ჩარლი ადამი: დისკვალიფიკაციის შემდეგ ლუის სუარესი იმედგაცრუებული იყო
"ბარსელონას" თავდამსხმელის, ლუის სუარესის ყოფილი თანაგუნდელი, ჩარლი ადამი ურუგვაელზე საუბრობს.
"დისკვალიფიკაციის მიღების შემდეგ (ბრანისლავ ივანოვიჩის კბენის გამო), ლუისი მომხდარით იმედგაცრუებული იყო. თუმცა, გზა, რომლითაც მან მენტალურ სირთულეებს თავი დააღწია, წარმოუდგენელი იყო.
ვფიქრობ, რომ სუარესი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ცხრიანია, რომელიც მცველებისთვის რთულად შესაჩერებელია. გოლებზე დაგეშილი ურუგვაელი მსოფლიოს საუკეთესო გუნდში და ფეხბურთელთან, ლეო მესისთან თამაშობს.
"ლივერპულის" დატოვება და "ბარსაში" გადასვლა მისთვის გადამწყვეტი იყო. თუმცა, ყველა ფიქრობდა, იყო თუ არა ის კატალონიური გრანდის სტილის ფეხბურთელი.
ლუისთან ერთად თამაში და გასახდელი ოთახის გაზიარება შესანიშნავი იყო", - ციტირებს ადამის სიტყვებს Goal.
ჩარლი და "ელ პისტოლერო" მერსისაიდულ კლუბში ერთად 2011-2012 წლებში ასპარეზობდნენ, რის შემდეგაც შოტლანდიელი "სტოკ სიტიში" გადავიდა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]