ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 26 ოქტომბერი
წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 26 ოქტომბერს მოხდა.
თამაშები
26 ოქტომბერს "ბარსელონამ" 20 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 15 მოიგეს, 1 ფრედ დაასრულეს და 4 წააგეს.
1952 წელი
"სარაგოსასთან" სტუმრად 5-1 მოგებულ შეხვედრაში სესარ როდრიგესმა 4 გოლი გაიტანა.
1958 წელი
"კამპ ნოუზე" გამართულ შეხვედრაში "ბარსელონამ" "რეალ მადრიდი" 4-0 გაანადგურა. გოლები ევარისტომ (3) და ხუსტო ტეხადამ გაიტანეს. ეს "კამპ ნოუზე" "ბარსელონას" პირველი მოგებული "ელ კლასიკო" იყო.
1984 წელი
დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი ბრაზილიელი მცველი ადრიანო. 2010-2016 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით 192 თამაში ჩაატარა და 17 გოლი გაიტანა. ადრიანომ კატალონიურ გუნდში 4 ესპანეთის ჩემპიონატი, 3 ესპანეთის სუპერ თასი, 3 ესპანეთის თასი, 2 ჩემპიონთა ლიგა, 2 ესპანეთის სუპერ თასი და 2 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.
1996 წელი
"ვალენსიასთან" 3-2 მოგებულ შეხვედრაში რონალდომ "ბარსელონას" მაისურით პირველი ჰეთ თრიქი გაიფორმა.
2002 წელი
კარლეს პუიოლმა "ბარსელონას" პირველად უკაპიტნა, რისი მიზეზიც ის იყო, რომ "ალავესთან" 6-1 მოგებული შეხვედრის 71-ე წუთზე მოედნიდან ლუის ენრიკეც გასული იყო და ფილიპ კოკუც.
2013 წელი
ლა ლიგის საშინაო "ელ კლასიკოში" "ბარსელონამ" "რეალ მადრიდი" ნეიმარისა და ალექსის სანჩესის გოლებით 2-1 დაამარცხა. სანჩესის გოლი მე-3000 იყო, რომელიც "რეალ მადრიდმა" ლა ლიგაში გაუშვა.
2024 წელი
"სანტიაგო ბერნაბეუზე" გამართულ "ელ კლასიკოში" "ბარსელონამ" "რეალ მადრიდი" 4-0 გაანადგურა.
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
კომენტარები [ 2 ]