მატჩისშემდგომი მიმოხილვა: "შეჩემა"

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: "შეჩემა"

    რა გამახსენდა და ოთარ ყარალაშვილის წითელი წიგნი, გადაშენებულ ცხოველებზე გვიყვებოდა, უაღრესად საინტერესო ცხოვრებით რომ იცხოვრეს. თავისთავად დაუვიწყარი წიგნი იყო, ჰოდა, ერთი გადაშენებული ცხოველი სამუდამოდ ჩამებეჭდა გონებაში - ექვსფეხა შეჩემა. როგორც მახსოვს შეჩემა მთაში ბინადრობდა, ოჯახში პატრიარქალური იერარქია ჰქონდათ და სწრაფად მრავლდებოდნენ. დადიოდნენ შეჩემები გუნდად, კლანურად, იერარქიულად, მაგრამ მაინც გადაშენდნენ და მხოლოდ ოთარის წითელ წიგნში დაიდეს ბინა. 

რაზე გამახსენდა... იამალები ჰგვანან საოცრად. უფრო სწორად, ნამდვილად არ ვიცი ექვსფეხა შეჩემა როგორ გამოიყურებოდა თავის დროზე, ან ოთარს როგორი წარმოედგინა, მაგრამ მე მგონია, რომ იამალების მსგავსი რაღაც უნდა ყოფილიყო. მამა მატჩის წინ რაღაცას ხარშავს და იმუქრება, მე აქ მოვხარშავ და ჩემი შვილი მოედანზეო, დედა ქირავდება, ბებია მიმალვაშია. ასე ხომ გადაშენდებით იამალებო?! 

მართალია ლამინეს მატჩის წინ ჟურნალისტებმა გაუჩალიჩეს, მისი სიტყვები ისე მიჭრეს-მოჭრეს რომ "ბერნაბეუ" თავიდანვე სტვენით შეხვდა, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ ვერ არის ეს ბიჭი თავის ჭკუაზე. იცავენ და ამართლებენ, 18 წლისა ბრძენი ხომ ვერ იქნებაო, ყველა 18 წლისა ეგეთიაო, არა ძმებო, ინიესტა არ ყოფილა ასეთი, არც მესი, არც ჩავი, არც პუიოლი, პიკე ცოტას წაუშტერებდა, მაგრამ "მანჩესტერში" ფერგიმ დააჭკვიანა. მოკლედ, ვინც გრძელი გზა განვლო, იმას სიყრმიდანვე ეტყობოდა, რომ ნიჭთან ერთად ღირსებაც გააჩნდა, ლამინე იამალს კი ზემოდან უყვარს ყურება, ივან დე ლა პენია რომ დახვედროდა გუნდში ლილიპუტს დაარქმევდა და სარკმელში პანღურით გააძვრენდა. 

დაიდგამდა მერე გვირგვინს თავზე, როგორც ლებრონ ჯეიმსი. 

ეჰ, მაგისთვის ჯერ ძალიან ადრეა ლამინე. ჩვენო ბრილიანტო, ჩვენო ჰიპშტერო ძმაო. 

როგორ ითამაშა და როგორც პიკგადავლილმა რონალდინიომ, მთელი ღამის ნაგულავები რომ ფეხზე ვეღარ იდგა, ვეღარ დარბოდა, მცველებთან ჭიდაობდა, აღარც იცინოდა, მხოლოდ ადგილზე შეეძლო თამაში, ბურთის შენარჩუნება და გენიალური პასები. მაგას ჰგავდა, ერთი-ორი ლამინემაც ლამაზად ამოსცხო, ერთი-ორჯერ კარგად დატრიალდა, მაგრამ ამ ასაკში რომ ასე ბებერვით თამაშობს, ესე იგი, დიდი პრობლემა აქვს. ჯერ კიდევ წინა სეზონში, სულ რამდენიმე თვის წინ ქარივით დაქროდა, ახლა სისწრაფის ხარჯზე დრიბლინგზეც არ წასულა, თითქოს იცოდა რომ სისწრაფით ვერავის აჯობებდა. 

საქმე იმაში არ არის, რომ მატჩი ჩააგდო. ყველას ჩაუგდია. უფრო დიდებსაც. უარესადაც უთამაშიათ. საქმე იმაშია, რომ არა სწორი ავტორიტეტები ჰყავს, ეს კიდევ დამღუპველია. უყურა მესის, უყურა რონალდუს, და მიბაძა ნეიმარს. 

პირველი ტაიმი - მბაპე ხაფანგს დაუძვრა

მოგებას არ ველოდი. "მადრიდი" უკეთეს ფორმაშია, მხოლოდ რუდიგერი აკლდათ, მბაპეს აწყვეტილი აქვს, "ბარსა" მაღლა აწეული დაცვით თამაშობს და რა თქმა უნდა, გოლებს გაუშვებდნენ. საერთოდ, ძალიან მაგარი თამაში იყო, პირველი ტაიმი კი თავიდან ბოლომდე "მადრიდისა" იყო. "ბარსას" გაუმართლა რომ მეტი გოლი არ მიიღო, მბაპეს გამაშის ძაფი ჩარჩა თამაშგარეში. ამასაც ველოდით, მბაპეს შეჩერების ერთადერთი გზა ცენტრალური ხაზის ხაფანგი იყო, მაგრამ ყოველ ჯერზე ხომ ვერ გამოვა? ისწავლა უკვე ჭკუა, შეიჭრა სიღრმიდან და გახსნა კიდეც ანგარიში. 

"ბარსა" თამაშობდა ფეხბურთს, რომელსაც სჭირდებოდა ლევანდოვსკი, ესე იგი, ფორვარდი, რომელიც ზურგით მყოფი დაიჭერდა ბურთს, ფერანზე სულ ასეთი პასი მიდიოდა, ის ვერაფერს ახერხებდა და შეტევაც კვდებოდა. ფაქტობრივად არაფერი გაუკეთებია, ერთი-ორ უღიმღამო კარში დარტყმას თუ არ ჩავთვლით. ეს ის თამაში არ იყო, სადაც ფერანი გამოადგებოდა გუნდს, მაგრამ რა გინდა რომ ქნა? დანაკლისი ძალიან დიდი იყო. 

იმის კვალობაზე რომ რაშფორდს ვალვერდესთან უწევდა თამაში ყველაზე კარგი შთაბეჭდილება მან დატოვა. საგოლე პასიც მიითვალა. სწორად თამაშობდა, ხშირად აკეთებდა აჩქარებებს და ხშირად ამწვავებდა თამაშსაც. დაცვაში "მადრიდს" ჰქონდა შეცდომები, უხეშიც, უპატიებელიც, "ბარსამ" კი მხოლოდ ერთხელ ისარგებლა. ასე რომ, ყველაზე მეტი შენიშვნა შემტევებთან მექნებოდა. 

ფერმინმა შეაგდო და ჰქონდა შანსი საუკეთესოც გამხდარიყო ამ შეხვედრაში, მაგრამ, მაგრამ... მივუბრუნდებით მაგას. 

ბელინგემმა თეთრები ისევ წინ გაიყვანა. ალბათ კარიერის ყველაზე მარტივი გოლი შეაგდო. კუბარსი-გარსიას დუეტი შეიძლება ყველაზე ტექნიკურია ლა ლიგაში, ალბათ ბურთიც საუკეთესოდ ამოაქვთ, მაგრამ მცველს პირველ რიგში, დაცვა უნდა შეეძლოს. ამ მხრივ კი ვერ არიან ინიგოს დონეზე. გვაკლია ის გაქცეული კაცი, მაგრად გვაკლია. 

მეორე ტაიმი - ფერმინი და შესნი 

საუკეთესო "ბარსადან" ულაპარაკოდ შესნი იყო. არავის მსოფლიოში ასეთი დონის მესამე მეკარე არ ჰყავს. პირველ ტაიმშიც მოიგერია კარგი ბურთები, აუღო მბაპეს, ვინის, მერე კიდევ პენალტი მოიგერია, კარგად დარტყმული პენალტი, გამოიცნო, კარგად გაიშალა და რაც მთავარია ხელიც გაამაგრა. "მადრიდმა" თამაში აქ დაასრულა, "რეალმაც" და მბაპემაც. ამ პენალტიდან მოყოლებული თამაში "ბარსამ" აიღო. თითქოს რაღაც მაგრად მოხვდა თავში მთელ "ბერნაბეუს". მეგონა კიდეც იქნებ ფრისკენ მიდის ეს თამაში-მეთქი, მაგრამ... ოჰ, ფერმინ ლოპეს. გათავისუფლდა მეურვისგან როგორც თავის დროზე სერჟი რობერტო მარსელოსგან, გარბის სამი-ორზე, აუცილებლად უნდა გამოიყენოს ზედმეტი კაცი, აუცილებლად რომელიმე მცველი უნდა დაიჭირონ უპირატესობით, ფერმინი უახლოვდება საჯარიმოს, იკითხება პასი რაშფორდზე და, ბიჭო... რა ხდება, რა ჯანდაბაა, შენ რაღა დაგემართა?! კარში დაარტყა. ასეთ დროს საყვედურს მხოლოდ ერთ შემთხვევაში გადაურჩები, თუ ბურთს ბადეში გაახვევ, ფერმინს ბევრი დააკლდა გოლამდე. რამდენიმე წუთით ადრე, ასევე, პასი შეეძლო იამალზე და იქაც დარტყმა არჩია, იქაც შეცდა, იქაც პასი სჯობდა. ვიფიქრე იქნებ ახლა მიხვდეს-მეთქი და ჰა, ისევ ვერაფერს მიხვდა. არადა, ჭკვიანი ბიჭია, მისგან არ ველოდი ასეთ გადაწყვეტილებას. 

ჩემთვის აქ მორჩა ეს მატჩი. 

ვიღაცისთვის ცოტა მოგვიანებით მორჩა, როცა კუნდემ იამალის პასი ვერ შეიმაგრა, 100%-იანი მომენტი ქარს გაატანა. იქნებ საერთოდ დარტყმა სჯობდა?! მერე კიდევ არაუხო გამოუშვეს მოედანზე, შეტევაშიც გაიქცა, სასაცილო რაღაცებიც აკეთა, გოლი ამჯერად ვერ შეაგდო. დრიბლინგის კეთებას ერჩია მეკარესთან ახლოს ყოფილიყო და მაღალ ბურთზე ებრძოლა. 

იყო მერე გაწევ-გამოწევა. იქედან ნერვებდაგლეჯილი ვინი იქაჩებოდა, ჯერ ჩაბის დააფარა ყველაფერი, მერე გასახდელში წიხლებით გაიქცა, მერე ამობრუნდა და ენა არ გაუჩერებია, ლამინემ სადღაც დაიბარა, მამაჩემი რომ დაჭრეს იმ ხალხს დაგაყენებო იმუქრებოდა, ვინის პირზე ხელი ააფარეს, მერე სახეზეც ააფარეს, ამ სახის გამო საერთოდ წითელი არ მოგცენო და ასე ტკბილად დაიშალნენ. 

ფლიკის განახევრებულმა "ბარსამ" მეორე ტაიმი ასე თუ ისე, ნორმალურად ითამაშა. სეზონი გრძელია. ამ მატჩით არაფერი დამთავრებულა. იამალიც ხომ ვიცით რომ ახალი დაბრუნებულია მოედანზე, შევა ისევ ფორმაში, დაიწყებს ისევ გატანას. გრძელვადიან პერსპექტივაში კარგს ვერაფერს ვხედავ, მაგრამ ხვალ და ზეგ ისევ გაიბრწყინებს. 

წინ რა გველის 

"ბარსას" დრაივი აკლდა, რაფინიას მოაქვს ეს დრაივი. ბრაზილიელი კიდევ ერთი თვე ვერ დაბრუნდება. ასე თვალსა და ხელს შუა უმნიშვნელოვანეს ფეხბურთელად იქცა. ყველაზე ადრე დანი ოლმო უნდა მობრუნდეს. ჰოდა, დაველოდოთ. "ელჩესთან" პედრი არ იქნება. თავი ვერ შეიმაგრა და წავიდა ქაცვებით ჩუამენისკენ.

კარგია, დაისვენებს. თუ ვინმეს დასვენება სჭირდება, პირველ რიგში, სწორედ პედრის. 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 35 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    წევრი [?]
    #35 5 საათის წინ
    0
    საღოლ თქვენ ძმებო საღოლ
    ყიდით უკვე 200 მილიონად არ?😩. ცდებით, 250 ხვალვე იყიდის პსჟ და თუ ასე ჩაიქნიეთ ხელი რეალს შეთავაზონ და ატვეჩაი ვარ 300 გადაიხდის პერესი და მერე? 250 მილიონად ჰალანდს ან ალვარესს იყიდით და დაგვრჩება 30-40 მილიონი მერე?😃 ეგ საუკეთესო შემთხვევაში და სავარაუდოთ უფრო მაგ 250 დან ვალებში წავა 150 ერთი 30-40 ლაპორტას და მის ნათესავებს და მოიყვამენ ვინმეს 50 მილიონად ისეთივე <<ცენზურის დარღვევა>> როგორებიც მოყავთ ოლმო+ ტორესი🥲 მაგრამ
    აზრი არ აქვს კამათს, ბევრის სურვილი ახდება ძმებო, გაისად არჩევნებია და ალბათ არა, მაგრამ ორ წელიწადში კი აგვახევენ როგორც ლოხ გუნდს ეკადრება ისე. 100% გარანტიას გაძლევთ . პ.ს. ნებისმიერი გუნდი იოცნებებდა ყავდეს თავის აღზრდილი 18 წლის იამალი და და აქ კიდევ ზღაპრულ იდიოტობებს ვკითხულობ. საბავშვო არა, ბაგაა ჯერ აქ ბაგაააა.
    წევრი [?]
    #34 გუშინ, 20:37
    1
    კარვახალს შესცა ორაგუტანგმა

    მაგის გამო რატომ უნდა გაკიცხო ადამიანი ?!

    ლამის შვილად ეკუთვნის ლამინი და თან თანაგუნდელია ესპანეთის ნაკრებში და ლამინს აქვს დიდი წვლილი შეტანილი მან, რომ სანაკრებო ჯილდო მოიგო და იმის ნაცვლად ისე გასაუბრებოდა, როგორც უფროსი ძმა უმცროს და ჭკუა დაერიგებინა, ადგა და ისე მოიქცა, როგორც 9წლის ლაწირაკები იქცევიან.


    აი, ლამინზე რატომ ტყდება ჯოხი ?!
    ლამინი მოედნის გარეთ კი უბერავს, მაგრამ მოედანზე მას არაფერი ეშლება, ანუ არ ფინტაობს გართობისთვის, ბურთს არ ღორობს, დაცვასაც ეხმარება და შავ სამუშაოსაც ასრულებს.
    რა ქნას ახლა მარტომ მოიგოს თამაშები ?
    ეგ კლსიკო წააგო ნახევარდაცვამ. ბარსელონა ყოველთვის ნახევარდაცვის ხარჯზე ჩაგრავდა რეალს და კვირას პირიქით მოხდა. დე იონგი და პედრი გამქრალი იყვნენ მოედნიდან და ფერმინი რომ ნახევარმცველი მხოლოდ ქაღალდზეა მაგას მერამდენედ ვხედავთ. ფლიკის უდიდესი შეცდომაა ის, რომ არ ამატებს ტრადიციულ საყრდენი ტიპის ნახევარმცველს.

    ამ გუნდის პრობლემა ამ ეტაპზე არის მხოლოდ ხელმძღვანელობა და მეტი არაფერი.
    3 ტრანსფერი საკმარისია იმისთვის, რომ გუნდი ტიტულების მანქანად იქცეს, ასევე ტრავმირებული ხალხი როდესაც დაბრუნდება, ამ სეზონშიც შეიძლება ერთ ტიტულზე გაწევა. მაგრამ ფლიკმა უნდა შეცვალოს რაღაცები.
    Culé [?]
    #33 გუშინ, 13:37
    0
    Asdfgj123, კარვახალისგან ჯობია მართლა შორს დაიჭიროს თავი იმან ვის რა უნდა ასწავლოს თვითონ ააქვს სასწავლი, კიდე ფლიკი თუ იზამს რამეს თორემ დაიღუპა და ეგაა.
    წევრი [?]
    #32 გუშინ, 09:50
    1
    ამას არაფერი ეშველება, კარვახალი წაუშლია ინსტაგრამიდან.. ტეხავს რა მუტ.... საქციელია!
    პუიოლისნაირი ტიპი მაინც ყავდეს გუნდში, ასწავლიდა ჭჯუას! ვინმემ რომ დაარიგოს ეგეთიც არავინ ყავს, ერთი ალბათ ფლიკია (თუ არ კიდია საუბრები ამასთან) და მეორე მსოფლიო რომ იქნება მწვრთნელი და გუნდელები თუ დაელაპრაკებიან..
    აბა მამამისი ამაზე უარესია და ვინც გარშემო ყავს ამაზე უარესები.. საცოდაობაა რა ამის ნიჭის დაკარგვა, იმედია მიხვდება ბევრ რამეს!
    ახალბედა [?]
    #31 გუშინ, 00:10
    0
    Y QUE FUE?
    Culé [?]
    #30 Monday, 16:07
    2
    ხდება ხოლმე, არაუშავს. 2-1 წავაგეთ რეალთან, დიდი ამბავი
    საიტის ლეგენდა  [?]
    #29 Monday, 14:38
    3
    ციტატა: Rick Sanchez
    იამალის ქაჯობების გამო სულ ნეიმარს რატომ ა*ვამს ხალხი? ნეიმარმა 28 წლის ასაკში დაიკიდა ფეხბურთი, 18ის კი არა. ჯერ ნეიმარის დონის ფეხბურთი ითამაშოს ლამინემ და მერე შევადაროთ. ლამინეს მგონია, რომ ვიღაც გადაატანინებს ამ რთულ პერიოდს, შემოულაწუნებს სახეზე და დაეხმარება, გახდეს საუკეთესო პროფესიონალი.

    ხოდა შემოლაწუნება უკვე მამამისის საქმეა, უცხოები ვერ ჩაერევიან. ევ კიდევ უფრო აქებს და აფუჭებს საქმეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #28 Monday, 13:50
    5
    ციტატა: jacky iakovenko
    აი მოდი და რა ნამუსით უნდა თქვა კაცმა არაა მართალიო !!
    "
    Roy Keane

    People get carried away before games, especially young lads. Yamal’s a talent, but talk doesn’t win Clásicos. Raphinha’s the one who fights and delivers. But culers being culers, they’ve already robbed Raphinha everything, even a Ballon d’or”
    "

    ასიანია ძმაო. რამდენჯერ ვთქვი, იამალი რამდენიც აპიარეს ბარსას ფანებმა, მაგის ნახევარი რაფინიაზე რომ ეთქვათ, ოქროს ბურთს მოიგებდა ეგ კაცი. არასწორი ფეხბურთელი გააღმერთეს კულეებმა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #27 Monday, 13:44
    0
    ციტატა: Barca
    დორტმუნდის მცველი როა ეგ უნდა მოიყვანონ ზამთარში და თუ შედაძლებელი იქნება ალვარეზიც.

    იამალს ვინმე უნდა დაელაპარაკოს, და ფეხბურთზე კონცენტრირდეს

    დაცვის ხაზი არ მიმაჩნია პრობლემად ანუ ჰაილაინს ვგულისხმობ

    არა ძმაო მცველი მაქსიმუმია ზამთარში. ეგეც საეჭვოა ისეთი უტრაკოები არიან ლაპორტა და დეკუ. ალვარეზს ატლეტიკო 100 ლიმონზე ნაკლებად არ გამოუშვებს.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    ფანი [?]
    #26 Monday, 13:04
    6
    აი მოდი და რა ნამუსით უნდა თქვა კაცმა არაა მართალიო !!
    "
    Roy Keane

    People get carried away before games, especially young lads. Yamal’s a talent, but talk doesn’t win Clásicos. Raphinha’s the one who fights and delivers. But culers being culers, they’ve already robbed Raphinha everything, even a Ballon d’or”
    "
    წევრი [?]
    #25 Monday, 12:44
    5
    Koundè 23,
    კი სეზონის ბოლომდე თუ არ გამოსწორდა შემდეგ სეზონში ტრანსფერზე დავაყენებდი მე, 200 მილიონად კი გაიყიდება და მაგ ფულით სხვა ფეხბურთელებს მოვიყვანდი, მაგ პოზიციაზეც გამოჩნდება კიდე ლამასიადან ტალანტი, 18 წლის ბიჭი წინ არ გაქცეულა სისწრაფეის ხარჯზე, უკან პასი გვერდზე პასი იყო მარტო
    ფანი [?]
    #24 Monday, 11:58
    1
    დორტმუნდის მცველი როა ეგ უნდა მოიყვანონ ზამთარში და თუ შედაძლებელი იქნება ალვარეზიც.

    იამალს ვინმე უნდა დაელაპარაკოს, და ფეხბურთზე კონცენტრირდეს

    დაცვის ხაზი არ მიმაჩნია პრობლემად ანუ ჰაილაინს ვგულისხმობ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #23 Monday, 11:53
    11
    იამალის ქაჯობების გამო სულ ნეიმარს რატომ ა*ვამს ხალხი? ნეიმარმა 28 წლის ასაკში დაიკიდა ფეხბურთი, 18ის კი არა. ჯერ ნეიმარის დონის ფეხბურთი ითამაშოს ლამინემ და მერე შევადაროთ. ლამინეს მგონია, რომ ვიღაც გადაატანინებს ამ რთულ პერიოდს, შემოულაწუნებს სახეზე და დაეხმარება, გახდეს საუკეთესო პროფესიონალი.
    Culé [?]
    #22 Monday, 11:52
    4
    ვფიქრობ დაელაპარაკება ფლიკი და ვინმე ნაკრებში იამალს და როგორმე შეაგნებინებენ და ჭკუაზე მოიყვანენ მაგრამ ვინმე კარვახალისნაირი რო დაელაპარაკოს მართლა არაფერი ეშველება. რას გავდა გუშინ რაც კარვახალმა გააკეთა ამხელა ნაკრების კაცი ხარ და ლამის შვილის ტოლა ბიჭს რო ასე სახალხოდ მსგავს რაღაცას ეუბნები, თუ რამე გაქვს სათქმელი ადექი კაცურად სადმე გაიყვანე ცალკე და მანდ დაელაპარაკე. რაც დე იონგმა იბაზრდა მატჩის შემდეგ ას პროცენტიანი იბაზრა, მეორე შემთხვევაა როცა დე იონგს ვეთანხმები.
    წევრი [?]
    #21 Monday, 11:45
    9
    არვიცი ვინ როგორ ფიქრიბს მაგრამ იამალი გასაშვებია გუნდიდან ძაან ამაზრზენია მისი ქმედებები ძაან აუვარდა თავში
    Culé [?]
    #20 Monday, 11:28
    7
    როცა გუნდი თავს ვერ ართმევს ამოწეულ დაცვას უნდა გქონდეს გეგმა ბ და ამაზე პასუხი უნდა აგოს მწვრთნელმა და არა კონკრეტულმა ფეხვურთელებმა.როცა დაჭირდა რეალი დაცვაში ჩადგა სულ რო ნესტა მალდინი დაყენო ასეთი აწეული დაცვით მაინც გაიხვრიტება როცა ვინი მბამპე გიტევს სამი თამაშგარედან ერთი მაინც გავა.ზედიზედ 4 წაგების მერე ისეთი გამწარებულები იყვნენ ყველაფერი დადეს რომ მოეგოთ რა არის ამაში გასაკვირი თურმე იამალია აქ მთავარი პრობლემა დაუხატა კუნდეს პასი ეგ რომ შეეგდო დადუმდებოდა ყველა.ყველას ავიწყდება გუნდი რა დღეშია ფინანსურად და მაინც ბარსად რჩება.
    წევრი [?]
    #19 Monday, 11:26
    7
    ჩემი აზრით ფლიკმა კუბარსიც და გარსიაც უნდა ამოაგდოს სასტარტოდან და კრისტენსენი არაუხო დააყენოს როგორც ხავის ეყენა ადრე კუნდე არაუხო კრისტენსენი ბალდე მაშინ გვაყვდა კედელივით დაცვა და პლიუს შტეგენიც ფორმაში იყო და ეხაც გვყავს გარსია ახალგაზრდა რომელიც რაც ითამაშა თამაშები სასწაული პერფომანსები დადო და ცოტა დაცვის ხაზს ჩავწევდი უკან ჩემი აზრით ეს დაცვის ოთხეული ბევრად აჯობებს ვიდრე ეხა გვყავს
    Culé [?]
    #18 Monday, 11:15
    1
    ციტატა: anlevan
    მე ვფიქრობ, თამაში პედრიმ წააგო. ერთი არასწორი პასი ფერანზე და მორჩა. მსაჯებზე არ ვაპელირებ, თუმცა ერთმა არასწორმა აუტმაც შეიძლება გადაწყვიტოს ბევრი რამ.

    პედრიმ კი არა ფერმინმა წააგო იმ მომენტში რო იღორა.
    Culé [?]
    #17 Monday, 11:12
    3
    კლასიკოს მაშინ ვერ ვიგებდით როცა ყველაზე მეტად ველოდით, მაშინაც კი წაგვიგია, როცა ყველა წინაპირობით მეტოქე უნდა აღგვეგვა პირისაგან მიწისა, კლაისიკოს წაგება არასდროს ყოფილა და იქნება წმინდა სპორტული ტრაგედია, თუმცა რაც ჩვენ გუშინ ვიცოდვილეთ, ტრაგედიაცაა და ტრაურიც. გუნდს რაღაცაში მაინც ხო უნდა გქონდეს პლიუსი, აქ სამივე რგოლი მკვდარი და მკვდარზე ზემოდან ვენოკი... ტოჩკა.
    თურქეთი საქართველოს მატჩს ვუყურებდი გამეორებით თუ რეალი ბარსას, ხო ვერ გავარჩიე ვერაფრით..
    გულშემატკივარი [?]
    #16 Monday, 10:49
    3
    როგორც კი თამაში დაიწყო ნათლად ჩანდა, რომ ბარსას დრაივი აკლდა სისხარტე, აკლდა და იკითხებოდა თითქოს რომ რეალს უნდა მოეგო ეს თამაში…თუმცა მე მაინც ვერ ვიმეტებდი რეალის მოგენას იმის გამო რომ ამაზე ბევრად კარგი რეალი, მესის გარეშეც დაგვიმარცხებია, მოკლედ წინა სეზონის ბარსადან, არ იყო რამე დარჩენილი, მაღალი დაცვის ხაზის გარდა…კარგი ის არი რომ სეზონის პირველი ნახევარია ჯერ და აქვე ჯობია კისრის და კინჩხის მომტვრევა ვიდრე მეორე ნახევარში, რომელიც გარდამტეხი პერიოდია, მოკლედ ვულოცავ ღირსეულ მადრიდის ქომაგებს მჯერა, რომ ბევრი არიან, მიუხედავად იმისა რომ ირგვლივ თითქმის ყვრლა მადრიდის ფანი მყავს ერთ კაცს მივულოცე მხოლოდ იმდენად სექტა კამანდააა, მესის ლილიპუტს და საცოდავს ეძახიან დღემდე….ასეა თუ ისე დაიმსახურა რეალმა ეს მოგება, ჩვენ კიდე ჯერ იამალას მოვსცხოთ ტრაკზე და თავში და მერე მთელ გუნდს…