ჩავი: ”მარადონა საუკეთესოა”
- თქვენ გამოეცით თქვენი ბიოგრაფია, მაგრამ არ დაწერეთ.
- კარგი დასაწყისია (იცინის)! sport-მა შემომთავაზა ეს იდეა. თავიდან ეჭვი მეპარებოდა, მაგრამ მათ გადამიბირეს. მე აღვნიშნე პრიმერაში თამაშის 10 წელი და ეხლა განვიცდი საუკეთესო პერიოდს.
- თქვენ კარნახობდით წიგნის შინაარს თუ ეს საქმე მთლიანად ჟურნალისტს მიანდეთ?
- ჩავისთან (ჟურნალისტი) კარგი დუეტი გამომივიდა. მე ვუყვებოდი საინტერესო ისტორიებს, ის კი ამას პირველ პირში წერდა.
- არასდროს გიფიქრიათ, რომ თავად დაგეწერათ წიგნი?
- არა, რას ამბობთ. უკვე ვიცი, რომ საშინლად ვწერ.
- რა დრო დაგჭირდათ, რომ ბიოგრაფია წაგეკითხათ?
- ძალიან ცოტა. ორი თუ სამი დღე.
- როგორია ის?
- ეს ჩემი ცხოვრებისეული ცოდნაა, ერთად შეგროვებული და მოკლედ დაწერილი წიგნში. კმაყოფილი ვარ შედეგით.
- იმედი გაქვთ, რომ სან ხორდის პრემიას მიიღებთ? (პრემია კატალონიურ ლიტერატურაზე)
- არა. ეს იქნებოდა მოულოდნელი რამ (იცინის).
- ვის მიცემდით ამ პრემიას?
- რუის საფონს.
- ვარდები და წიგნები?
- ყოველთვის. ვარდები დედასთვის, დისთვის, ბებიასთვის, მეგობრისთვის. მე მომწონს მათი გაკვირვებული სახეები.
- ქუჩებში დადიხართ, რომ ეს წიგნი დაინახოთ მაღაზიებში?
- მე ვარჩევ დროს და ადგილს, რომ არ შემამჩნიონ ქუჩაში.
- ფილმის გადაღებაზე შომოთავაზება არ ყოფილა, მაგრამ ეს შესაძლებელია. არის რაიმე საიდუმლო შემოთავაზება?
- მე შემომთავაზეს გადაღება რაულთან ერთად, მაგრამ დროის უქონლობის გამო ერთმანეთს ვერ შევხვდით.
- ევრო-2008-ის შემდეგ თქვენ უფრო პოპულარული გახდით.
- მე გავხდი უფრო პოპულარული ტელევიზიისთვის. ეხლა ჩემზე უფრო მეტს საუბრობენ.
- თქვენ ევრო-2008-ის საუკეთესო მოთამაშე გახდით. როგორი შეგრძნებაა?
- აუსრულებელი ოცნება. ეს აღსანიშნავი და არაჩვეულებრივი მოველნაა.
- გჯერათ, რომ თქვენ კიდევ დაგიძახებენ ”პატარას, არაინდივიდუალურ ფეხბურთელს, გოლების ვერ გამტანს”?
- მე ძალიან ძლიერი ხასიათი მაქვს. მე გავუძელი ბევრ კრიტიკას. თუ მოედანზე გამოდიხარ საკუთარი თავის რწმენით მხოლოდ მაშინ შეძლებ ითამაშო სათანადოდ.
- ”რომ მიაღწიო წარმატებას უნდა დაივიწყო გოგონები და დისკოტეკები” - განაცხადა მანუელ ლობომ. თქვენ მაინც ფიქრობდით მათზე?
- დიახ, მართალია, მაგრამ მე ფრთხილი ვიყავი. მოგებული მატჩის შემდეგ ცოტა დალევა სასარგებლოცაა, რომ გაერთო.
- რა მოგწონთ ყველაზე მეტად: მოხვდედთ პირველად ”ნოუ კამპის” სათადარიგო სკამზე თუ გაატაროთ ღამე ”Juan Carlos I”-ში? (სასტუმროა ესპანეთში)
- ”კამპ ნოუ”, სათადარიგო სკამი, გასახდელი, ფლანი (დესერტი, რომელიც მზადდება ათქვლეფილი კვერცხით, რძით და შაქრით)
- მაგრამ სასტუმროდან შენ წამოიღებდი საპონს და პირსახოცს...
- დიახ, თანაც ყველაფერს წამოვიღებდი (იცინის).
- ოთხი წელი გვარდიოლას ”კლონს” გეძახდნენ.
- მე არ მომწონს ეს საუბრები, როცა ჩვენ ერთმანეთს გვადარებენ. ლუი ვან გააილი მოიკოჭლებდა ადამიანებთან ურთიერთობაში. 18 წლის ასკიდან დიდ ზეწოლას განვიცდიდი.
- ”კონკურენცია აუცილებელია”. ინიესტა თქვენი ყველაზე დიდი კონკურენტია?
- ის ჩემი თანაგუნდელია. ის ვინც ჩემთან ერთად თამაშობს დონის ამაღლებაში მეხმარება.
- თქვენ დაბალი შეფასება მიეცით ლუი ვან გაალს...
- მან მე მაიძულა გამეტარებინა ორი საშინელი კვირა ჩემს ცხოვრებაში, როცა ”ბარსა ბ”-ში დამაბრუნა.
- ის ყველაზე ცუდი მწვრთნელია?
- არა, ის ერთ-ერთი საუკეთესოა. ის მე მასწავლიდა გამეძლო ზეწოლაზე.
- იკერი და რაული. რას იწვევენ ისინი შენში. გაბრაზებას თუ მოწონებას?
- როცა ვხედავ, თუ როგორ თამაშობენ ვბრაზდები. მატჩის დასრულების შემდეგ ვფიქრობ, რომ ისინი კარგები იყვნენ.
- ზიდანი თუ მარადონა?
- მარადონა ყველას ჯობია. 90-იანების შემდეგ საუკეთესო ზიზუა.
- უკვე გაქვთ წიგნი. როდის ელოდებით ბავშვს?
- მე და ელზამ ერთად ცხოვრება გადავწყვიტეთ. ბავშვი გვეყოლება. ყოველ შემთხვევაში ეს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ჩემს ცხოვრებაში.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]