მატჩისშემდგომი მიმოხილვა: Bird

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: Bird

   "ნამდვილი ჩარლი პარკერი არასოდეს გატყდება", - უჰ, გენიალური სიტყვაა. ნამდვილი ტალანტი, ეპოქალური ტალანტი, აი ის, 20 წელიწადში ერთხელ რომ იბადება არასოდეს გატყდება. მოაქციეთ წნეხში, ლანძღეთ, აგინეთ, არ დაინდოთ, დატვირთეთ, სიქა გააცალეთ და ნუ შეგეშინდებათ, რომ შეიძლება ვერ გაუძლოს. თუ ვერ გაუძლო ესე იგი არ არის ის, ვინც გვგონია, რომ არის. იმიტომ, რომ "ნამდვილი ჩარლი პარკერი არასოდეს გატყდება". 

არის ლამინე ჩარლი პარკერივით დიადი? ამას ვნახავთ. "მადრიდთან" მატჩი კი ზუსტად იმას ჰგავდა რაც ჩარლის დაემართა, თითქოს დასარტყამი ინსტრუმენტი გაუქანეს თავში, საჯაროდ, ყველას თვალწინ, დაამცირეს, დაჩაგრეს და საბოლოოდ მაინც ფეხები ვერ მოჭამეს, იმიტომ, რომ ჩარლი პარკერი ბირდი იყო, მხოლოდ ფეხზე კი არ წამოდგა, ადგა და გაფრინდა. 

სადღა ნიკოლი

მთავარი თემა იამალის ირგვლივ სწორეს ეს იყო, სად წაიღო ნიკი ნიკოლი? გააქრო. დაშორდა. მიზეზი გასაგებია და ისიც მარტივად წარმოსადგენია, რომ ლამინემ დიდი ბიძიების რჩევა-დარიგებები მოისმინა. ალბათ, ჰანსი ფლიკის სიტყვა იქნებოდა გადამწყვეტი. ყველამ ვიცით რასაც ეტყოდნენ, აქ არა იმდენად სიტყვებს აქვს მნიშვნელობა, არამედ იმას თუ ვინ იტყვის და როგორ. ფლიკს კიდევ მე მგონი აქვს ადამიანის დარწმუნების უნარი. "ნიჭიერი ბევრი გვინახავს, მაგრამ ყველა გამხდარა ლიონელ მესი?" - იქნებოდა რაღაც ასეთი. ნიჭს კვება სჭირდება, ნიჭს უნდა ემსახურო, იამალი კი ბოლო დროს არ ჰგავდა მსახურს, პირიქით, თავისივე ტალანტი ჩაიყენა სამსახურში. ეს კიდევ დამღუპველია. 

აქაც Whiplash გამახსენდა, მთავარი გმირი ხვდება თავის მეგობარ გოგონას, შეყვარებულს და ეუბნება - უნდა დავშორდეთ, ხელს მიშლი კონცენტრაციაში, მე თავიდან ბოლომდე საქმეში უნდა ვიყო. არა მხოლოდ იმიტომ, რომ მუსიკოსად შევდგე, არამედ იმიტომ, რომ ვიყო დიადთა შორის. რაღაც ეგეთი ნაბიჯი ვნახეთ იამალისგანაც, მართალია არა თავად, არამედ სხვების კარნახით მივიდა ამ ნაბიჯამდე, მაგრამ მაინც, დასაფასებელია. 

ეყოფა კი ნებისყოფა?! 

წავიდა - მოვიდა 

მატჩის წინ იყო კარგი ამბები, იყო ცუდიც. მთავარი ცუდი ამბავი პედრის დაშავებაა. თითქოს დრო იყო უკვე, დიდი ხნის განმავლობაში მაგრად იდგა ფეხზე, ჰოდა, ვეღარ გაუძლო, პედრი ხომ ინიესტას მსგავსად ხშირად ტრავმიანობს. კარგი ამბავი კი ლევანდოვსკისა და ოლმოს დაბრუნებაა. ორივე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია გუნდისთვის. 

მატჩი "ბარსასთვის" ძალიან კარგად დაიწყო, ჯერ კიდევ მეცხრე წუთზე იამალმა კრიტიკოსებს უპასუხა, კარგი გოლი შეაგდო, ჩვეული პაუზით, ბალდეს პასია გამოსაყოფი, განაპირა მცველისთვის იშვიათი გამჭრიახობისა და სიზუსტის პასი გააკეთა, ყველაფერზე ეტყობა, რომ მთელი ცხოვრება გარემარბი იყო და საბოლოოდ მცველად აქციეს. ლამაზი გოლი გამოვიდა. 

გავიდა სამი წუთი და ფერან ტორესმა ანგარიში ორამდე გაზარდა, ფერმინ ლოპესის პასის შემდეგ. მიაყოლეს, არ ამოასუნთქეს, პაციენტი პალატაშივე დაამთავრეს. მხოლოდ ერთი კითხვა დატოვეს - შეძლებდა თუ არა მესამე შემტევიც გატანას? მარკუს რაშფორდი ხომ დიდი ხანია საგოლე მოქმედების გარეშე მოედანს არ ტოვებს. ყველას გვახარებს მისი გამოფხიზლება და "მანჩესტერში" უკვე დაიწყეს საუბარი რაშის დაბრუნებაზე. იქ უკვე დიდი ხანია მიხვდნენ, რომ მთავარი პრობლემები მენეჯმენტში აქვთ და არა შემადგენლობაში. 

ტაიმის ბოლოს "ბარსამ" გაუშვა, მაინც გაუშვა, არაუხომ ვერ შეძლო მაინცდამაინც კარგად თავის დაცვა, ამის გამო მატჩის მერე ქულებიც ჩამოაკლეს და დაცვის ხაზში ყველაზე დაბალი შეფასება დაუწერეს. 

რაშ-რაშ 

მეორე ტაიმში "ელჩესაც" ჰქონდა შანსი ანგარიში გაეთანაბრებინა, ისევ იგივე ზონიდან შემოუტიეს "ბარსას" და ხარიხასაც გაუცაცუნეს ბურთი. მათი მწვრთნელიც ბიტლების ფორმაში გამოწყობილი კუნტრუშებდა. წავიდა ის დრო, ძველი სამწვრთნელო.. ადრე ან კლასიკურად ეცვათ, ან სპორტულებში, გუნდის ეკიპირებით, ახლა ბიტლების მაისურით გამოგვეცხადა სარაბია. მშვენიერი მაისურა იყო, რა ვიცი.. 

წერტილი რაშფორდმა დასვა. ისევ ფერმინის პასი იყო, ვერა და ვერ ჩაჯდა სტაბილურ ფორმაში, ალაგ-ალაგ აბნევს ტალანტს, ხან ისეა ხან ასე, ხან კარგია, ხან ცუდი, სხვადასხვა მატჩებში კი არა, ცალკეულ შეხვედრაშიც ეგრეა, ნელ-თბილად. "ელჩესთან" უმეტესად კარგი იყო, ისე გადაუკიდა რაშფორდს, როგორც სუარესმა ნეიმარს "ბერნაბეუზე". იმას გოლი მოჰყვა მაშინ და ესეც გოლით დასრულდა, ოღონდ, მაშინ ნეიმარმა ცენტრისკენ დაიწყო სვლა, ახლა კი რაშფორდმა ფლანგისკენ გაისწორა ერთი და უძლიერესი დარტყმით შეაგდო. ესეც ლამაზი გოლი გამოვიდა. ნისტერლოის გაჰქონდა ასეთები, ბატისტუტასაც. კარგი იყო მოკლედ. 

იმედი არის, არაფერი დაკარგულა, ლა ლიგა მარათონია, მეც ეგრე მჯერა რომ ყველაფერი წინ არის. 

ნუთუ ვბრუნდებით? 

ხოოო, ეგეთი ხმა მოდის, პაუზა იქნება და მერე "ბარსა" სახლში დაბრუნდებაო. სანაკრებო გორაობის მერე "კამპ ნოუს" კარი უნდა გაიღოს. მე აღარაფერი გამაკვირვებს, არც ის რომ კიდევ ორი წლით გადაიდოს, მაგრამ მე მგონი, რომ დაადგა საშველი. 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 27 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    წევრი [?]
    #7 Monday, 13:21
    1
    ციტატა: Barca
    ციტატა: rivaldo80
    მთელი პრესა დაკავებულია იამალზე შავი პიარით და არავინ საუბრობს რაშფორდზე რომელოც ყველა თამასში გოლს ან საგოლეს აკეთებს.ყველა ჰეითერმა იამალის ბალაყანაზე ჩამოეკიდონ👌

    კი ეგ მაგარი მოიხოდა, ზამთარში რო მცველი ვიყიდოთ წარმოიდგინე რა გუნდი იქნება( პოზიციებზე კი დაგვაკლდება და ჩავარდნა გვექნება მარა… მაგალითად საყრდენზე) ფორვარდიც კაი იქნებიდა მარა ლაპორტა არამგონია ზამთარში აპირებდეს ფორვარდის ყიდვას

    ისე რომელი გირჩევნიათ ალვარეზი ჰოლანდი თუ ოსიმენი ბარსაში? ლაპორტას რო შეეძლოს ყიდვა რომელს აირჩევდით


    ჰალანდი არაამქვეყნიურად მაგარი ფორვარდია, ფიზიკურადაც ძალიან ძლიერია. ალვარესს ჯარიმებიც მშვენივრად გამოსდის. ამ ორს შორის არჩევა რთულია.
    თუმცა ჩვენ არც ერთის დამატების თავი არ გვაქვს :დ
    ფანი [?]
    #6 Monday, 13:04
    1
    ციტატა: rivaldo80
    მთელი პრესა დაკავებულია იამალზე შავი პიარით და არავინ საუბრობს რაშფორდზე რომელოც ყველა თამასში გოლს ან საგოლეს აკეთებს.ყველა ჰეითერმა იამალის ბალაყანაზე ჩამოეკიდონ👌

    კი ეგ მაგარი მოიხოდა, ზამთარში რო მცველი ვიყიდოთ წარმოიდგინე რა გუნდი იქნება( პოზიციებზე კი დაგვაკლდება და ჩავარდნა გვექნება მარა… მაგალითად საყრდენზე) ფორვარდიც კაი იქნებიდა მარა ლაპორტა არამგონია ზამთარში აპირებდეს ფორვარდის ყიდვას

    ისე რომელი გირჩევნიათ ალვარეზი ჰოლანდი თუ ოსიმენი ბარსაში? ლაპორტას რო შეეძლოს ყიდვა რომელს აირჩევდით
    Culé [?]
    #5 Monday, 12:01
    7
    მთელი პრესა დაკავებულია იამალზე შავი პიარით და არავინ საუბრობს რაშფორდზე რომელოც ყველა თამასში გოლს ან საგოლეს აკეთებს.ყველა ჰეითერმა იამალის ბალაყანაზე ჩამოეკიდონ👌
    წევრი [?]
    #4 Monday, 11:55
    1
    Უპრეცენდტო შემთხვევაა ლალიგის ამ ტურში ყველა თამაშში გავიდა სამი ან მეტი გოლი

    ჰანსი ფლიკი 🗣️
    "ჩვენ გვყავს მარკუს რაშფორდი და ლამინ იამალი, ორი მართლაც გამორჩეული მოთამაშე, რომლებსაც მატჩის ბედი გადაწყვეტა შეუძლიათ. ვგრძნობთ, რომ ნელ-ნელა ლამინი საუკეთესო ფორმას უბრუნდება. მისი კრეატიულობა და თავდაჯერებულობა თვალსაჩინოა. ჩვენ მალე აღმოვაჩენთ ახალ ლამინ იამალს, რომელიც უფრო ფოკუსირებულია, უფრო ძლიერია და მზად არის მოედანზე ცვლილების შესატანად. 🔵🔴
    [?]
    #3 Monday, 09:05
    1
    ციტატა: C.PC5
    ციტატა: Albicelecte
    მოიცა, კიკე სეტიენის ასისტენტი რომ იყო, ეს ის არაა?! მოედნაზე რომ დახტოდა ხოლმე

    კი ეგაა პიკეს გაუშალა ხელები მახსოვს ერთხელ და დააფარა იმან დედის საჯდომი laughing

    პიკემ მერე თავისი გუნდის მწვრთნელად წაიყვანა. ანდორაში
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 Monday, 07:36
    1
    ციტატა: Albicelecte
    მოიცა, კიკე სეტიენის ასისტენტი რომ იყო, ეს ის არაა?! მოედნაზე რომ დახტოდა ხოლმე

    კი ეგაა პიკეს გაუშალა ხელები მახსოვს ერთხელ და დააფარა იმან დედის საჯდომი laughing
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 Monday, 02:34
    3
    მოიცა, კიკე სეტიენის ასისტენტი რომ იყო, ეს ის არაა?! მოედნაზე რომ დახტოდა ხოლმე