უნდა მარა პრესინგის გადალახვის შემდეგ მოწინააღმდეგეს ძალიან დიდი სივრცე რჩება გასაქცევად. ერთის მხრივ კარგია რომ ასე მიმწოლი გუნდია მარა, მარა თუ მოწინააღმდეგემ პრესინგი გადალახა მერე… ასეთი თამაში სუსტ გუნდებთან გავა, ჯერ ერთი პრესინგის დაძლევა უჭირთ, და მერე მეორე 2 გოლი რომც შეგიგდონ, ბარსა ადგება და 5 გაუტანს, მარა ძლიერ გუნდებთან ასე მარტივი არაა, ვისაც შეუძლიათ მაღალ დონეზე ბურთის ამოტანა, ყოველთვის არ გამოგივა პრესინგი, უშვებ გოლებს, და მერე მათთან ასე შეკვეთით 5 გოლის გატანაც არაა მარტივი ამბავი.
    თუნდაც ბოლო ლიგაზე ატლეტიკოსთან, როგორ შეიძლება ტაიმში ოთხჯერ დარჩეს მოწინააღმდეგე მეკარესთან ერთი ერთზე?! და კიდევ ბოლო კლასიკოში, რამდენჯერაც რეალმა ბურთი ამოიტანა დაცვიდან, სულ მქონდა იმის განცდა რომ მბაპე ან დიომანდე ერთი ერთზე უნდა გასულიყვნენ მეკარესთან.
    წარმოიდგინეთ ბელინგემს ბურთი აქვს, და იმხელა სივრცეა ერთი ზურგს უკან გადაკიდებიით მბაპეს შეუძლია სივრცეში გაიქცეს, აი მაგ დროს თუ გინდა მალდინი, ბარეზი და ნესტა გყავდეს დაცვაში, რა აზრი აქვს? დაეწევიან?
    რავი ძმაო, გვარდიოლა, დელაფუენტე, ესენიც მაგარ პრესინგს ათამაშებენ, მარა თუ მაინც ამოიტანა ბურთი მოწინააღმდეგემ, ამხელა სივრცე არ რჩებათ.
    ხოდა აქაა რაღაც შესაცვლელი რა, ბაზარი არაა მარტინზე უკეთესი მცველია საჭირო, მარა მაინც ზედმეტს ვაბრალებთ მას, ასეთი ცუდიც არაა, გამუდმებული ქაოსი როა ან ერთი შეცდება ან მეორე.

  • Just_Barca_Lover
    Just_Barca_Lover ახალბედა
    schedule 30 ოქტ 2026, 16:23

    კი მოსაყვანია მინიმუმ 3 მცველი მაგრამ დიდად არ შეიცვლება სიტუაცია ფლიკის ტაკტიკის გამო, მარტო მაღლა აწეული დაცვა არ გვიქმნის ბევრ პრონლემებს, კიდე ერთი დიდი პრობლემა გვაქვს: გუნდი არ/ვერ ეხმარება დაცვას სათანადოდ, სად გაგონილა მარტო ოთხი მცველი იცავდეს კარს როცა აქეთ 6-7 ფეხბურთელია ჩვენს ნახევარზე და გვიტევს, გუნდი მარტო პრესინგით იცავს თავს და ეგ თუ ჩავარდა დაღუპულია საერთოდ გარტყმაში არა ვართ ზონების დაკეტვის პოზიციური თამაშის აი საერთოდ, ერთი ერთზე კიდე ხო საერთოდ კატასტროფაა! არადა როდრი რომ დაწიოს ქვემოთ და შეტევაში არ გავარდეს იაია ტურესავით ძალიან ბევრს შეცვლის, აი რა ჯანდაბა უნდა როდრის შეტევაში? რისთვის მოიყვანეს აბა, რა აზრი აქვს საყრდენზე როდრი გეყოლება თუ კასადო მაინც ზემოთ თუ ითამაშა, ფლიკის ბრალია ეს რაღაც აკვიატება აქვს ტიპს მგონი უტყდება დაცვაში ვინმეს დატოვება.
    არადა დიდი ცვლილებაც არ სჭირდება ფლიკის ტაკტიკას რომ დაცვამ უფრო გამართულად იმუშაოს უბრალოდ ფლიკი უნდა ჩამოვიდეს ჯორიდან და მოეშვას ქაჯივით შეტევას, რა მოხდება სულ ცოტათი, რომ ჩამოწიოს დაცვის ხაზი ან მატჩის მსველობის დროს სიტუაციის მიხედვით აკონტროლოს რამხელაზე იქნება დაცვა აწეული რა უბედურებაა მთელი 90 წუთი მოწინააღმდეგის საჯარიმომდე აწეული მცველები, ცოტა სწრაფები მაინც იყვნენ ყველაზე ნელი მცველები გვყავს და ფლიკი კიდე უფრო მაღლა ათამაშებს. სხვა ფეხბურთელებიც უნდა მიახმაროს დაცვას და ჩაკეტოს ზონები მგონი ერთადერთი გუნდი ვართ რომელიც ამხელა კორიდორს უკეთებს მეტოქეს, ერთი მარტივი მოძრაობით ან პასით არღვევენ მთლიან ცენტრს და პირდაპირ მცველებთან მიდიან რაც არის სრული კატასტროფა, სულ რომ პრაიმ მილანის მცველები გვყავდეს აზრი არა აქვს მაინც ამოგვტენიან რადგან არცერთ მცველს არ შეუძლია ამხელა ჰანდიკაპით ითამაშოს და არ გაიხვრიტოს, ვის გაუგია ყოველ შეტევაზე მეტოქე რომ პირდაპირ მცველებს ადგება და დასარტყამი მომენტი ექმნება?! მარტო ოთხი კაცი არ უნდა იცავდეს როცა გვიტევენ და ეს ოთხი კაციც არ უნდა იდგეს გამუდმებით მეზობლის ბოსტანში.