ატლეტიკო – ბარსელონა
ლა ლიგა
08-11-2026 | 23:55
ატლეტიკო
1
-
2
ბარსელონა
location_on
მეტროპოლიტანო(69,788)
sports ხავიერ ალბეროლა როხასი
tv სილქ უნივერსალი, Setantasports.com
მატჩის მიმდინარეობა
სიმეონე
10'
ბაენა
43'
45'
ფერმინი
46'
დე იონგი - ფარინიასი
60'
კრისტენსენი - კანსელუ
სორლოტი - კანგ ინი
60'
66'
ფერმინი
ჰიუმლანდი - კოკე
72'
კარდოსო - ბაენა
72'
74'
ბერნალი
74'
გავი - ფერმინი
74'
ე. გარსია - ბერნალი
დავიდი - ბარიოსი
78'
86'
ადეიემი - გორდონი
ლიორენტე
87'
პუბილი
88'
შემადგენლობები
ატლეტიკო
person დიეგო სიმეონე
ძირითადი
apparel ობლაკი
apparel ლიორენტე
apparel ჰანკო
apparel პუბილი
apparel გრიმალდო
apparel კოკეarrow_upwardarrow_downward
apparel ბარიოსიarrow_upwardarrow_downward
apparel ბაენაarrow_upwardarrow_downward
apparel სიმეონეsports_soccer
apparel კანგ ინიarrow_upwardarrow_downward
apparel ალვარესი
სათადარიგო
მუსო
ლე ნორმანი
რომეო
დომინგესი
მარტინესი
მენდოსა
კარდოსოarrow_upwardarrow_downward
ორტისი
ჰიუმლანდიarrow_upwardarrow_downward
სორლოტიarrow_upwardarrow_downward
ლუკმენი
დავიდიarrow_upwardarrow_downward
დანაკლისი
რომერო
ბარსელონა
person ჰანსი ფლიკი
ძირითადი
ჟ. გარსია
ფარინიასიarrow_upwardarrow_downward
კუბარსი
მარტინი
კანსელუarrow_upwardarrow_downward
ბერნალიarrow_upwardarrow_downward
პედრი
იამალი
ფერმინიsports_soccersports_soccerarrow_upwardarrow_downward
გორდონიarrow_upwardarrow_downward
რაფინია
სათადარიგო
შჩესნი
ლივაკოვიჩი
ბალდე
გავიarrow_upwardarrow_downward
ჟეზუსი
ადეიემიarrow_upwardarrow_downward
კრისტენსენიarrow_upwardarrow_downward
დე იონგიarrow_upwardarrow_downward
ე. გარსიაarrow_upwardarrow_downward
აბდელკარიმი
ტუნკარა
კამპსი
დანაკლისი
ბარდჯი, ესპარტი, კუნდე, ოლმო, როდრი
სტატისტიკა
37%
ბურთის ფლობა
63%
9
დარტყმა
19
4
ზუსტი დარტყმა
4
391
პასი
675
81.1%
პასის სიზუსტე
91.1%
3
გაფრთხილება
1
5
თამაშგარე
1
4
კუთხური
2
14
ჯარიმა
14
3
სეივი
3
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.
ეს გამარჯვება გუნდს ფსიქოლოგიურად ნამდვილად ჭირდებოდა,იმ ორი წაგების შემდეგ,რაღაცა მოიშა თითქოს,ეს სანაკრებო პაუზა ,პირველად ჩვენზე თამაშობს,მთავარია არ დაიმტვრეს არავინ, ყველა ხაზში,მაგრად ვართ, დაცვაზე აუცილებლად მისახედი, ერთი ცენტრალური,და ერთი მარჯვენა მცველი გვჭირდება, კუნდეს რა დაემართა ვერ ვხდები?
კიდევ ერთხელ გამოჩნდა რამხელა ძალაა დეიონგი და ეგ და პედრი რა მაგარი დუეტია.
გორდონი არის საზიზღრობა და შეტენილია 80 მილიონად, ჩვენ 60ადაც ვერ გავყიდით. სირბილის გარდა საერგოდ არაფერი არაქვს, ტექნიკა და დრიბლინგი ნულს ქვემოთ არის. თუ ვინმე ფულს გადაიხდის უნდა გაუშვან და მეტი დრო მისცენ ადეიმსა და ჟესუს
ფლიკი კითხულობს ბარსამანიას კომენტარებს. 😂
ვუსამძიმრებ ყანამადრიდის ,,ელიტას”, ასეთი შედეგი არ აწყობდათ მგონი.
გუნდს სერიოზული დაკომპლექტება ჭირდება რა.
ასეთი თამაშით ვერაფერზე გვექნება პრეტენზია, მარა ზამთარში თუ გააკეთეს ნორმალური ტრანსფერები კიდე შეიძლება ტიტულებზე ფიქრი, თორე ამ სასტავით და ფლიკის ამ არასწორი მიდგომებით უბრალოდ შანსი არაა.
რაღაცა ისეთი შეგრძნება მაქვს რომ თითქოს ამ გუნდს ყველაფერი აქვს რომ გაიშვას და აი რაღაც აბრკოლებს.
მოსაშთობია გორდონი, და მე პირადად ნუსას მოვიყვანდი, გასაშვებია ბერნალი რათა პრაქტიკა ჰქონდეს და აჩქარდეს, გასაშვებია კრისტენსენი, რადგან ტყუილ იმედებს აჩენს და ამ დროს სულ ლაზარეთშია, მოსაშთობია ბალდე და კუნდე, რადგან ასე მგონია რომ გასახდელში რაღაცას რევენ და ფლიკიც ამიტომ არ ენდობა, არ ვიცი.. ფაქტია რომ მწვრთნელს ამ ხალხთან პრობლემა აქვს.. პრესაში როგორც კი დაიწერა რაღაცეები, იქვე დაეტყო გასახდელს. ასეა ზოგადად, მენტალობაა ფეხბურთში ყველაფერი და როცა რაღაცა შიგნიდან ირევა, უნდა მოაშთო თორე დამპალი ვაშლივით სხვა ყველაფერს ვნებს.
მოკლედ ამ ზამთარში მინიმუმ 1 მარცხენა ფულბექი და 1 მარცხენა ცენტრალური მცველია მოსაყვანი. ამ გორდონის ხელში რას ვიზამთ არ ვიცი, მარა არამგონია რომ ეგ დალაგდეს როგორც რაშფორდზე იყო ასეა ამაზეც. ყველაზე მაგრად მოგვიხდებოდა ნუსას ტრანსფერი, რადგან ჩემი აზრით დუეს ყველაზე მეტად გავს, უტექნიკურესია, უმაგრესია და გორდონის ფულით მაგისი მოყვანა შეიძლება.
ვაბშე თუ სიტი დაიქცა, ჰალანდის დათრევა იქნებოდა უიდეალურესი გამოსავალი. ამ შემთხვევაში გავყიდდი გორდონს და რაფინიას გადავწევდი მარცხნივ.
დაცვას რაც შეეხება, აი კატეგორიულად ვიძახი რა: ფლიკი ან აწევს *რაკს და დაწევს ამ დაცვის ხაზს სადაც საჭიროა იქ, ან გაა*ვამს. არაა აქ სხვა მეტი გამოსავალი. რა თქმა უნდა 3კაცია მოსაყვანი, მარა ამ კამიკაძე კაცის ხელში ის ახლებიც გაპაზორდებიან ჩემი აზრით. ამიტომ უნდა დაიგეგმოს ახალი ტაქტიკა და ახალი ტრანსფერები ერთიანობაში.
ფული არამგონია პრობლემა რომ იყოს, რადგან არაუხოში 55მს ავიღებთ, ბალდეც ისეთი ბიჭია რომ თავისას ეგეც დაამტკიცებს და ასე მგონია მინ. 40მს ავიღებთ, კუნდე ბევრს უნდაო და ერთ 65მს მაგაში ავიღებთ, კრისტენსენში 0, მარა მკიდია, უაზრო იმედებს მაინც არ ჩაგვისახავს და გორენს უნდა მიეცეს შანსი. ანუ რეალურია რომ ამ დაცვის გაყიდვიდან გუნდმა 160მ ამოიღოს, შესაბამისად 3 წესიერი მცველის მოყვანა არამგონია რომ ფინანსურ პრობლემას წარმოადგენს, უბრალოდ მთავარია რომ სწორი კანდიდატები მოიყვანონ.
შეტევაშიც გორდონიდან იმ 70ს ამოვიღებთ, პლუს 120-150ს ალვარესისთვის კი ჰქონდათ და რავიცი ჰალანდის ფულიც არის ასე მგონია, თუკი სიტი ჩააქვეითეს წესით ძალიან ბევრს ვერ მოითხოვენ ფეხბურთელებში, ხოლო ეგ თემა თუ არ გამოვიდა ნუსას წესით კი უნდა ეყოს მხოლოდ გორდონის თანხა და მაქსიმუმ შეტევაში კიდევ 1 კაცის დამატება დაგვჭირდეს იამალის სკამად.
ნახევარდაცვაში ასე მგონია რომ კარგად ვართ და ბერნალის გაიჯარებასაც შევეგუებით. დეიონგის დაბრუნება კარგი ვარიანტია, ჩემი აზრით პსჟ-ს მსგავსად შეგვიაძლია რომ პედრი-დეიონგი-როდრით ვითამაშოთ, სკამზე გავი მოიხოდება ასე მგონია, იქ ფერმინი და ოლმოა, თუ რამე ესპარტიცაა, ტუნკარაც და ფარინასიც.
მოკლედ იდეალურ შემთხვევაში მე ასე ვხედავ:
მოგვყავს: მარცხენა ცენტრალური მცველი, მარცხენა ფულბექი, მარჯვენა ფულბექი და ჰალანდი ან ნუსა
ვუშვებთ: ბარჯის, ბალდეს, არაუხოს, კუნდეს, ბერნალს, გორდონს და ჯესუსი/ჰამზადან ერთ-ერთს.
სატრანსფერო პერიოდში ორი წელია ვიძახი და ვწერ რომ რა იქნება გუნდის ხელმძღვანელობამ რომ გაიხედოს ანტონიო ნუსას მხარეს! ახალგაზრდა, სწრაფი, კარგი დრიბლინგით, არ ღორობს, ნაკრებშიც და გუნდშიც ერთ ერთი საუკეთესოა თითქმის ყოველთვის, ნაკრებში ხომ საერთოდ ჰოლანდის გოლების 30-40% ნუსას ასისტებია
ნამდვილად საოცარი ფეხბურთელია და დუესთან ყველაზე მიახლოვებული ვარიანტი მგონია. მე დუეზე ვოცნებობდი რახანია, ჯერ კიდევ ლიონში იყო რომ მინდოდა, მაგრამ ახლა მაგას ვინ გამოგვატანს 150ზე ნაკლებად, ხოლო ნუსას დათრევა კიდე შეიძლება ლოგიკურ ფასად და უბრალოდ დაგვაკვდება ასე მგონია. აქეთ იამალი და იქეთ ნუსა, აი ვაბშე ყველას სისხლს გაუშრობდა და ძალიან დაგვიბალანსებდა ფლანგებს.
ხოლო ეგ თუ ვერ გამოვიდა, მაშინ შელდერუპიც არ მგონია ცუდი ვარიანტია, ეგეც კაი ტექხნარი და ჭკვიანი ბიჭია, უბრალოდ ნუსა გაქანებით აღემატება ასე მგონია, მარა არც ის არაა ცუდი ვარიანტი, ყოველშემთხვევაში გორდონზე მეტად გაამართლებს ასე მგონია.
მოსაშთობი ყოფილა ნახევარი გუნდი და ეგაა 🙁
ნუსა რად გინდა, მაგ სტილისა ადეიემიც გყავს, იგივე სკოლა, იგივე გაბარიტები, იგივე სისწრაფე და ტექნიკა
დაცვა დასაწმენდია კი ბატონო, მაგრამ მაგას ზამთრის ფანჯარაზე თუ იზამ და ეგც არაა მხოლოდ ჩვენზე დამოკიდებული;
შლოტერბეკი დორტმუნდის კაპიტანია და ბუნდესლიგის ერთ-ერთი წამყვანი გრანდი ასე კაპიტანს არ უშვებს, ეგ სულ სხვა თემაა. ბასტონი კი მე არ მეიმედება, ჩემი თვალით მაქვს ნანახი როგორ დაღუპა აძური და ინტერშ რა მოთვლის მის ნაყლაპს;
ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ცენტრში მარტინის იმედად უნდა იყო, მაგრამ აგერ დანიელი დაბრუნდა და გარსიაც ასე თუ ისე გვყავს;
ამ ლოგიკით არაუხო ლივერში ყმუის და ეშვებს ილესავს, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება ბოლო სეზონებში აქ რასაც ჩადიოდა;
შეიძლება ნისტადი მოიყვანოს ლაპორტამ, 19 წლისა ხდება, 1.95 ჰოლამდიელი მცველია ტვენტედან, ფიზიკურად ძალიან ძლიერი და ტაქტიკურადაც აქებენ
ნუსასა და ადეიმეის შორის ძალიან დიდი განსხვავებაა. ნუსას ინტელექტიც აქვს, პასის კულტურაც და დარტყმაც, ადეიემი კი ამ ამბებში მოიკოჭლებს.
ისე ადეიემიშიც კარგ პოტენციალს ვხედავდი თავის დროზე უბრალოდ ძალიან მაზილაა და ინტელექტშიც მთლად ვერაა.
დაცვის საკითხს რაც შეეხება, ყველაფერი ამ ზამთარში ვქნათ თქო არ ვიძახი, არც ნახევარ გუნდს ვეხები. უბრალოდ ამ ზამთარში ფაქტია რომ ბალდე 100%ით მიდის, ხოლო აქამდე იმაზეც ვთანხმდებოდით რომ ცენტრი ისედაც გვჭირდებოდა, შესაბამისად ეს 2 პოზიცია ახლავე მოსაყვანია და ჩემი აზრით თუ სწორ ტიპებს მოიყვანენ და ფლიკიც დალაგდება თავის თავში, მაშინ გვეყოფა ამ ეტაპზე, ხოლო ზაფხულში მივხედავდით ამ შეტევის ამბავს.
რავიცი მე ვფიქრობ რომ ზამთარში უეჭველი იზამენ რაღაცას და ვნახოთ..
დალშე კრისტენსენის იმედად ჩემი მტერი იყოს, დაბრუნდა თუ არა მაგიც თამაშებს გადააბამს ახლა😂 ძალიან მაგარი ფეხბურთელია რაზეა საუბარი მარა სეზონში მხოლოდ 15%ი რომაა ჯანმრთელი, ეგეთი ფეხბურთელი გრანდში არ უნდა თამაშობდეს. არც გარსიაა ძაან ჯანმრთელი მცველი, მაგრამ მაგაზე მთავარი აღსაღნიშნი ისაა რომ ნაღდი ფულბექი არაა, ძალიან ჯიგარი და კაი ფეხბურთელია, მაგრამ იამალს აუცილებლად ჭირდება უმაღლესი კლასის მრავამხრივი ფულბექი, რომელიც დაცვასა და შეტევაში იქნება მონსტრი, ხოლო მის სკამად განმწესდება ესპარტი.
მე სიმართლე გითხრა ფულბექების ამბავი უფრო მედარდება ვიდრე ცენტრის, კი ცენტრში მარტო მარტინის იმედად ვერ ვიქნებით, მაგრამ პირველ რიგში ამ ფულბექების საკითხს დავალაგებდი, მითუმეტეს ბალდე რომ მიდის, შესაძლოა რომ კუნდეც მიემატოს და რეალური ფულბექის გარეშე რჩება გუნდი, ვინაიდან გარსია ცენტრია, კანსელუ მოფულბექო ვინგერია, ესპარტი ნახმცველი იყო და ფულბექად 2 წამის წინ გარდასახეს?! ამ დროს იმ ცენტრში მარტინი მეორე სეზონია რაღაცას მაინც თამაშობს ასე თუ ისე და ფულბექობაზე მეტად ცენტრობა უხდება, არაა ცუდი ფეხბურთელი, პოტენციალი აშკარად აქვს, ოღონდ ჯერ საროტაციო ტიპია. ამიტომ ლოგიკურად 3 კაცი გვყავს მოსაყვანი, მაგრამ ზამთარში 2საც ავიტანთ, რადგან ჯანდაბას გარსიასა და ეაპარტის მარჯვენა ფულბექობით ასე მგონია რომ სეზონი გადაგორდება, აი კანსელუს ფულბექობით – მეტი არაა ჩემი მტერი.
დალშე არც მაგ ნისტადებისა და ახალგაზრდა მცველების მოყვანას არ ვემხრობი, რადგან ჩვენი ახალგაზრდებიც გვეყოფა, კაი ბიჭები გვყავს ლამასიაშიც, მაგრამ ამ დიდ თამაშებში პირველ რიგში ეგ გამოჩნდა რომ ამდენი ახალგაზრდით შედეგი ვერ დაიდება, პირველ რიგში გამოცდილი და პრაიმ ასაკში მყოფი ჯანიანი ხალხი გვჭირდება, შესაბამისად ამ ზამთარში გამოცდილი და ძლიერი მცველები თუ არ მოიყვანეს ამათ იმედზე ჩემი მტერი იყოს.
მეც კი ვიძახი რომ ფლიკმა თუ არაფერი შეცვალა რა აზრი აქვს დაცვაში მარტინი იდგება თუ მალდინი თქო, მაგრამ რეალურად როგორ არა აქვს.. უბრალოდ ყველაზე ადეკვატური გამოსავალია რომ ფლიკმაც შეცვალოს რაღაცეები და ძერსკი ფეხბურთელებიც უნდა მოუყვანონ, ამიტომ ვიძახი რომ სერიოზული დაჯდომაა საჭირო ბორდთან ერთად და ამ ზამთრისთვის 2 სერიოზული ტრანსფერის დაგეგმვა. მეტი არაფერი. არ შეიცვლება ეს ამბები?! ხოდა ტყუილად ნურც ტიტულებს დაველოდებით და ფლიკსაც მალე აახვევინებენ. აბა ესე ფეხბურთში ვერ მოიგებ ვერაფერს: ძალად ფულბექებით, ლაზარეთა ფეხბურთელებითა და უაზრო ტაქტიკებითა თუ ექსპერიმენტებით..
მგონი მეორე ტაიმში ფლიკმა ის გვაჩვენა რაც გვინდოდა! სწორი ცვლილებები და სწორი გადაწყვეტილებები! ერთი რაც მახარებს ეხლა არის ის რო დე იონგი სხვა მუხტით დაბრუნდა. ანუ რაც ითამაშა კაია რა! ის ძველი შიგნაკრავი ტიპი აღარაა (ნუ ჯერჯერობით) მარა ეხლა კითხვ მაქ ბოლოს აი დალაგებულად ტაქტიკურად დამუშავებული კომბინაციით გოლი როდის გავიტანეთ? აი რო იტყვის კაცი რო ამაზე კარგად იმუშავესო… აი მომკალით და სულ ინდივიდუალური რაღაცეებით ვაღწევთ შედეგს ხან ფერმინის ძაღლივით სირბილს მოაქ შედეგი ხან იამალის შედევრს ხან რაფინია ჩაჭრის პასს… ნაკლები გუნდურობაა… გამიგეთ რა რასაც ვამბობ დღეს ყველაფერ სიკეთესთან ეთად გაგვიმართლა კიდეც! უნდა იმუშაოს ფლიკმა აი ძააან! ეხა დაბრუნდნენ მცველებიც და რაღაც იქნება მოუყაროს იმას ფლიკმა თავი რო მარტო ინდივიდუალური გუნდი არ ვიყოთ. გვყავს მაგისი შემოქმედი ფეხბურთელები რო ჭკვიანური კომბინაციები მოიფიქრონ!
ჩემი აზრით ამ გუნდს პირველ რიგში კომპაქტურობა აკლია და ამ დროს სწორედ ეგ ხდის პსჟ-ს საუკეთესოს.
ყველაზე შეკრული გუნდია პსჟ, შანსი არაა რომ ბურთი დაკარგონ და ყველა აი აბსოლუტურად ყველა ფეხბურთელი ისე არ განლაგდეს როგორც საჭიროა, ამ დროს ჰანსის ჰგონია რომ ადგილზე 2-3 კაცის პრესინგია გამოსავალი და ზუსტად მანდ ცდება, ჩვენები ჯერ ეს ერთი დაცვას ვერ თამაშობენ მაღალ დონეზე, არ ვგულისხმობ იმენა დამცველებს, უშუალოდ დაცვის უნარებზე მაქვს საუბარი, ბურთის დაბრუნება ჩაჭრა, ხისტი თამაში… აი ძალიან სლაბი ფეხბურთელები გვყავს რა, ბურთის დაჭერა, განაწილება, ტექნიკა იცოცხლე, მაგრამ სიხისტე და ეს დაცვითი უნარები მინუსებში აქვთ, ამიტომაა რომ ზოგჯერ 2-3 კაცი მირბის ერთთან ბურთის ასართმევად და ეგ ტიპი წამში უსხლტებათ, მერე კი 0 სწორი რეაგირებაა, იმათგან ბურთის სწრაფი გადატანა მეორე ფლანგზე თავისუფალ ზონაში და ეგაა.
ანუ ფლიკის ტაქტიკა 3 რამის გამოა სრულიად მცდარი: გუნდი არაა შეკრული და კომპაქტური და ჰგონია რომ ლოკალური პრესინგია მისი მთავარი ამოსავალი, გუნდში არ ჰყავს ხისტი და ძლიერი დაცვის უნარების მქონე ფეხბურთელები და მესამე: არ ყავს სწორი ფულბექები რაც დღევანდელობაში უმნიშვნელოვანესია.
აქედან გამომდინარე ის რასაც თამაშბს უბრალოდ კამიკაძეობაა და მეტი არაფერი. ამას რომ შესაბამისი ფეხბურთელები ჰყავდეს, ანუ ელემენტარული უძლიერესი ფულბექები, მაგალითად: მენდეში, დევისი, ჰაკიმი.. და პლუს ნახდაცვასა და შეტევაში მაგარი დაცვითი უნარების ფებურთელები, მაშინ კიდევ გამართლებული იქნებოდა მისი ტაქტიკა და უბრალოდ მხოლოდ კომპაქტურობასა და ფიზიკაზე იმუშავებდა, მაგრამ რომ არ ყავს ესეთი ფეხბურთელები და ამ ფაქტს უგულებელყოფს, რომ არ აქვს სხვა არანაირი ბ და ც გეგმა რომ სხვა რაღაცაც ითამაშოს და უნდა რომ 23ვე ფეხბურთელმა 1 დონე დადოს, არ ხდება მასე რა, ერთია რა გინდა და მეორეა რა შესაძლებლობები გაქვს ამ წამს. აი ახლა მაგალითად პედრი რასაც თამაშობს, იგივეს ვერ მოთხოვ ფარინასს. ესპარტი მაგარი ბავშვია, მარა მთელი სეზონის მანძილზე ვერ მოთხოვ რომ ჰაკიმის დონე დადოს ამ ასაკში, ვერც ფარინასს მოთხოვ რომ 2 წამში პოზიცია შეიცვალოს და ვაბშე უთამაშებელზე პირდაპირ 2 დიდ თამაშში დაგიდგეს ისე როგორც მენდეში..
ანუ მე რასაც ვაკვირდები ფლიკს ძალიან დიდი მოთხოვნები აქვს ამ ფეხბურთელების მიმართ და ეს ბიჭები ვერ ქაჩავენ, რადგან ან ახალგაზრდები არიან, ან ტალანტისა და სქილსეტის მხრივ შეუფერებლები. ამიტომაც იყო ეს ზაფხული ასეთი მნიშვნელოვანი რომ მისთვის ყველა საჭირო ფეხბურთელი მოეყვანათ, რათა ის ეთამაშა რაც უნდოდა, მაგრამ რა ქნა სინამდვილეში: ხელი დაადო გორდონსა და ადეიემის, მოითხოვა ალვარესი, უარი თქვა ბასტონიზე, არ უთხოვია როდრი, ვაბშე არ უთხოვია მცველი, შეაკვდა ალვარესს და შედეგი რა დადგა: მოყვანილთაგან გაამართლა როდრიმ, ჩაიჯვა მისმა ტრანსფერებმა, ალვარესს რომ შეაკვდა აგერ რაფინიამ ორმაგად მაგარი შედეგები დაუდო, ზატო დაცვა დარჩა სრულიად ჰაერში და ყველა თამაშში ახალი დაცვის ხაზი ყავს.
აი ნაღდად ვერ გავამტყუვნებ დეკუს რა. წლებია დეკუს ვაჯვამ და ფლიკს ვაქებ, მაგრამ რა ინფოებიც პრესაში გამოსულა, ფაქტია რომ ამ ტრანსფერების ამბავში ფლიკმა ჩაიჯვა, ხოლო დეკუმ ყველაფერი გააკეთა რომ მისი ტრანსფერები და ზედმეტებიც მოეყვანა, თუნდაც ბასტონი დაუდო მაგიდაზე და ფლიკმა დაბლოკა..
არ აღიარებს ეგ კაცი დაცვას, არ უყურებს რაღაცებს სწორად და ჩემი აზრით სერიოზული გარღვევა აქვს მოთამაშეების შერჩევაში, არამხოლოდ ტრანსფერებში, არამედ აგერ სასტავის დაყენება გინდა თუ ცვლილებები. თან რაღაცნაირად ახირებული კაცია და რაც მართლა პრობლემაა მაგას თვალს არ უსწორებს.
მის ადგილას მე პირადად ვინმე სერიოზულ დაცვით მწვრთნელს დავიქირავებდი მეორე ასისტენტად რათა ეს ტიპები გადაემზადებინათ და ამისთვისაც რჩევები მიეცა, როგორც ახლანდელზე ისე ტრანსფერბზეც. რა თქმა უნდა, ყველა ვერ გაქაჩავს ამ გადამზადებას, ხოდა მაგათ გაყიდდნენ და სხვას მოიყვანდნენ, აბა როდემდე უნდა გაგრძელდეს ერთი და იგივე. მარტო ფლიკზეც არაა, უკვე კარგა ხანია რაღაცნაირად სლაბი ფეხბურთელები მოგვყავს და უნდა მოეშთოს ეგ ამბავი, თორე აზრი არ ექნება ოცნებებს, რადგან დღევანდელი ფეხბურთი პირწმინდად ფიზიკურია 70% და ყველა თამაშში თუ იმ 30%ის იმედად იქნები, მაგიტომაც გექნება დიდ თამაშებში ეგ 30%იანი მაჩვენებელი.
პირველი დადებითი ძვრები თამაშში გამოჩნდა ფარინასის და კანსელუს შეცვლის შემდეგ! სხვათაშორის მარცხენა მცველად ბევრად უკეთესია მარტინი ვიდრე ცენტრში! დეიონგი სკამზე და ბერნალი მოედანზე უკვე სიჯიუტე კიარა ფეხბურთის არცოდნაა! ძალიან გამოასწორა ბურთის ფლობაც, პრესინგის დონეც და ბურთის ამოტანაც დეიონგის შემოსვლამ! როგორც ყოველთვის კარგი იყო ჟოან გარსია, კარგი მატჩი ქონდათ პედრის, ფერმინს, იამალს, დეიონგს! მარტინზე კარგს თუ ვიტყოდი როდესმე არ მეგონა მაგრამ ფლანგზე გადასვლის მერე მშვენიერი იყო! ფლეშსკორემ გორდონს 5,6 შეფასება მისცა, უფრო ნაკლები ორივე გუნდში მხოლოდ გრიმალდოს ქონდა(იხმარა იამალმა) ცუდი თამაში ქონდა რაფინიას და რაც მიკვირს საერთოდ ჟილკა არ უჩანდა დღეს. ადეიმი ხუთი წუთი იყო და მგონი ოთხი წუთი მარტომ გაიყვანა დრო ფლაგზე
მარტინი სისწრაფით კანსელუზე ნელია 🙂 მაგათ ორივეს ესპარტი ჯობია რომელიც საერთოდ არ არის მცველი :))) მარჯვნივ რა ვქნათ მარჯვნივ ?:)))) კუნდე გაცოცხლდება ვითომ ?! :))))) არც ერიკ გარსიაა ფლანგის მცველი და ეგეც ნელია
ხო ძმობილო, მეც მაგას ვიძახი რომ ჩვენი ფლანგის დაცვა სინამდვილეში დაცვა არაა 🙂 მარტინი უდაოდ კანსელუზე ნელია მაგრამ დამცველის ინსტიქტი თუ დამცველის ჩვევები კანსელუზე უკეთესი აქვს ნამდვილად. კანსელუ შეტევაში კარგია, ჩემთვის გორდონსაც კი ჯობს შეტევაში
კანსელუ საერთოდ მცველი არ არის ” დააბრალეს ” მცველობა !
1 მოუმატეს, 5,7 ქონდა გორდონს ბოლოს.🫠
არა ძმა უცოდინრობა არაფერ შუაშია ახალი დაბრუნებულია ტრამვიდან და ატლეტიკოსთან ძირითადში ვერ დააყენებ ამ ფაქიზოს ისე კი რაც დაბრუნდა არაფერი ეტყობა უთამაშებლობის და ნელნელა ეგეც ჩაჯდევა სასტავში პედრი როდრი დეინგი ფერმინი და წინ იამალი რაფინია ესე უნდა ცადოს ხოლმე დასვენებული გორდონი და ადეიემი 60 წუთიდან და ეგაა
აბა ჩვენ ფლანგის მცველებს გადახედეთ (ორივე მხარეს მარჯვენა/მარცხენა) რომელია მანდ მართლა ფლანგის მცველი?! 😂😂😂😂 ჰოდა ეგენი გვჭირდება უსიკვდილოდ მარცხენა ცენტრალურ მცველთან ერთად ! ამ დროს 3 ! მცველი კი არა ნეტა ზამთარის სატრანსფეროზე ერთი მაინც დავიმატოთ
უმძიმესი მატჩი მოვიგეთ;
ჩოლოს ყველაზე ხშირად გამოიყენებადი ტაქტიკა არის პირველივე წუთებიდან გიჟური შეტევა და მერე დაკეტვა;
ეს გააკეთა 2014-ში, ლიგაზე 1/4 ფინალში, იგივე გაიმეორა გაზაფხულზე თასზე და ლიგის 1/4 ფინალში;
მონახაზი, რომ ასეთი ტემპით შეეცდებოდა 2:0 წაყვანას და მერე დაკეტავდა, მაგრამ ვერ შეძლო და 1 ტაიმის მერე გლანდები მო***ათ;
ფერმინმა რომ გადაუგდოთ შიგ ქოცში, უკვე გახურებული იყო გუნდი და ცენტრი ეჭირა, ფლანგზე სუსტი რგოლის შეცვლა და ცენტრის დამძიმება აღმოჩნდა გადამწყვეტი, ჩოლომ ცენტრი წააგო და მოუწუიათ უბურთოდ ქოცებივით სირბილი;
მე -2 რომ გადაუგდოთ ფერმინმა, უკვე დაპანიკდა და ნაჯახს პირი გამოუცვალა, უფრო დაამძიმა ცული, მაგრამ ამ დროს ტარი გადავუტეხეთ და დავტოვეთ ქოცამოგდებული;
ეს იყო და ეს;
გორდონი შეიძლება ისე შთამბეჭდავად არ გამოიყურებოდა, მაგრამ იმუშავა ვირივით და ბოლოს ადეიემიც ძალიან ჭკვიანურად მოქმედებდა;
რაფა იყო ფსიქოლოგიური წნეხი, რადგან იცოდნენ, რომ პირისპირ დარჩენა ⚽ ნიშნავდა;
კარგი ისაა, რომ დაცვა დაბრუნდა და აწი წყნარად დაგროვდება ქულები;
კუნდეც და იანვარში ესპრატიც; მერე ოლმოც და მანამდე ნაგავი რეალი სადმე გატეხავს;
განმეორებით კლასიკოში უნდა ავაწიოკოთ, პრინციპის ამბავია;
ჭირი იქა, ლხინი აქა
ეგენი მანადეც მოიჭიმება აწი სადაც შეხვდება სუპერ თასის მესამე ფინალი უნდა ვიზეიმოთ მერე კოპასი და ბოლოს 35 ტურში შიგ მეორე მადრიდში ჩავდებთ კატალონიის სარდელს😅😅😅
ფლიკს მარტო იმიტომ გავუშვებდი რომ გორდონი მოსწონს და 70 მილიონი გადაახდევინა მასში კლუბს. თავიდანვე ვიცოდი რომ ვერ გაამართლებდა, კარგად რომ დაიწყო მაინც დარწმუნებული ვიყავი რომ მოჩვენებითი იყო ეგ. ფერმინი სცადოს მარცხენა ფლანგზე. ნახევარდაცვა როდრი-ფრენკი-პედრი სცადოს. დე იონგი ძალიან კარგია როდესაც დაზღვევა ყავს უკან. როდრიც უფრო ამოისუნთქებს და პედრის უფრო მეტი შანსი ექნება გამჭრელი პასები გააკეთოს. ფლიკის მწვრთნელობას მაინც ალმაცერად ვუყურებ პსჟს და რეალის მერე. ვნახოთ როგორ დაასრულებს ამ სეზონს, თუ ისევ იგივე იყო და არაფერი შეიცვალა მაშინ აუცილებლად უნდა წავიდეს, სულ რომ ლა ლიგა მოიგოს. ფერმინზე **ერებიანი ფეხბურთელი არავინააა ამ გუნდში და მაგიტომ მევასება ყველაზე მეტად
ეს შემადგენლობა მაინტერესებს
რაფინია
ფერმინი – პედრი – იამალი
დე იონგი – როდრი
კანსელუ-მარტინი-კუბარსი-გარსია
ჟოან გარსია
გორდონმა თავიდან კიარ დაიწყო კარგად, არამედ ახლაც კარგია დაბალი დონის გუნდებთან! საშუალოსთან უკვე უჭირს და მაღალი კლასის გუნდებთან უკვე ჩაფსმული გამოდის და ნულს ქვემოთაა! თავის ინტერვიუში თითონვე თქვა რომ პსჟსთან თამაშში უკვე პირველ 15 წუთში უკვე ფიზიკურად გადავიღალეო!!!! ხო გასაგებია რომ 15 წუთში ვერ გადაიღლებოდა, ეს უკვე მორალურად იყო დაცემული! ფლიკმა კიდევ მაგ თამაში 85 წუთამდე არ შეცვალა!
გორდონი არაა ცუდი ფეხბურთელი და გუნდში უნდა გყავდეს სხვადასხვა პოზიციაზე განსხვავებული სტილის მოთამაშე;
ტრავმიანი არაა, ფიზიკა კარგი აქვს და ტექნიკაც არ დაეწუნება, სისწრაფე ხომ საერთოდ, არც ღორია;
და ლა მასიისგან განსხვავებული ტიპაჟია, გასაგებია, მაგრამ როდესაც რაღაც ტაქტიკა არ მუშაობს იქ განსხვავებული სტილისაც გჭირდება
თან ტიპი პრესინგზე რას დარბის, ძან მშრომელი ფეხბრურთელია
პრესინგზე რომ დარბის მწევარი ძაღლივით, შედეგი მოაქვს რამე??? აი გუშინ ერთხელ მაინც ჩაჭრა ბურთი მოწინააღმდეგის ნახევარზე? თან მარტო სირბილი რამეს შველის? 80 მილიონად და პლიუს ამის ხელფასი 4-5 პროფესიონალ მარათონელს მოიყვანდა და თითოეული ირბენდნენ ყოველ თამაშზე 42 კმ 142 მეტრს!!! ლიგაც ჩვენი იქნებოდა და დანარჩენი თასებიც
უი მართლა გადაცემა იყო ლიგის მერე ბეთსონზე და ცნობილაძემ შევჭამთო ბარსასო შევჭამთო.. ხოდა ჭამონ
რომ კითხო სასტავა ფერმინი დიდ თამაშებში ქრებაო😅😅 და დაკეტილ მეტოქესთან ვერაფერს შვებაო და აჰაა ბატონო დაკეტილი ავტობუსა ამობეტონებული ატლეტიკოს მოუგო ვანდაზე და მვპ გახდა კიდე მატჩის
ამ ძაღლებს რო გავუყარეთ მადრიდში მაბედნიერებს💙❤️თავიდანვე უკეთესი შემადგენლობა უნდა დაეყენებინა მარა მეორე ტაიმში მოჭიმა. ნუ საწყისი წუთების პრესინგი ხო იდეალური იყო მარა ბოლო 20 წუთი ისე მოუკლეს თამაში რაც ასე გვაკლდა ლიგაზე ბოლო გამოვარდნებზე. ესე გააგრძელოს,ზამთარში მინიმუმ,აი მინიმუმ ერთი მაღალი დონის მცველი გვინდა თუ ლიგაზე უნდ არო გაიწიოს. ზაფხულში კიდე ერთი ფლანგზე ერთი კიდე ცენტრში და ეგაა,მონსტრი გუნდი ვართ. დაცვა გვაყვს პროსტა დირკა,პლიუს ეს ტაქტიკა. ცოტა დაბლა დაწიოს,ერთი კაი მცველი და შეიძლება ლიგის მოგება. ლა ლიგა უნდ აწამოვიღოთ,სადღაც რეალსაც უნდა დაეწყოს ჩავარდნა.
ოლმოც დაბრუნდება, მერე იმტვრიოს თავი ფლიკმა ))
როდრი რომ დაბრუნდება როდრი/ფრენკი/პედრია ჩვენი ცენტრი ❤️ მაგრამ როგორ გინდა ფერმინი ძირითადიდან ამოაგდო !😂😂😂