პირველი წიგნი ტიტო ვილანოვაზე
"ბარსელონას" ახალ მთავარ მწვრთნელს, ტიტო ვილანოვას ჯერ ერთი ამხანაგური თამაშიც კი არ ჩაუტარებია და მის შესახებ უკვე პირველი წიგნი დაიბეჭდა. გამოცემა მიზნად ისახავს მკითხველს კატალონიელთა ახალი მესაჭის პიროვნება ახლოდან გააცნოს.
წიგნში, რომლის სახელიცაა "Amb tu, Tito", საფეხბურთო სამყაროში ცნობილი პიროვნებები მასზე საუბრობენ. ერთ-ერთი ასეთი "მთხრობელია" ლეგენდარული ფეხბურთელი და მწვრთნელი იოჰან კრუიფი, რომელიც შემდეგს წერს: "ტიტოს დრო უნდა მივცეთ. როდესაც გუნდის სათავეში გვარდიოლა მოვიდა, ყველა ამბობდა, რომ ეს მცდარი გადაწყვეტილება იყო, რადგან მას სამწვრთნელო გამოცდილება არ ჰქონდა".
წიგნში, ტიტოს ბავშვობას იხსენებს მისი მამა, ხოაკიმ ვილანოვა: "ფეხბურთის თამაშში იგი საათებს ატარებდა და საცოდავი მეზობლები პროტესტს არასდროს გამოთქვამდნენ. ის ფეხბურთით იყო შეპყრობილი".
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]