მატჩისშემდგომი მიმოხილვა: "შეჩემა"

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: "შეჩემა"

    რა გამახსენდა და ოთარ ყარალაშვილის წითელი წიგნი, გადაშენებულ ცხოველებზე გვიყვებოდა, უაღრესად საინტერესო ცხოვრებით რომ იცხოვრეს. თავისთავად დაუვიწყარი წიგნი იყო, ჰოდა, ერთი გადაშენებული ცხოველი სამუდამოდ ჩამებეჭდა გონებაში - ექვსფეხა შეჩემა. როგორც მახსოვს შეჩემა მთაში ბინადრობდა, ოჯახში პატრიარქალური იერარქია ჰქონდათ და სწრაფად მრავლდებოდნენ. დადიოდნენ შეჩემები გუნდად, კლანურად, იერარქიულად, მაგრამ მაინც გადაშენდნენ და მხოლოდ ოთარის წითელ წიგნში დაიდეს ბინა. 

რაზე გამახსენდა... იამალები ჰგვანან საოცრად. უფრო სწორად, ნამდვილად არ ვიცი ექვსფეხა შეჩემა როგორ გამოიყურებოდა თავის დროზე, ან ოთარს როგორი წარმოედგინა, მაგრამ მე მგონია, რომ იამალების მსგავსი რაღაც უნდა ყოფილიყო. მამა მატჩის წინ რაღაცას ხარშავს და იმუქრება, მე აქ მოვხარშავ და ჩემი შვილი მოედანზეო, დედა ქირავდება, ბებია მიმალვაშია. ასე ხომ გადაშენდებით იამალებო?! 

მართალია ლამინეს მატჩის წინ ჟურნალისტებმა გაუჩალიჩეს, მისი სიტყვები ისე მიჭრეს-მოჭრეს რომ "ბერნაბეუ" თავიდანვე სტვენით შეხვდა, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ ვერ არის ეს ბიჭი თავის ჭკუაზე. იცავენ და ამართლებენ, 18 წლისა ბრძენი ხომ ვერ იქნებაო, ყველა 18 წლისა ეგეთიაო, არა ძმებო, ინიესტა არ ყოფილა ასეთი, არც მესი, არც ჩავი, არც პუიოლი, პიკე ცოტას წაუშტერებდა, მაგრამ "მანჩესტერში" ფერგიმ დააჭკვიანა. მოკლედ, ვინც გრძელი გზა განვლო, იმას სიყრმიდანვე ეტყობოდა, რომ ნიჭთან ერთად ღირსებაც გააჩნდა, ლამინე იამალს კი ზემოდან უყვარს ყურება, ივან დე ლა პენია რომ დახვედროდა გუნდში ლილიპუტს დაარქმევდა და სარკმელში პანღურით გააძვრენდა. 

დაიდგამდა მერე გვირგვინს თავზე, როგორც ლებრონ ჯეიმსი. 

ეჰ, მაგისთვის ჯერ ძალიან ადრეა ლამინე. ჩვენო ბრილიანტო, ჩვენო ჰიპშტერო ძმაო. 

როგორ ითამაშა და როგორც პიკგადავლილმა რონალდინიომ, მთელი ღამის ნაგულავები რომ ფეხზე ვეღარ იდგა, ვეღარ დარბოდა, მცველებთან ჭიდაობდა, აღარც იცინოდა, მხოლოდ ადგილზე შეეძლო თამაში, ბურთის შენარჩუნება და გენიალური პასები. მაგას ჰგავდა, ერთი-ორი ლამინემაც ლამაზად ამოსცხო, ერთი-ორჯერ კარგად დატრიალდა, მაგრამ ამ ასაკში რომ ასე ბებერვით თამაშობს, ესე იგი, დიდი პრობლემა აქვს. ჯერ კიდევ წინა სეზონში, სულ რამდენიმე თვის წინ ქარივით დაქროდა, ახლა სისწრაფის ხარჯზე დრიბლინგზეც არ წასულა, თითქოს იცოდა რომ სისწრაფით ვერავის აჯობებდა. 

საქმე იმაში არ არის, რომ მატჩი ჩააგდო. ყველას ჩაუგდია. უფრო დიდებსაც. უარესადაც უთამაშიათ. საქმე იმაშია, რომ არა სწორი ავტორიტეტები ჰყავს, ეს კიდევ დამღუპველია. უყურა მესის, უყურა რონალდუს, და მიბაძა ნეიმარს. 

პირველი ტაიმი - მბაპე ხაფანგს დაუძვრა

მოგებას არ ველოდი. "მადრიდი" უკეთეს ფორმაშია, მხოლოდ რუდიგერი აკლდათ, მბაპეს აწყვეტილი აქვს, "ბარსა" მაღლა აწეული დაცვით თამაშობს და რა თქმა უნდა, გოლებს გაუშვებდნენ. საერთოდ, ძალიან მაგარი თამაში იყო, პირველი ტაიმი კი თავიდან ბოლომდე "მადრიდისა" იყო. "ბარსას" გაუმართლა რომ მეტი გოლი არ მიიღო, მბაპეს გამაშის ძაფი ჩარჩა თამაშგარეში. ამასაც ველოდით, მბაპეს შეჩერების ერთადერთი გზა ცენტრალური ხაზის ხაფანგი იყო, მაგრამ ყოველ ჯერზე ხომ ვერ გამოვა? ისწავლა უკვე ჭკუა, შეიჭრა სიღრმიდან და გახსნა კიდეც ანგარიში. 

"ბარსა" თამაშობდა ფეხბურთს, რომელსაც სჭირდებოდა ლევანდოვსკი, ესე იგი, ფორვარდი, რომელიც ზურგით მყოფი დაიჭერდა ბურთს, ფერანზე სულ ასეთი პასი მიდიოდა, ის ვერაფერს ახერხებდა და შეტევაც კვდებოდა. ფაქტობრივად არაფერი გაუკეთებია, ერთი-ორ უღიმღამო კარში დარტყმას თუ არ ჩავთვლით. ეს ის თამაში არ იყო, სადაც ფერანი გამოადგებოდა გუნდს, მაგრამ რა გინდა რომ ქნა? დანაკლისი ძალიან დიდი იყო. 

იმის კვალობაზე რომ რაშფორდს ვალვერდესთან უწევდა თამაში ყველაზე კარგი შთაბეჭდილება მან დატოვა. საგოლე პასიც მიითვალა. სწორად თამაშობდა, ხშირად აკეთებდა აჩქარებებს და ხშირად ამწვავებდა თამაშსაც. დაცვაში "მადრიდს" ჰქონდა შეცდომები, უხეშიც, უპატიებელიც, "ბარსამ" კი მხოლოდ ერთხელ ისარგებლა. ასე რომ, ყველაზე მეტი შენიშვნა შემტევებთან მექნებოდა. 

ფერმინმა შეაგდო და ჰქონდა შანსი საუკეთესოც გამხდარიყო ამ შეხვედრაში, მაგრამ, მაგრამ... მივუბრუნდებით მაგას. 

ბელინგემმა თეთრები ისევ წინ გაიყვანა. ალბათ კარიერის ყველაზე მარტივი გოლი შეაგდო. კუბარსი-გარსიას დუეტი შეიძლება ყველაზე ტექნიკურია ლა ლიგაში, ალბათ ბურთიც საუკეთესოდ ამოაქვთ, მაგრამ მცველს პირველ რიგში, დაცვა უნდა შეეძლოს. ამ მხრივ კი ვერ არიან ინიგოს დონეზე. გვაკლია ის გაქცეული კაცი, მაგრად გვაკლია. 

მეორე ტაიმი - ფერმინი და შესნი 

საუკეთესო "ბარსადან" ულაპარაკოდ შესნი იყო. არავის მსოფლიოში ასეთი დონის მესამე მეკარე არ ჰყავს. პირველ ტაიმშიც მოიგერია კარგი ბურთები, აუღო მბაპეს, ვინის, მერე კიდევ პენალტი მოიგერია, კარგად დარტყმული პენალტი, გამოიცნო, კარგად გაიშალა და რაც მთავარია ხელიც გაამაგრა. "მადრიდმა" თამაში აქ დაასრულა, "რეალმაც" და მბაპემაც. ამ პენალტიდან მოყოლებული თამაში "ბარსამ" აიღო. თითქოს რაღაც მაგრად მოხვდა თავში მთელ "ბერნაბეუს". მეგონა კიდეც იქნებ ფრისკენ მიდის ეს თამაში-მეთქი, მაგრამ... ოჰ, ფერმინ ლოპეს. გათავისუფლდა მეურვისგან როგორც თავის დროზე სერჟი რობერტო მარსელოსგან, გარბის სამი-ორზე, აუცილებლად უნდა გამოიყენოს ზედმეტი კაცი, აუცილებლად რომელიმე მცველი უნდა დაიჭირონ უპირატესობით, ფერმინი უახლოვდება საჯარიმოს, იკითხება პასი რაშფორდზე და, ბიჭო... რა ხდება, რა ჯანდაბაა, შენ რაღა დაგემართა?! კარში დაარტყა. ასეთ დროს საყვედურს მხოლოდ ერთ შემთხვევაში გადაურჩები, თუ ბურთს ბადეში გაახვევ, ფერმინს ბევრი დააკლდა გოლამდე. რამდენიმე წუთით ადრე, ასევე, პასი შეეძლო იამალზე და იქაც დარტყმა არჩია, იქაც შეცდა, იქაც პასი სჯობდა. ვიფიქრე იქნებ ახლა მიხვდეს-მეთქი და ჰა, ისევ ვერაფერს მიხვდა. არადა, ჭკვიანი ბიჭია, მისგან არ ველოდი ასეთ გადაწყვეტილებას. 

ჩემთვის აქ მორჩა ეს მატჩი. 

ვიღაცისთვის ცოტა მოგვიანებით მორჩა, როცა კუნდემ იამალის პასი ვერ შეიმაგრა, 100%-იანი მომენტი ქარს გაატანა. იქნებ საერთოდ დარტყმა სჯობდა?! მერე კიდევ არაუხო გამოუშვეს მოედანზე, შეტევაშიც გაიქცა, სასაცილო რაღაცებიც აკეთა, გოლი ამჯერად ვერ შეაგდო. დრიბლინგის კეთებას ერჩია მეკარესთან ახლოს ყოფილიყო და მაღალ ბურთზე ებრძოლა. 

იყო მერე გაწევ-გამოწევა. იქედან ნერვებდაგლეჯილი ვინი იქაჩებოდა, ჯერ ჩაბის დააფარა ყველაფერი, მერე გასახდელში წიხლებით გაიქცა, მერე ამობრუნდა და ენა არ გაუჩერებია, ლამინემ სადღაც დაიბარა, მამაჩემი რომ დაჭრეს იმ ხალხს დაგაყენებო იმუქრებოდა, ვინის პირზე ხელი ააფარეს, მერე სახეზეც ააფარეს, ამ სახის გამო საერთოდ წითელი არ მოგცენო და ასე ტკბილად დაიშალნენ. 

ფლიკის განახევრებულმა "ბარსამ" მეორე ტაიმი ასე თუ ისე, ნორმალურად ითამაშა. სეზონი გრძელია. ამ მატჩით არაფერი დამთავრებულა. იამალიც ხომ ვიცით რომ ახალი დაბრუნებულია მოედანზე, შევა ისევ ფორმაში, დაიწყებს ისევ გატანას. გრძელვადიან პერსპექტივაში კარგს ვერაფერს ვხედავ, მაგრამ ხვალ და ზეგ ისევ გაიბრწყინებს. 

წინ რა გველის 

"ბარსას" დრაივი აკლდა, რაფინიას მოაქვს ეს დრაივი. ბრაზილიელი კიდევ ერთი თვე ვერ დაბრუნდება. ასე თვალსა და ხელს შუა უმნიშვნელოვანეს ფეხბურთელად იქცა. ყველაზე ადრე დანი ოლმო უნდა მობრუნდეს. ჰოდა, დაველოდოთ. "ელჩესთან" პედრი არ იქნება. თავი ვერ შეიმაგრა და წავიდა ქაცვებით ჩუამენისკენ.

კარგია, დაისვენებს. თუ ვინმეს დასვენება სჭირდება, პირველ რიგში, სწორედ პედრის. 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 35 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    წევრი [?]
    #15 Monday, 10:38
    3
    რაის შლოტერბერგი ფეხბურთელებზე ვერ გადაუხდია ხელფასი ვის მოიყვანენ გახვრეტილი დოლარიანი არაქვთ სეიფში
    გულშემატკივარი [?]
    #14 Monday, 10:20
    0
    მე ვფიქრობ, თამაში პედრიმ წააგო. ერთი არასწორი პასი ფერანზე და მორჩა. მსაჯებზე არ ვაპელირებ, თუმცა ერთმა არასწორმა აუტმაც შეიძლება გადაწყვიტოს ბევრი რამ.
    Culé [?]
    #13 Monday, 10:10
    0
    ამ ზამთარს ან შლოტენბერგი ან ვან დე ვანი თუ არ იყიდეს, რეალი სხვა კლასიკოებშიც ამოგვტენის.
    იამალს პირადი ფსიქოლოგი უნდა დაუნიშნონ, თუ არ გაიგებს იმას რო სამყარო მის გარშემო არ ბრუნავს ვინიციუსი 2 იქნება, და ნეიმარივით დაამთავრებს კარიერას.
    ბელინგემი მაგარია რა თან იმ მომენტზე პირადად პედრის რო გაუკეთა.
    ხო კიდევ ვინც ფერან ტორესი ფეხბურთზე შეიყვანა იმის დედა მოვ^^^^^^^


    ციტატა: SHOTEX_ERADZE1992
    7 ფეხბურთელი აკლდა ბარსას 😕

    კაი რა, მოგვიგეს და ნუ ვიცით ეს ის გვაკლდა ეს გვაკლდა.
    ვინც მართლა გვაკლდა და პრესინგზე ძაან დააგვკალდა და ზოგადად ძან გვაკლია არის რაფინია.ნუ მეკარეც, მაგრამ გუშინ შესნიმ ძან დონე თამაში დადო.

    ციტატა: Asdfgj123
    რეალს მარტო რუდიგერი არ ეკლდა (კარვახალი ახალი დაბრუნებული იყო და ვალვერდე ჩაწიეს, ეგ უფრო ეკლდათ ვიდრე რუდიგერი) მაგრამ მაგს რა აზრი აქ სკამზე ვერსკვლავები უზის ჩვენგან განსხვავებით.. (როდრიგო და კარვახალი რომ შემოგყავს რს ფუფუნებაა, სხვანაირად ჩანდა ყველაფერი)
    პედრი კი დაისვენებს მაგრამ პედრი როცა ვიგებთ ხოლმე მაშინ უნდა დავასვენოთ, პედრის სრული არ ყოფნა ქულების დაკარგვად შეიძლება დაგვიჯდეს..
    იამალს რაც შეეხება, მართალი ხარ.. მსოფლიოც დაიწყება ალბათ. დაელაპარაკება ფლიკიც, ნაკრებიც და რაღაც გამოვა დროის თემაა, თუ არაფერი გამოვა და თვითონ დაიღუპავს თავს ეგაა და ეგ.. ყველაფერი მაგის ხელშია..

    +1
    ფანი [?]
    #12 Monday, 09:57
    1
    ესე გაფარჩაკებული ბარსა რეალისგან იშვიათი სანახავია,ბოლოს ზიდანმა გაგვიკეთა ესეთი რაღაცეები სუპერთასზე ოეი თამაში როცა იყო,ვასკესებით და ასენსიოებით გვათრია მესის და სუარეზის გუნდი,გუშინ იმან გვიშველა რომ ალონსო მხოლოდ მოსაგებად იყო გამოსული,მხოლოდ მოგებაზე იყო კონცენტრირებული,მისი პირველი კლასიკო იყი თორე მეორე ტაიმში რო არ ჩაეყენებინა რეალი გადაგვბუგავდნენ,ალონსოს რო ეს თამაში წაეგო მის მწვრთნელობას უკვე ეჭვის ქვეშ დააყენებდნენ,ამით გაიმყარა ფესვები,მბაპეზე არ ვისაუბრებ არც ვინიზე ისინი სხვა დონეზე არიან,კარერასი უმაგრესი ბიჭი ყავთ მოკლა იამალი როგორც მენდესმა,ბელინგემზე მინდა ვთქვა,ეგეთი ნახ მცველი ზიდანის მერე არ მინახავს,ბრავო მაგ კაცს,როცა თამაშობს მოედანზე მაგაზე.უკეთესი არსად არავინაა,რეალი ლალიგას დიდი ჰანდიკაპით მოიგებს,ალპნსო არცერთ პატარა გუნდთან არ წააგებს,ლიგას რაც შეეხება არამგლნია რადგან ახალი გუნდია მაინც,ჩვენ რაც შეგვეხება კატასტროფა არაფერია,გუნდი აშკარად ამოვარდნილია რიტმისგან,იამალიც მოიხოდება და წავა მერე ისევ 3 მცვის დაყენება კამინზე და გუნდების წიოკი,იქეთ რაფინია დაბრუნდება,მოკლედ მთელი ყურადღება უნდა გადავიტანოთ ლიგაზე,რამდენად შანსი გვაქვს რთული სათქმელია მარა ყვაფერი ხდება,ჰლიკის მჯერა რო ისევ დააყენებს მონსტრ პრრესინგს რაფინიას დაბრუნების მერე
    საიტის ლეგენდა  [?]
    #11 Monday, 09:52
    3
    მოგესალმებით ყველას, დიდი ხანია არაფერი დამიწერია საიტის უძველეს წევრებს კი ვახსოვარ ალბათ თუ შემორჩნენ ასეთები. პირველ რიგში არაუშავს მთლად ისეთი კატასტროფა არ ყოფილა როგორც გვგონია, მით უმეტეს იმ რესურსის ხარჯზე რაც გვქონდა. უბრალოდ საქმე იმაშია რომ ბევრი ხარვეზი გვაქვს. ნორმალურად ვერ ვაპრესინგებთ და დაცვიდან ამოსვლაც გვიჭირს. კიდევ ამ ტაქტიკას მინდა შევეხო, ფაქტია რომ ყველა თამაშში მინიმუმ ერთი და ხშირად ორი გოლი უკვე გაშვებული გვაქვს სანამ მოედანზე გამოდიან, ყველამ დაგვიმუღამა უკვე და ფლიკი უნდა მიხვდეს რომ არ ამართლებს და გადაერთოს ისეთ ტაქტიკაზე სადაც არაუხოც დადგება და დაცვა მეტად საიმედო გახდება. ფაქტიურად ამ ტაქტიკით ყველა დიდი თამაში წინასწარ გვაქვს წაგებული, ასე არაფერი გამოვა
    --------------------
    once a cule!!!
    always a cule!!!
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 Monday, 09:47
    2
    პუიოლი გყავდეს ხატად და მაინც ვიღაც ღლეებს ბაძავდე
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    წევრი [?]
    #9 Monday, 09:40
    0
    რომარა ფლიკის ეს სირობა ტაქტიკა თავის ამოწეული დაცვით რელი ვერაფერს იზამდა მაგრამ ამოჩემებული აქ ეს სირობა ტაქტიკა
    ახალბედა [?]
    #8 Monday, 09:28
    0
    7 ფეხბურთელი აკლდა ბარსას 😕
    წევრი [?]
    #7 Monday, 09:20
    1
    არვიცი როგორ შეიძლება ამხელა გარემოცვიდან ერთი მაინც არ იყოს ნორმალური რომ იამალი ცოტათი მაინც დაუშვან მიწაზე. რა გვირგვინი, რა ოქროს ბურთი, რა ავტოგრაფების გაყიდვა, ამხელა ტალანტს აფუჭებდე ადამიანი ასე, არვიცი, მგონია რომ მაგის საქმე სულ წასულია, ეგ აღარ მოეგება გონს. გუშინ რასაც ვუყურე იდგა, იდგა და ხელებს იქნევდა მე მომეცით პასიო, არა პრესინგზე თამაში, არა ბურთის ამოტანაზე მუშაობა, არაფერი სასარგებლო და აქეთ დიდი გული აქვს კიდე.
    ფერანი არ არის იმ ტიპის "ფორვარდი" (ზოგადად ფეხბურთელობასაც იბრალებს, ჩემი აზრით) რომ ბარსას ნაირმა გრანდმა (ჯერ კივ გვაქვს გრანდის სახელი შერჩენილი) იმედები დაამყაროს და აქეთ ხელმძღვანელობამ იძახოს მასზე ავაწყობთ თამაშებსო. ლევანდოვსკი დაბერდა, იბრალებს ისევ ახალგაზრდა ვარო.
    ამ გადმოსახედიდან ისე ჩანს, ზოგადად ამ სეზონის დასაწყისიდან, რომ ეგოებმა წინ წამოიწია და ფეხბურთელობის უნარებმა უკან. ფლიკს გაექცა სადავეები ხელიდან, დისციპლინის არაფერი ეტყობა გუნდს.
    გუნდურობა მთლიანად დაკარგულია, იმედის ნაპერწკალიც არ ჩანს რომ ესენი რამეს დააწყობენ.
    რაფინია, ეჰ რაფინია რამდენს ნიშნავს გუნდისთვის. 10 კაცის ტოლფასია, თავისი ჟილკით, დაუღლელობით, ბრძოლის უნარით, ძალიან გვაკლია, ოღონდ წინა სეზონის რაფინია უნდა დაგვიბრუნდეს და იქნებ გამოიჩარხოს რამე ამ სეზონიდან, სხვა იმედისმომცემი ისე არაფერი არ ჩანს ჰორიზონტზე.
    არვიცი, არვიცი, ძალიან გულდასაწყვეტია ასეთ გაუთავებელ პრობლემებში ყოფნა, ვერ ამოისუნთქა ბარსამ ბოლომდე, ვერ გაიმართა წელში...
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 Monday, 08:26
    1
    ფეოლა გეთანხმები ბევრ საკითხში, უპირველესად ლევანდოვსკის დანიშნულებას გაუსვი ზუსტად ხაზი, მეც ვიფიქრე ეგ რომ ფერანზე ბევრად მეტს მარტო კორპუსის ჩაყენებით აკეთებს ეგ კაცი და რომ გვყოლოდა შეტევას ბევრად მეტ ძალას შემატებდა. რაშფორდი რამდენად კარგი იყო მაგაზე ვიდაოთ, გოლის ეპიზოდშიც პედრიმ იყოჩაღა ართმევაზე მერე კი გაიქცა და ჩააწოდა რაშფორდმა მაგის მეტი სასარგებლო მე არ მახსენდება რამე ექნას, ორჯერ დაარტყა ორივე დაუბლოკეს, პასებს აგვიანებს და მაგის გამო ჩვენივე ნახევარზეც დაკარგა ხოლმე ბურთი, მე რაც ვუყურებ არაა ბარსას სტილის ფეხბურთელი, გვჭირდება ახლა ეგეთი ტიპის გამქცევი ფეხბურთელი და ეგეთი ნამდვილად არის მარა ჰა სად გაიქცეს ამობეტონებულ ლალიგაში?! ფერმინზეც და ლამინეზეც გეთანხმები ორი აზრი არაა, დაცვა ინიგოს გამო აირია და შეტევა იამალის თავზე გადა**ის გამო, გუნდურობა დაკარგეს და მაქსიმუმ ორჯერ თუ გაითამაშონ მთელი თამაშის განმავლობაში ისე როგორც ბარსას ჩვევია. ორი დიდი თამაში დაგვრჩა პირველ წრეში, აქედან მე უფრო დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ჩელსისთან თამაშს, ზუსტად ერთ თვეშია, დაბრუნდება დიდი ნაწილი ტრავმირებულების და აი მანდ რას იზამენ ძალიან მაინტერესებს, ტრავმების ეპიდემია შარშანაც გვქონდა, დაცვას ვერ ვუხერხებთ ვერაფერს მარა გაუვალი არც შარშან იყო ჩვენი დაცვა, ანუ მწვრთნელის ხელი და დისციპლინა მოაკლდა გუნდს, ხოდა მშვენიერი 1 თვე აქვს ფლიკს და გვანახოს რა შეუძლია, ეგ თამაშიც თუ ჩააგდო მერე ვიტყვი რომ რაღაცებს ვეღარ აკონტროლებს, მეორე თამაში ატლეტიკოა იანვარში, მანდაც დაახლოებით იგივე ამბავია მაგრამ ალბათ მაგ დროისთვის ნოუკამპიც წამოგვეწევა და ეგ ცალკე სტიმული იქნება, ან იქნებ ტრანსფერიც დაახმარონ ლაპორტამ და დეკუმ ფლიკს, რაც მაინც ნაკლებად სავარაუდოა.
    პ.ს სუპერთასი გამომრჩა, ეგეც პლიუს ერთი მნიშვნელოვანი თამაში თუ გავედით ფინალში ოღონდ, ბილბაო მაგ და კოპას თასზე სახეს იძრობს ხოლმე და ლიჟბი არავინ დაგვიმტვრიონ სულ არ მინდა ეგ თასი.
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    წევრი [?]
    #5 Monday, 08:18
    2
    რეალს მარტო რუდიგერი არ ეკლდა (კარვახალი ახალი დაბრუნებული იყო და ვალვერდე ჩაწიეს, ეგ უფრო ეკლდათ ვიდრე რუდიგერი) მაგრამ მაგს რა აზრი აქ სკამზე ვერსკვლავები უზის ჩვენგან განსხვავებით.. (როდრიგო და კარვახალი რომ შემოგყავს რს ფუფუნებაა, სხვანაირად ჩანდა ყველაფერი)
    პედრი კი დაისვენებს მაგრამ პედრი როცა ვიგებთ ხოლმე მაშინ უნდა დავასვენოთ, პედრის სრული არ ყოფნა ქულების დაკარგვად შეიძლება დაგვიჯდეს..
    იამალს რაც შეეხება, მართალი ხარ.. მსოფლიოც დაიწყება ალბათ. დაელაპარაკება ფლიკიც, ნაკრებიც და რაღაც გამოვა დროის თემაა, თუ არაფერი გამოვა და თვითონ დაიღუპავს თავს ეგაა და ეგ.. ყველაფერი მაგის ხელშია..
    ფანი [?]
    #4 Monday, 08:12
    4
    წაგება არაა ტრაგედია, ყველა კლასიკო ბარსამ რომ მოიგოს მაშინ მუღამმი დაეკარგებოდა მაგ თამაშს. უფრო დიდ პრობლემად მიმაჩნია იამალი და მაგაში ბარსაა ყველაზე მეტად დამნაშავე. ლაპორტას არუნდა მიეცა უფლება რომ თავზე გადაეჩვა, ძაან გააბლატავეს და მასაც აუვარდა, 10 ნომერიც ადრე იყო ჯერ მაგისთვის. რასაც შარშან თმაშობდა ახლა იმოს 10 პროცენტია დარჩენილი.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 Monday, 04:18
    6
    იამალი მამამის გავს, ფეხბურთზე კონცენტრაცია 10% და ცანცარზე სირობა ზმანზე და ბებიების დევნაზე 90% … არანაირი სისციპლინა არანაირი პროფესიონალოზმი… 10 ნომერი გააძრეთ ამ ტუტუც ბავშვს, ( ტალანტია, ძალიან დიდი პოტენციალით) ეს ქნა ის ქნა და რაღაცეები არ დამიწყოთ, ქლიავია, ჯერჯერობით, იმედი მაქვს გამოასწორებს….ბევრია მოსახსენიებელი კიდე აქ მაგრამ განსაკუთრებით ეს
    --------------------
    მარცხი გარდაუვალია,ეს როდისმე აუცილებლად მოხდება,უბრალოდ ეს უნდა იყოს ღირსეული...
    წევრი [?]
    #2 Monday, 03:46
    1
    იამალმა მესიზე მეტი ოქროს ბურთი რომ მოიგოს ყოველთვის გამოიწვევს ზიზღს ადამიანებში..
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 Monday, 02:32
    4
    იამალი ავტოგრაფებსაც რო აღარ იძლევა უფასოდ? როგორც წავიკითხე, აწი მხოლოდ გაყიდის. ჯერ ხომ საერთოდ არ ჩერდება ფანებთან ეგ ყეყეჩი😅 ვიდეოც კი მომყვა ტიკტოკზე, სადაც მისი შეყვარებული ზის საჭესთან და გულშემატკივრებთან უჩერებს მანქანას. ხოდა ეს ქათამი ბავშვებს ეუბნება ავტოგრაფი არაო, მხოლოდ ფოტოო. ძალიან შეწუხებული სახით. არ ვიცი მაგისგან რა გამოვა🤷🏻‍♂️