თუ ობამეიანგს "ბარსაში" გადასვლა მოუნდება, ამას გააკეთებს - ჩარლი ნიკოლასი
"არსენალის" ყოფილი თავდამსხმელი, ჩარლი ნიკოლასი "მეთოფეთა" შემტევზე, პიერ-ემერიკ ობამეიანგზე საუბრობს.
"არსენალისთვის" გაბონელის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ, თუ ამ ასაკში მისით "რეალი" ან "ბარსელონა" დაინტერესდება და მას წასვლა მოუნდება, ობამეიანგი ამას გააკეთებს", - ციტირებს შოტლანდიელის სიტყვებს Sky Sports.
შეგახსენებთ, ორი კვირის წინ გავრცელებული ინფორმაციით, პიერ-ემერიკი მიკელ არტეტას გუნდთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობდა, ვინაიდან, იგი "ბარსას" შემოთავაზებას ელოდებოდა. თუმცა, იმის ფონზე, რომ ლუის სუარესი მომავალ სეზონშიც კლუბში იქნება, მოლაპარაკებები შეწყდა.
მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს, "ბლაუგრანას" ერთ-ერთი სატრანსფერო სამიზნე, ლაუტარო მარტინესი "ინტერში" რჩება, ამიტომაც გაბონელი შემტევი, შესაძლოა, სწორედ მის ალტერნატივად მოიაზრონ.
მიმდინარე სეზონში 31 წლის ფეხბურთელი, 22 გოლით, პრემიერ ლიგის ბომბარდირი გახდა. Tanafermarkt-ი ობამეიანგს 56 მილიონ ევროდ აფასებს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]