მატჩისშემდგომი მიმოხილვა: Bird

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: Bird

   "ნამდვილი ჩარლი პარკერი არასოდეს გატყდება", - უჰ, გენიალური სიტყვაა. ნამდვილი ტალანტი, ეპოქალური ტალანტი, აი ის, 20 წელიწადში ერთხელ რომ იბადება არასოდეს გატყდება. მოაქციეთ წნეხში, ლანძღეთ, აგინეთ, არ დაინდოთ, დატვირთეთ, სიქა გააცალეთ და ნუ შეგეშინდებათ, რომ შეიძლება ვერ გაუძლოს. თუ ვერ გაუძლო ესე იგი არ არის ის, ვინც გვგონია, რომ არის. იმიტომ, რომ "ნამდვილი ჩარლი პარკერი არასოდეს გატყდება". 

არის ლამინე ჩარლი პარკერივით დიადი? ამას ვნახავთ. "მადრიდთან" მატჩი კი ზუსტად იმას ჰგავდა რაც ჩარლის დაემართა, თითქოს დასარტყამი ინსტრუმენტი გაუქანეს თავში, საჯაროდ, ყველას თვალწინ, დაამცირეს, დაჩაგრეს და საბოლოოდ მაინც ფეხები ვერ მოჭამეს, იმიტომ, რომ ჩარლი პარკერი ბირდი იყო, მხოლოდ ფეხზე კი არ წამოდგა, ადგა და გაფრინდა. 

სადღა ნიკოლი

მთავარი თემა იამალის ირგვლივ სწორეს ეს იყო, სად წაიღო ნიკი ნიკოლი? გააქრო. დაშორდა. მიზეზი გასაგებია და ისიც მარტივად წარმოსადგენია, რომ ლამინემ დიდი ბიძიების რჩევა-დარიგებები მოისმინა. ალბათ, ჰანსი ფლიკის სიტყვა იქნებოდა გადამწყვეტი. ყველამ ვიცით რასაც ეტყოდნენ, აქ არა იმდენად სიტყვებს აქვს მნიშვნელობა, არამედ იმას თუ ვინ იტყვის და როგორ. ფლიკს კიდევ მე მგონი აქვს ადამიანის დარწმუნების უნარი. "ნიჭიერი ბევრი გვინახავს, მაგრამ ყველა გამხდარა ლიონელ მესი?" - იქნებოდა რაღაც ასეთი. ნიჭს კვება სჭირდება, ნიჭს უნდა ემსახურო, იამალი კი ბოლო დროს არ ჰგავდა მსახურს, პირიქით, თავისივე ტალანტი ჩაიყენა სამსახურში. ეს კიდევ დამღუპველია. 

აქაც Whiplash გამახსენდა, მთავარი გმირი ხვდება თავის მეგობარ გოგონას, შეყვარებულს და ეუბნება - უნდა დავშორდეთ, ხელს მიშლი კონცენტრაციაში, მე თავიდან ბოლომდე საქმეში უნდა ვიყო. არა მხოლოდ იმიტომ, რომ მუსიკოსად შევდგე, არამედ იმიტომ, რომ ვიყო დიადთა შორის. რაღაც ეგეთი ნაბიჯი ვნახეთ იამალისგანაც, მართალია არა თავად, არამედ სხვების კარნახით მივიდა ამ ნაბიჯამდე, მაგრამ მაინც, დასაფასებელია. 

ეყოფა კი ნებისყოფა?! 

წავიდა - მოვიდა 

მატჩის წინ იყო კარგი ამბები, იყო ცუდიც. მთავარი ცუდი ამბავი პედრის დაშავებაა. თითქოს დრო იყო უკვე, დიდი ხნის განმავლობაში მაგრად იდგა ფეხზე, ჰოდა, ვეღარ გაუძლო, პედრი ხომ ინიესტას მსგავსად ხშირად ტრავმიანობს. კარგი ამბავი კი ლევანდოვსკისა და ოლმოს დაბრუნებაა. ორივე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია გუნდისთვის. 

მატჩი "ბარსასთვის" ძალიან კარგად დაიწყო, ჯერ კიდევ მეცხრე წუთზე იამალმა კრიტიკოსებს უპასუხა, კარგი გოლი შეაგდო, ჩვეული პაუზით, ბალდეს პასია გამოსაყოფი, განაპირა მცველისთვის იშვიათი გამჭრიახობისა და სიზუსტის პასი გააკეთა, ყველაფერზე ეტყობა, რომ მთელი ცხოვრება გარემარბი იყო და საბოლოოდ მცველად აქციეს. ლამაზი გოლი გამოვიდა. 

გავიდა სამი წუთი და ფერან ტორესმა ანგარიში ორამდე გაზარდა, ფერმინ ლოპესის პასის შემდეგ. მიაყოლეს, არ ამოასუნთქეს, პაციენტი პალატაშივე დაამთავრეს. მხოლოდ ერთი კითხვა დატოვეს - შეძლებდა თუ არა მესამე შემტევიც გატანას? მარკუს რაშფორდი ხომ დიდი ხანია საგოლე მოქმედების გარეშე მოედანს არ ტოვებს. ყველას გვახარებს მისი გამოფხიზლება და "მანჩესტერში" უკვე დაიწყეს საუბარი რაშის დაბრუნებაზე. იქ უკვე დიდი ხანია მიხვდნენ, რომ მთავარი პრობლემები მენეჯმენტში აქვთ და არა შემადგენლობაში. 

ტაიმის ბოლოს "ბარსამ" გაუშვა, მაინც გაუშვა, არაუხომ ვერ შეძლო მაინცდამაინც კარგად თავის დაცვა, ამის გამო მატჩის მერე ქულებიც ჩამოაკლეს და დაცვის ხაზში ყველაზე დაბალი შეფასება დაუწერეს. 

რაშ-რაშ 

მეორე ტაიმში "ელჩესაც" ჰქონდა შანსი ანგარიში გაეთანაბრებინა, ისევ იგივე ზონიდან შემოუტიეს "ბარსას" და ხარიხასაც გაუცაცუნეს ბურთი. მათი მწვრთნელიც ბიტლების ფორმაში გამოწყობილი კუნტრუშებდა. წავიდა ის დრო, ძველი სამწვრთნელო.. ადრე ან კლასიკურად ეცვათ, ან სპორტულებში, გუნდის ეკიპირებით, ახლა ბიტლების მაისურით გამოგვეცხადა სარაბია. მშვენიერი მაისურა იყო, რა ვიცი.. 

წერტილი რაშფორდმა დასვა. ისევ ფერმინის პასი იყო, ვერა და ვერ ჩაჯდა სტაბილურ ფორმაში, ალაგ-ალაგ აბნევს ტალანტს, ხან ისეა ხან ასე, ხან კარგია, ხან ცუდი, სხვადასხვა მატჩებში კი არა, ცალკეულ შეხვედრაშიც ეგრეა, ნელ-თბილად. "ელჩესთან" უმეტესად კარგი იყო, ისე გადაუკიდა რაშფორდს, როგორც სუარესმა ნეიმარს "ბერნაბეუზე". იმას გოლი მოჰყვა მაშინ და ესეც გოლით დასრულდა, ოღონდ, მაშინ ნეიმარმა ცენტრისკენ დაიწყო სვლა, ახლა კი რაშფორდმა ფლანგისკენ გაისწორა ერთი და უძლიერესი დარტყმით შეაგდო. ესეც ლამაზი გოლი გამოვიდა. ნისტერლოის გაჰქონდა ასეთები, ბატისტუტასაც. კარგი იყო მოკლედ. 

იმედი არის, არაფერი დაკარგულა, ლა ლიგა მარათონია, მეც ეგრე მჯერა რომ ყველაფერი წინ არის. 

ნუთუ ვბრუნდებით? 

ხოოო, ეგეთი ხმა მოდის, პაუზა იქნება და მერე "ბარსა" სახლში დაბრუნდებაო. სანაკრებო გორაობის მერე "კამპ ნოუს" კარი უნდა გაიღოს. მე აღარაფერი გამაკვირვებს, არც ის რომ კიდევ ორი წლით გადაიდოს, მაგრამ მე მგონი, რომ დაადგა საშველი. 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 27 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    წევრი [?]
    #27 გუშინ, 16:42
    0
    იამალს ჯერ კიდევ ბევრი სურვილი აქვს, და ფეხბურთისთვის ვერ იცლის, ახლახან 11 მილიონიან სახლში გადავიდა, ყოფილი პიკეს დს შაკირას ნაქონში.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #26 Wednesday, 05:50
    0
    ციტატა: LEVANII
    5️⃣0️⃣ ფერან ტორესმა ბარსელონას მაისურით თავისი 50-ე გოლი ელჩეს გაუტანა ⚽️

    4 წელში 50 გოლი და ეს ფეხბურთელი დღეს ძირითადის ფორვარდია

    20111-2012 წ. სეზონზე ზუსტად 50 გოლი გაიტანა მესიმ. ბენტლი და ჟიგული რა შესადარებელია ერთმანეთთან, მაგრამ მაინც.
    ფანი [?]
    #25 Tuesday, 15:44
    0
    ციტატა: Visca-barca
    ჟოან გარსია როდის ბრუნდება? წესით სანაკრებო პაუზის შემდეგ იქნება განაცხადში ეგეც და რაფაც რაც შეეხება მემგონი ძლივს ვბრუნდებით კამპ ნოუზე გვეღირსა ფულია აუცილებლად საშოვნელი და ლაპორტამ ჩვენზე კარგად იცის რამე ტოპ ტრანსფერი თუარ გააკეთა დანძრეული აქ მემგონი კეინს მოიყვანს რაც მე მაგალითად არ მომწონს იმიტო რო 2-3 წელში ისევ ფორვარდი იქნება მოსაყვანი ოსიმენი ალვარესი ჰალანდიდან რომელიმე უნდა იყიდოს მარა მაგის ტრაკი როარააქ ლაპორტას ყველამ ვიცით და მაგიტო ჩალიჩობს კეინზე რომელსაც 2026 წლის ზაფხულში 56 მილიონად შეუძლია ყიდვა

    ჰოლანდი და ალვარესი ზღაპარია, მაგათი მოყვანოს და ხელფასის გადახდის დრაკი არაქვს ლაპორტას, მოლაპარაკებებშიც ვერაა ძლიერი. ოსიმენი რეალურია თუმცა დიდად არ მევასება. დამტკიცებულიც არაფერი აქვს გრანდის დონეზე. კეინს რაც შეეხება ეგ უნდა ეყიდათ ლევანდოვსკის ნაცვლად და შეიძლებოდა ლიგაც მოგვეგო შარშან.
    წევრი [?]
    #24 Tuesday, 11:45
    0
    ჟოან გარსია როდის ბრუნდება? წესით სანაკრებო პაუზის შემდეგ იქნება განაცხადში ეგეც და რაფაც რაც შეეხება მემგონი ძლივს ვბრუნდებით კამპ ნოუზე გვეღირსა ფულია აუცილებლად საშოვნელი და ლაპორტამ ჩვენზე კარგად იცის რამე ტოპ ტრანსფერი თუარ გააკეთა დანძრეული აქ მემგონი კეინს მოიყვანს რაც მე მაგალითად არ მომწონს იმიტო რო 2-3 წელში ისევ ფორვარდი იქნება მოსაყვანი ოსიმენი ალვარესი ჰალანდიდან რომელიმე უნდა იყიდოს მარა მაგის ტრაკი როარააქ ლაპორტას ყველამ ვიცით და მაგიტო ჩალიჩობს კეინზე რომელსაც 2026 წლის ზაფხულში 56 მილიონად შეუძლია ყიდვა
    წევრი [?]
    #23 Tuesday, 05:56
    0
    5️⃣0️⃣ ფერან ტორესმა ბარსელონას მაისურით თავისი 50-ე გოლი ელჩეს გაუტანა ⚽️

    4 წელში 50 გოლი და ეს ფეხბურთელი დღეს ძირითადის ფორვარდია
    საიტის ლეგენდა  [?]
    #22 Tuesday, 00:08
    0
    ნიკი ნიკოლს ბერნაბეუზე ძეგლს დაუდგამენ ვითომ?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #21 Monday, 20:05
    5
    ერთადერთი კარგი ამბავი სახლში ვბრუნდებით (კამპ ნოუ) heart_eyes ....თამაშს რაც შეეხება სანამ ის ორი კაცი (ჟოან გარსია / რაფინია) არ დაბრუნდება არა მგონია რამე მნიშვნელოვნად შეიცვალოს ყოველ თამაშში ფლიკი მაქსიმუმს წურავს მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ არის მინიმუმ სამ სათამაშო პოზიციაზე (ფორვარდი /საყრდენი/ცენტრალური მცველი) ფეხბურთელი არ ჰყავს confused მაინც იბრძვის თანაც ასეთი ტრავმების ფონზე confused 5 ქულაშია ლიდერთან გასიებულმა დეკუმ დაგვიანონსა ზამთარში არავის არ დავიმატებთო confused ამ დროს უბრალოდ ფიზიკურად მცველი არა გვყავს confused (ინიგოს წასვლის შემდეგ) ....ვერ გავიგე რა თუ ქრისტენსენს ისევ ტრავმა აქვს ან არ ენდობა მაშინ გაყიდონ და მცველი მოიყვანონ ! რომელიც თამაშს შეძლებს და გუნდს დაეხმარება
    ფანი [?]
    #20 Monday, 19:58
    0
    ციტატა: PUIOL5
    ციტატა: Barca
    ციტატა: rivaldo80
    მთელი პრესა დაკავებულია იამალზე შავი პიარით და არავინ საუბრობს რაშფორდზე რომელოც ყველა თამასში გოლს ან საგოლეს აკეთებს.ყველა ჰეითერმა იამალის ბალაყანაზე ჩამოეკიდონ👌

    კი ეგ მაგარი მოიხოდა, ზამთარში რო მცველი ვიყიდოთ წარმოიდგინე რა გუნდი იქნება( პოზიციებზე კი დაგვაკლდება და ჩავარდნა გვექნება მარა… მაგალითად საყრდენზე) ფორვარდიც კაი იქნებიდა მარა ლაპორტა არამგონია ზამთარში აპირებდეს ფორვარდის ყიდვას

    ისე რომელი გირჩევნიათ ალვარეზი ჰოლანდი თუ ოსიმენი ბარსაში? ლაპორტას რო შეეძლოს ყიდვა რომელს აირჩევდით

    მაგ სამიდან ჰოლანდი ყველაზე მაგარი ფორვარდია, ბარსას სტილიდან გამომდინარე ალვარესს ავირჩევდი, ცოტა სტაბილურობა აკლია მაგრამ ბარსას სქემაში უფრო მაგრად ჩაჯდება. საყრდენი მცველზე მეტად გვჭირდება. ცენტრში რომ ღია კარის დღეები გვაქვს აი მაგიტომ მოდის დიდი დაწოლა დაცვაზე, შეუცდომელი კიდევ არავინაა, ვინც გინდა მოიყვანე. დეიონგი საერთოდ ვერ აზღვევს მცველს, თამაშების უმეტესობაში შეტევებსაც ვერ შლის. ნახევარდაცვაში თითქმის ერთიდაიგივე პოზიციის ხალხი გვყავს. ამიტომ მირჩევნია მოვიდეს სუფთა სისხლის ჩამშლელი და მაგის წინ ითამაშოს პედრიმ და დეიონგმა, პედრი მინდა ეგრედწოდებული ათიანის პოზიციაზე, მაგაზს მაგარი ხედვა არავის აქვს ამ ბარსაში. დეიონგს განვიხილავ ჩავის პოზიციაზე, კარგად შეუძლია ბურთის დაჭერა, დრიბლინგი. ტემპს რამდენად გააკონტროლებს არვიცი მაგრამ ღირს ცდად

    კი მეც ეგრე მგონია რო ჰოლანდი კარგი იქნება თან მბაპესთან კონკურენცია წესით უნდა ხიბლავდეს, ჰოლანდის აგენტს იცნობსო ლაპორტაო ესო ისაო და რავიცი ვნახოთ, ფაბრიციომ დაწერა ოსიმენზე რო შორთლისტში დაამატაო ბარსამო ოსიმენიო, კიდე დაიწერა ალვარეზის ყიდვას ეცდებაო…
    საიტის ლეგენდა  [?]
    #19 Monday, 19:00
    6
    იქნებ ფეოლამ მაინც გვაკადროს კითხვაზე პასუხი, თუ რა ჭირს საიტს?
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    Culé [?]
    #18 Monday, 19:00
    1
    კეინზე მიდის ბაზარი ისე ლევანა სასაცილოდ არ ყოფნიდა ხალხს ბარსაში რატო გადავაო ბლა ბლა
    ბლა და კი გამოაცხო ლაპომ ტრანსფერი.
    წევრი [?]
    #17 Monday, 18:39
    1
    🎙️ სერხიო რამოსი:

    "ლამინ იამალი თავისი ასაკისთვის გამორჩეული ფეხბურთელია. მან უკვე მოასწრო რეკორდების დამხობა. საუკეთესოს ვუსურვებ, თუნდაც ბარსაში ითამაშოს, რადგან ყოველთვის მინდა, რომ ჩვენმა ესპანეთის ნაკრებმა წარმატებას მიაღწიოს."
    ისე საყრდენზე მოისეზ კაისედო დაგვხატავდა ძაან მაგარია დაარტყმააქ ვარდნა ჩაჭრა იდეალური აქ ყველაფერი მაგრამ ჩელსი არც გამოგვატნევს და თუ გაყიდიან 150 ნაკლებად არ მოგვცემენ არაა ეს დე იონგი სუფთა საყრდენი როგორც ბუსი იყო და მიტოა ეხაც ამხელა გარღვევა დაცვაში
    ფანი [?]
    #16 Monday, 17:28
    0
    ციტატა: nika 54
    კი ასე ლაპარაკობდა რუსი კომენტატორიც, ეშველა ბარსას შემდეგი მატჩი კამპ ნოუზეა და ამ ძველის აღარაფერი აინტერესებთო. რაშფორდმა კი ძელს ნაჭდევი დაუტოვაო სამახსოვროდ. მალე ახალ ანუ განახლებულ კამპ ნოუზე გადავალთ, მაგრამ ასეთი თამაშით? მეორე ტაიმში ბურთთან აღარ მიგვაკარეს და სადღაც წავიკითხე ბურთის ფლობაშიც გვაჯობეს თურმე 51/49.

    ციტატა: Albicelecte
    მოიცა, კიკე სეტიენის ასისტენტი რომ იყო, ეს ის არაა?! მოედნაზე რომ დახტოდა ხოლმე

    ეგაა კი და თამაშის შემდეგ დაფიქრებული რო იჯდა, ჩვენი ყველაზე ძველი მწვრთნელი როა გვარად დე ლა ფუენტე ის მივიდა და როგორც საკუთარ შვილს თავზე აკოცა.

    ზუსტია?
    Culé [?]
    #15 Monday, 15:39
    1
    იამალი გამოცოხლდაო და ცარიელ კარში იმ გოლს თუ გამოცოცხლებას ეძახით….
    წევრი [?]
    #14 Monday, 15:37
    4
    Ალვარესი ჩვენი სტილის იყო გვარდიოლას და ლუისენრიკეს დროს ახლა სხვა ვითარებაა. გუნდს მომენტების შექმნა არ უჭირს პრობლემა რეალიზაციაშია ჰოლანდი ჰანსი ფლიკისთვის ყველაზე იდიალური იქნებოდა ჩემი მოკრძალებული აზრით მბაპეზე უკეთესიც თუმცა იმას ვიაზრებ რო ეგ შეუძლებელი ტრანსფერია ბარსასთვის
    Culé [?]
    #13 Monday, 15:24
    2
    პედრის გარეშე ძალიან გვიჭირს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #12 Monday, 15:21
    1
    კი ასე ლაპარაკობდა რუსი კომენტატორიც, ეშველა ბარსას შემდეგი მატჩი კამპ ნოუზეა და ამ ძველის აღარაფერი აინტერესებთო. რაშფორდმა კი ძელს ნაჭდევი დაუტოვაო სამახსოვროდ. მალე ახალ ანუ განახლებულ კამპ ნოუზე გადავალთ, მაგრამ ასეთი თამაშით? მეორე ტაიმში ბურთთან აღარ მიგვაკარეს და სადღაც წავიკითხე ბურთის ფლობაშიც გვაჯობეს თურმე 51/49.

    ციტატა: Albicelecte
    მოიცა, კიკე სეტიენის ასისტენტი რომ იყო, ეს ის არაა?! მოედნაზე რომ დახტოდა ხოლმე

    ეგაა კი და თამაშის შემდეგ დაფიქრებული რო იჯდა, ჩვენი ყველაზე ძველი მწვრთნელი როა გვარად დე ლა ფუენტე ის მივიდა და როგორც საკუთარ შვილს თავზე აკოცა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #11 Monday, 14:55
    1
    ციტატა: Don_Andresito
    ციტატა: C.PC5
    ციტატა: Albicelecte
    მოიცა, კიკე სეტიენის ასისტენტი რომ იყო, ეს ის არაა?! მოედნაზე რომ დახტოდა ხოლმე

    კი ეგაა პიკეს გაუშალა ხელები მახსოვს ერთხელ და დააფარა იმან დედის საჯდომი laughing

    პიკემ მერე თავისი გუნდის მწვრთნელად წაიყვანა. ანდორაში

    ჰო, პიკემ რომ უთხრა "ნუ მიპარჭყან ხელებსაო" smiley
    როგორც ჩანს შერიგება ასე გადაწყვიტა ჯერიმ და უმუშევარი არ დატოვა smiley
    Culé [?]
    #10 Monday, 14:52
    0
    ციტატა: Barca
    ციტატა: rivaldo80
    მთელი პრესა დაკავებულია იამალზე შავი პიარით და არავინ საუბრობს რაშფორდზე რომელოც ყველა თამასში გოლს ან საგოლეს აკეთებს.ყველა ჰეითერმა იამალის ბალაყანაზე ჩამოეკიდონ👌

    კი ეგ მაგარი მოიხოდა, ზამთარში რო მცველი ვიყიდოთ წარმოიდგინე რა გუნდი იქნება( პოზიციებზე კი დაგვაკლდება და ჩავარდნა გვექნება მარა… მაგალითად საყრდენზე) ფორვარდიც კაი იქნებიდა მარა ლაპორტა არამგონია ზამთარში აპირებდეს ფორვარდის ყიდვას

    ისე რომელი გირჩევნიათ ალვარეზი ჰოლანდი თუ ოსიმენი ბარსაში? ლაპორტას რო შეეძლოს ყიდვა რომელს აირჩევდით

    ალბათ უფრო ჰალანდი ტოპ ვარსკვლავია. ისე ალვარესი უფრო მომწონს მაგრამ მაინც რაღაცა აკლია რა თან დაბალია.ოსიმენი ძალიან მაგარია მაგრამ რთული ხასიათების კაცია არადა კი დაგვხატავდა
    წევრი [?]
    #9 Monday, 13:26
    0
    დიდი ანგარიშით შეეძლოთ მოგება ელჩესთან უბრალოდ ძალები დაზოგეს ჩემპიონთა ლიგა ახლოვდება ბრიუგესთან
    ფანი [?]
    #8 Monday, 13:25