წიგნი სახელად - "ბარსა", ჩვენ ვქმნით ისტორიას"

წიგნი სახელად - "ბარსა", ჩვენ ვქმნით ისტორიას"

"ბარსა, ჩვენ ვქმნით ისტორიას" არის დიდი მოცულობის წიგნი, რომელიც მოიცავს "ბარსელონას" 2009 წლის განსაკუთრებულ მომენტებსა და ფეხბურთელების გაუხმაურებელ პერსონალურ სურათებს.

 

წიგნი ქრონოლოგიურად თანმიმდევრულადაა დაწყობილი. ის იწყება 2009 წლის ევროპისა და ესპანეთის სუპერ თასების მოგებით, რომელსაც მოსდევს აბუ დაბის დაუვიწყარი საღამო. წიგნში შესულია ლა ლიგაში დამყარებული რეკორდის (99 ქულა) მოხსნისა და ესპანეთის სუპერ თასის აღნიშვნა, ასევე იმედგაცრუება ესპანეთის თასის მერვედფინალურ ეტაპზე, "სევილიას" წინააღმდეგ მატჩში და ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნა ნახევარფინალურ მატჩში "ინტერთან".

 

წიგნი მოგვაწვდის სრულ ინფორმაციას გასახდელებზე, სავარჯიშო მოედნებსა და სამგზარვო საშუალებებზე. "ბარსა, ჩვენ ვქმნით ისტორიას" ასევე მოიცავს მთელი იმ წლის ფოტოალბომს, როდესაც "ბარსელონამ" მოიგო 8 ტიტული მხოლოდ ორნახევარ სეზონში და შთამომავლობას უდიდესი განძი დაუტოვა.

 

წიგნში ჩართულია ფოტოგრაფ მიგელ რუისის სურათები, მწერალ მიგელ ლიმოსის ტექსტები და ფეხბურთელების ციტატები. ასევე, მითითებულია გვარდიოლას ისტორია "ბლაუგრანას" მთავარ მწვრთნელობამდე. "ბარსელონას" პირვემა გუნდმა, რომლებიც ხალხის თვალში ვარსკვლავებად იქცნენ, უკვე მოიპოვეს საერთაშორისო აღიარება. წიგნის პოპულარობა, რა თქმა უნდა, პირველი გუნდის ფეხბურთელების, მწვრთნელებისა და ასისტენტების დამსახურებაა.

 

"ბარსა,ჩვენ ვქმნით ისტორიას" არის ს.კ. "ბარსელონას" ოფიციალური წიგნი .

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.