მატჩისშემდგომი მიმოხილვა: მიდასის ფეხი

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: მიდასის ფეხი

            ეს რა არაბული ზღაპარი ვიხილეთ, ეს რა დიდებული კლასიკო ვნახეთ?! წინა წლისას არაფრით ჩამოუვარდებოდა, რაღაცებში, შესაძლოა, აღემატებოდა კიდეც. ჰანსი ფლიკი ფინალში ისევ დაუმარცხებელია. რაფინია ფინალებში ისევ მთავარი კაცია. ლევანდოვსკი დაბერებაზე უარს აცხადებს. პედრი ისევ ჯადოქარია, იამალი მხოლოდ ნეიმარს არა, რონალდინიოსაც წააგავს. ბარსამ მორიგი ტიტული აიღო, ეს კიდევ ჯერ შუა გზაა. ლა ლიგას ლიდერობს იმ პირობებში, როცა "მადრიდში" ბევრი რამ არეულია, თასზე აბა ვინ გააჩერებთ და ჩემპიონთა ლიგაც მალე განახლდება. 

როგორ მოხდა, რომ ასეთ მზადყოფნაში შეხვდა გუნდი ფინალს? სეზონის დასაწყისისგან განსხვავებით ყველა ჯანმრთელია. მხოლოდ გავი იშუშებს მძიმე ტრავმას. ახალგაზრდებიც დაბრუნდნენ, ბებრებიც მწყობრში არიან, მეკარეებიც ჯანზე არიან. ბარსას სკამიდანაც კი მაგარი შევსება ჰქონდა და განაცხადს, რომ გადავხედე უკვე ნათელი იყო, რომ ფინალს მოიგებდნენ. 

სიგიჟე პირველ ტაიმში 

დიდად სანახაობრივად ვერ დაიწყო, მაგრამ სცენარი მაინც გამოიკვეთა. "მადრიდმა" ცენტრი დათმო, თამაში კონტრშეტევებზე ააწყო და ამ თამაშში მათი მთავარი იმედი ვინისიუსი იყო, რადგან მბაპე ტრავმის გამო სკამზე აღმოჩნდა. ვინისთან ერთად შეტევაში ითამაშა გონსალო გარსიამ, შანსი ორივეს მიეცა და ორივემ ქარს გაატანა. რატომღაც გაუგორეს ბურთი ჟოან გარსიას. ამ დროისთვის ლა ლიგისა და სავარაუდოდ არა მხოლოდ ლა ლიგის საუკეთესო მეკარეს. აბა, ასე როგორ გაუტან გოლს?! არადა, კლასიკოში ეს ბურთები შესაგდებია. გარსიას თუ გამოცდილება არ ეყო, ვინისიუსისგან ცოტა გასაკვირიც იყო ეს გაგორებული ბურთი. 

ბარსას უჭირდა მომენტების შექმნა, რაფინია იყო კაცი, რომელიც ყველა ეპიზოდიდან კარში დარტყმას ცდილობდა და რამდენჯერმე შეაწუხა კიდეც კურტუა. იამალი ნელ-ნელა სწავლობდა მეტოქეს, ლევანდოვსკი კიდევ თავისი მომენტის მოლოდინში იყო. ამ დროს მოხდა რაღაც სასწაული, რამაც აბსოლუტურად ყველაფერი შეცვალა. ასეთი პასი მხოლოდ რონალდინიომ იცოდა, ეს რა ვნახეთ, ეს რა მაგიური შეხება იყო! ლამინემ ოლივანდერის ჯოხივით გაიქნია ფეხი და რაფინია ზღაპრული პასით ერთი-ერთზე გაიყვანა, ეს რომ გოლით არ დასრულდეს... ვაჰ, არ დასრულდა. გააფუჭა ბრაზილიელმა. ვერ შეასრულა ისე როგორც წინა წელს "ბაიერნთან". ძალიან დასანანი იყო და რამდენადაც რაფინიას ვიცნობთ ამ მომენტში უკვე ვიცოდით, რომ ეს კაცი მატჩის დასრულებამდე აბსოლუტურად ყველაფერს გაიღებდა მოსაგებად, იმაზე მეტს, ვიდრე აქამდე ჰქონდა განზრახული, რადგან ამ გაფუჭებული მომენტის გამო უფრო მეტი პასუხისმგებლობა აიკიდა და თავად ნამდვილად ასეთი კაცია, რომელიც მძიმე პასუხისმგებლობას გრძნობს, ატარებს და ერევა კიდეც. 

ეს ფიქრია ახლა ჩემს თავში და ცენტრში ფერმინისგან იღებს ბურთს რაფინია, გარბის ფლანგზე, რიცხობრივი უპირატესობა აქვს, იხსნება სივრცე იამალზე, იმ კაცზე, რომელმაც ცოტა ხნის წინ რაღაც მაგიით ერთი-ერთზე დატოვა, ჰა ბიჭო, დაუბრუნე ვალი, მიეცი ეს დასაწვავი პასი, შენ თუ ვერ გაგაქვს იმას მაინც გაატანინე, გაახილე მარჯვენა თვალი შენი ჭირიმე! არა ძმებო, მოჭუტა ეს მარჯვენა, გახსნა მარცხენა, პასი არ აღიარა, ერთი გასწია რივალდოს მსგავსად და გაუშვა შორეულ კუთხეში, ბიჭოს... დიდი რწმენის კაცია რაფინია. ასეთ გოლებს დიდი რწმენის გარეშე ვერ შეაგდებ, რადგან ასეთ გოლებს პირველ რიგში, დაჯერება უნდა, ჯერ უნდა დაიჯერო რომ გავა, არადა, რთული დასაჯერებელია, მცველი გიშლის, კარში ორმეტრიანი კაცი დგას, რომელიც ხელს რომ სწევს სამ მეტრამდე აღწევს, ასე როგორ უნდა გაიტანო? დიდი რწმენის კაცია-მეთქი, ვამბობ. დაიჯერა და გაიტანა. მოიხსნა მხრებიდან წუთების წინ აკიდებული სიმძიმე და ისე ლაღად იგრძნო თავი, რომ გასაფრენადაც აღარაფერი აკლდა. 

თურმე, ჯერ სადა ვართ, თურმე, ხურდებიან. 

წავიდა "მადრიდი" კონტრშეტევაზე და კარგად იფიქრეს ფრენკიმ და ფერმინმა, რომ წასაქცევია ახლა ეს კაცი, ცენტრშივე, პასამდე, მაგრამ ვერა და ვერ წააქციეს, მიიტანეს ბურთი მაინც ვინისიუსამდე, აი, მერე კიდევ კუნდე იყო ძალიან ფრთხილი, რატომღაც ზედმეტად დისტანციაზე. ისე უნდა ეთამაშა ვინისთან, როგორც რაფინიამ ითამაშა, ახლოს და აგრესიულად, ის კი დისტანციაზე დარჩა, ზედმეტი სიფრთხილით, ბრაზილიელმა ჯერ კუნდე მოიცილა, მერე კიდევ კუბარსი არ შეიმჩნია, რატომ მოხდა ასე? ისევ იგივე პრობლემაა, როგორც ჩანს არავინ ეუბნება ამ კაცს, ხელების უკან წაღება ამ დროს დამღუპველია, იმდენად კარგავ კორდინაციის უნარს, რომ ნებისმიერი შეძლებს შენს მოტყუებას, განსაკუთრებით კი ვინისიუსი. ამას ჯობია ხელები ბუნებრივ მდგომარეობაში გქონდეს და თუ მოგხვდა დარტყმის მერე, ჯანდაბას, მოგხვდეს, ეგ უფრო ნაკლებ საშიშია, ვიდრე კორდინაციის დაკარგვა საჯარიმოში. მოკლედ, დიდი სისულელეა ეს თავის დაზღვევა. 

მაგარი გოლი შეაგდო ვინიმ. ამ მატჩს რომ მოუხდა ისეთი. 

გადის კიდევ ორი წუთი და კიდევ ერთი სილამაზე იხატება, ამჯერად "მადრიდის" კართან. ორმეტრიანი კაცი ისევ უსაქმოდ დატოვეს. ამჯერად პედრია ჯადოქრის როლში და ლევანდოვსკი, ღმერთო ლევანდოვსკი, ცოცხალი კლასი, ცოცხალი ლეგენდა. ეს პირველი შეხება სახელმძღვანელოშია შესატანი. როგორ უნდა მოქმდედებდეს ფორვარდი, ბოლო შეხება კი არ შეეშლებოდა, ბოლო შეხების ოსტატია. გადაუგდო კურტუას და ბარსა ისევ წინ გაიყვანა. ულამაზესი იყო, მაგრამ თურმე, ისევ ყველაფერი წინ არის. 

მსაჯმა რამდენი დაამატა არ ვიცი. გოლამდე გადაწყვიტა თამაში და ბევრი ლოდინი არ დასჭირვებია. "მადრიდმა" კუთხურიდან შეაგდო, ბევრს ეცადა რაფინია, მაგრამ მაინც ვერ გადარჩა გოლს, გარსიამ შეაგდო. ჯერ ერთი ძელი იყო, მერე მეორე, შევარდა მოკლედ. ასე ინება არაბულმა ცამ. ასეთი თრილერი. 

სხვა ვინ იზამდა 

მეორე ტაიმი უფრო ნერვიული იყო. ლამინე გვამხიარულებდა. წამოიკიდებდა "მადრიდელებს" და დასდევდნენ მერე ერთიანად. კარგი მატჩი ჰქონდა, მაგრამ წინა სეზონისგან განსხვავებით ერთი რამ უნდა აღინიშნოს, ნაკლებად სახიფათოა მეტოქის კართან, საგოლე მომენტებს ვგულისხმობ, წინა სეზონში გაცილებით ხშირად ცდილობდა გატანას და ხშირადაც გამოსდიოდა, ახლა კარისგან შორს არის, რაც ვერ ვიტყვი, რომ პოზიტიური მოვლენაა მის ზრდასა და განვითარებაში. 

შეცვლები ბარსამ დაიწყო - ლევანდოვსკის ნაცვლად ფერანი გამოვიდა, ფერმინის ნაცვლად ოლმო. დაგვაკლდა რაიმე? არა მგონია. ეს ბიჭებიც მაგრად უბერავენ. ფერანი ხომ კლუბის საუკეთესო ბომბარდირია, ოლმო კიდევ ყოველთვის დიდი ძალაა. თუმცა, ვერც მან და ვერც იამალმა საჭირო პასი ვერ გააკეთეს რაფინიაზე, სულ ცარიელი იყო ხოლმე მარცხენა ფლანგზე, სულ ყველაფერი იგინა ისეთ დღეში ჩავარდა, პასს თუ არ მომცემთ, უბრალოდ დავავლებ ფეხს ამ ბურთს და ჩემ ჭკუაზე გავაკეთებ ყველაფერსო. 

კაი ძმაო, იყოს ეგრე. 

ვის გააქვს ასეთი გოლი? ხომ გეუბნებით დიდი რწმენის კაცია-მეთქი. როგორ დაიჯერა რომ ასე გოლს შეაგდებდა? მოუმზადებლად, კინაღამ კისერი მოიტეხა დარტყმის დროს, მაგრამ სჯერა და გადის, ყველაფერს იჯერებს და ყველაფერი გოლად იქცევა. მის თავში სხვა ამბები ხდება. რწმენა ათამაშებს ამ კაცს და ვუსურვებ რომ არასდროს დაკარგოს, ვუსურვებ რომ ყოველთვის მაგრად სჯეროდეს, რომ რასაც აკეთებს სწორია, რასაც აკეთებს გამოვა. 

არათუ მიდასის გონებას, მიდასის ხელსაც სჯეროდა, რომ ყველაფერს ოქროდ აქცევდა. 

ფეხი დაუცდა, რიკოშეტი იყო, უშნოდ აიჭრა, კურტუა სხვაგან გაფრინდა, ბურთი კარში ჩაეშვა. ბარსამ მოიგო. უკვე ვიცოდით, რომ მოიგო, სანერვიულო წუთებამდე. ნერვიულობა კიდევ დაგვჭირდა, იმიტომ, რომ დე იონგი გააძევეს და მბაპე შემოიყვანეს და მერე ჩვენც არაუხო შევუშვით და აბა ამაზე როგორ არ ინერვიულებს კაცი, მით უმეტეს, რომ ჰქონდა "რეალს" ორი კარგი შანსი, მაგრამ ვერ გამოიყენეს, არც გარსიამ იკადრა ცუდი ამბავი და ეგ არის, ფლიკის გუნდი ისევ ჩემპიონია! 

ეს ერთი და სხვა მრავალი. 

წინ რა გველის 

წინ "რასინგია". დიდი არაფერი. მთავარი ჩემპიონთა ლიგაა, სადაც ბარსა უნდა ეცადოს, რომ საუკეთესო გუნდებში მოხვდეს, იქნებ აცდეს პლეიოფს და ეგ ამბავიც მალე დაიწყება. მანამდე კი გავერთობით, რადგან ყველა ჯანზეა და როცა ყველა ჯანმრთელია, ბარსას გამჩერებელი არავინ არის. ფლიკმა საჩუქარი დაიმსახურა - იქნებ კანსელუს გარდა, ცენტრალური მცველიც მიიღოს. 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 13 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    Culé [?]
    #13 4 საათის წინ
    0
    მოხოდა ფლიკმა ისევ ბარსა
    წევრი [?]
    #12 გუშინ, 22:32
    0
    ყლ ერონსო გააგდეს, ჰერ ფლიკის მორი მსხვერპლი👹 შემდეგი ლუკმა საშუალო ფეხბირთელი 0 აოქიუთი არვალო არბელოა. შეწვავს და შეჭამს მორიგ ბულკს ჰერ ფლიკი🥰
    საიტის ლეგენდა  [?]
    #11 გუშინ, 21:12
    0
    დე იონგის დაიგნორება არ გეკადრება ფეოლა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 გუშინ, 20:36
    4
    რამდენიც არუნდა ხარჯოს რეალმა და რამდენი სახელიანი მწვრთნელიც არუნდა მოიყვანოს იმას ვერსასდროს მიაღწევენ რაც ბარსამ მაგათ გუშინ ჩაუტარა, ასე ვერდასდროს ითამაშებენ და მე თუ მკითხავ ისეთ დასამახსოვრებელ მომენტებსაც ვერ შექმნიან ყველაზე შეზიზღებულ ფეხბურთელს რომ უცებ თავიდან შეგაყვარებენ, არააა შანსი არაა ეს მაგათ გამოუვიდეთ იმიტორო მეტი ვიდრე კლუბი ჩვენი დევიზია, ბევრმა თქვა რაფინიას უნდა აეწია თასიო და ვერც გაამტყუნებ კაცმა ორივე მატჩში სული და გული ჩადო, ორივე მატჩის საუკეთესო გახდა და კი იმსახურებდა, მარა ის გორილა? ორ წელიწადში გმირიდან ანტიგმირად რომ იქცა მაგას არ დატოვებდნენ ჩვენი ბიჭები უყურადღებოდ, არ დატოვებდნენ შესაბამისი გვერდში დგომის გარეშე, ხოდა კიდეც აისროლეს თასზე მაღლა არაუხო, მერე ის თასიც ჩააბარეს, არც პუიოლი იყო სადმე ახლოს და არც კიბოზე გამარჯვებული აბიდალი მარა იგივე შეგრძნებები ქონდა ამ მომენტსაც, დარწმუნებული ვარ დრო გავა და სუპერთასის ფინალში რეალის დამარცხებაზე და თასის მოგებაზე უფრო მკაფიოდ დაჩაგრული კაცის ასეთი დაფასება გაგვახსენდება ჩვენი გუნდისგან. რავი მე მაგის იმედი აღარ მაქ და ნეტავ მოიყვანონ ვინმე ცენტრალური მცველი ამ ზამთარშივე, მარა მთავარი რასაც მინდა გუნდში ვხედავდე გვაქვს და მაგას ვერანაირი ფინანსები ვერ იყიდის.
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    წევრი [?]
    #9 გუშინ, 19:19
    5
    დარწმუნებული ვარ ამ სტატიის ავტორს დეიონგი არ უყვარს, როგორც არ უნდაითამაშოს ორ სიტყვას ვერ დააცდენინებ
    გადაირტყა იმათი ყველა ნახევარმცველი გუშინ როგორ შეიძლება ეს არ შეიმჩნიო
    --------------------
    Little boy from Rosario Santa Fe
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 გუშინ, 18:47
    5
    გუნდის კაპიტანი რასაც ჰქვია ჩემ წარმოდგენაში არის რაფინია heart_eyes ფლიკს როდესაც მოედნიდან გაჰყავს და ცვლის მითუმეტეს ასეთ თამაშებში იმდენი გული მისკდება რასაც ჰქვია smiley დე იონგმა ზუსტად ის " ჩაიდინა " რეალთან რასაც მისგან ველით ბარსელონაში მოსვლის პირველი დღიდან ზე თამაში ჰქონდა ! პედრიმ და ფერმინმა ასისტები დადეს რითაც ყველაფერი ნათქვამია ჩემთვის ყველაზე მტკივნეული რაც არის კუბარსის არათუ მოკლებული არამედ საშინელ ფორმაში ყოფნაა უეჭველი სკამზეა დასასმელი ყველაზე სუსტია დაცვაში სამწუხაროდ pensive (არაუხოს არ განვიხილავ) ერიკ გარსია მიუხედავად იმისა რომ დაცვის ცენტრში კუბარსის და ხერარდ მარტინს ჯობია მაინც მგონია რომ გუნდისთვის საყრდენზე უკეთესია მიუხედავად იმისა რომ არ ააქვს საყრდენის უნარები ... სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ცენტრალური მცველის მოყვანა იანვრის ბოლომდე რამენაირად მაინც მოახერხონ
    წევრი [?]
    #7 გუშინ, 18:37
    1
    ციტატა: rivaldo80
    იმ ტილიანმა რაც გუშინ იკადრა და თან ამხელა ტრენერი ალონსო დგას და გამოაჯვითო ხელს იქნევს და ესენიც ცხვრებივით ფუუ ჩემი რაც გინდა ტირულები მოიგოს სამარცხვინო გუნდია 🤮🤮🤮🤮 იამალზე ხმაა არავინ არ ამოიაღოს მსგავსი რამე არასდროს უკადრებია.

    100% ტრანსიტყანია ქათმისგან სხვა მოლოდინები გქონდა?
    Culé [?]
    #6 გუშინ, 17:52
    6
    ბოდიში მაგრამ ეს რაფინიას სიყვარული იმ დონეშიც არ უნდა გადაგვივიდეს რომ სხვები ასე დაიჩრდილონ. ნუ რაფინიამ გოლები გაიტანა, გვიყვარს, კაია მაგრამ რაც არ უნდა ფრენკი გვძულდეს როგორ შეიძლება გუშინდელის მერე ტოლსწორად იმავე სიტყვებით არ შევამკოთ რითაც რაფინია?!
    რავიცი მე არ ველოდი ამ კაცისგან მაგ თამაშს, დიდ თამაშებში სულ იკუკავს და გუშინ კიდე პედრის როლი გაუცვალა და პედრიდვე მოგვევლინა ხოლო პედრი დეიონგად. რავიცი რა ძალით და მონდომებით თამაშობდა ვერც აღვწერ, ასე წინ წასულიც კი არ მინახია როჟას ყელში ამოუვიდა და თავად ცდილობდა შეტევას.. იმ მომენტში პენალტიც კი გვეგონა, ნუ ზატო ისეთი ჯარიმა ხო გამოიმუშავა რომ კარგი ოსტატი მაქედან 100დან 90ს მაინც კარში გაუშვებს და სულ მცირე ნახევარს მაინც გაიტანს, აი რაფინიამ კიდე ძაალიან გაანიავა. არც ფერმინს უნდა დავუკარგოთ ჯერ პირველ ტაიმში 3 აფეთქება საიდანაც ერთი რაფინიას პირველი მომენტი შეიქნა მეორეზე კიდე ასისტი მიითვალა და მერე დაცვაში და პრესინგზე რა იმუშავა აკვირდებოდით? ოლმოც ძერსკად შემოვიდა, პოზიცია დაგვაჭერინა ერთადერთი იმ მომენტში კარგი პასი მართებდა იამალისავით, აი რაშფორდი და ტორესი ორი პი*ალო.
    აი კიდე, ერიკ გარსია საღოლ იმენა, ხელები ამიწევია, რაც მაგან გუშინ დაცვაში წმინდა და წმინდა.. აი არ ვიცი..
    და ეს კუბარსი რას გავდა ვაბშე ალბათ კარიერაში ყველაზე ცუდი თამაში ჰქონდა, კუნდე ქემაინც პირველ ტაიმში კი ახოხიალეს მარა მეორეში თუნდაც ვინის გასვლამდე ასე თუ ისე კარგად დადგა და დიდი შეცდომაც არ ჰქონია, აი ბალდეს უფრო მეტი მართებდა მარა ისიც კაია რომ მისი ფლანგიდან პრაქტიკულად საფრთხე არ წამოსულა, ხოლო მისი ფლანგიდან კიდე რაფინიამ გაილაღლაღა.
    ჟოან გარსია all good, იმ 2დან ვერცერთს ვერ აიღებდა, პროსტა შანსი არ იყო, ნუ ამ კაცმა კი მიგვაჩვია რომ სუპერმენია და უშანსოს აღებაც შეუძლია მარა ნუ რავი ახლა პირველზე ვინიმ შეასრულა და 2 მეტრიდან დაარტყა და მეორეზე ისე აირდაირია ყველა და ყველაფერი და იმ გონსალომაც ისე ბედად ამოარტყა იმ ბურთსაც, თან პარაშუტით რომ წავიდა შტანგისკენ რო პროსტა შანსი არ იყო, აბა დანარჩენ მომენტებში კლდესავით იდგა და ერთხელ წარბი არ შეტოკებია.
    აი იამალისგან რაც გვაკლია არის გოლზე დაგეშილობა რა. როჟას თითქოს საბოლოო წერტილად გოლი კი არა კაცის მოტყუება აქვს და მაგის იქეთ აღარ იცის როგორ უნდა იმოქმედოს, მოკლედ სერიოზული მოსახოდია.
    ეს ლევანა კიდე კლასით ყველა ფორვარდს ჯიბეში ჩაისვამს მაგრამ გუნდისთვის დამღუპველია ის რომ სხარტი, ჭკვიანი და კლასიანი ფორვარდი არ გვყავს რომელსაც განუწყვეტელი პრესინგიც შეუძლია. აი ამ ტორესს კლასი მისცა და კიდე რაღაცას გაქაჩავდა მარა ვერა რა.. ბეტისთან თამაშის მერე ისევ დადებილდა..

    ეს კანსელოს თემაც არ ვიცი რამდენად მოგვხოდავს თუმცა რთული წარმოსადგენია კუნდეზე უარესად ვინმემ ითამაშოს, ეთ ლისთ იამალს მაინც წაეხმარება შეტევაში თუ დაცვაში ისედაც დირკები ვართ, ხოლო ცენტრალურ მცველზე არ ვიცი რა ვთქვა. ესენი ამ ზამთარში არავის მომყვანები არ არიან და იმედია მალდინით გავქაჩავთ. სიმართლე გითხრათ ერიკი საყრდენად ან ფულბექად უფრო მირჩევნია ვიდრე მანდ, დაჟე კუბარსის უფურმობის ხელში მაგის მარჯვნივ გადაწევა და მალდინისთან შეწყვილებაც შეიძლება. ნუ რავიცი გუშინდელის მერე კუნდესა და კუბარსის კაი ხანი სკამზე მოვაჯენდი რა, არ შეიძლება ნახევარი სეზონი ასე *ლეურად თამაშობდე და მაინც ბარსას ძირითადში იდგე, სულ რო არაფერი სხვებს მაინც მიეცემოდათ შანსი, აბა ამათზე უარესად მაინც არ თამაშობენ თუ არაუხო არაა, იმას კიდე სხვა ლეველები აქვს.

    ისე ბოლო პერიოდია ვანდევენზე იწერება და ზაფხულში, მაგის, შლოტერბეკისა და ბასტონის კანდიდატებია ჯერჯერობით გაჟღერებული ხოდა თითოეულს ორივე ხელით მივესალმები. მე უფრო მეტად მაინც მიკი მინდა მაგრამ ამ 3დან ერთერთიც რომ დაიდოს, მეტი არ გვჭირდება.
    აი ფულბექებიც გადასახედია.. არც კუნდე და არც ბალდე სტაბილური ან უტრავმო ხალხი არაა, ისე ფორტი კი უნდა დავაბრუნოთ, რაღაცა ძაან სერიოზულად მოიხოდა ელჩეში და ბალდეს შემცვლელადაც მარტინს აღარ მოვიაზრებ, მარტინი უეჭველი ცენტრში უნდა იყოს, ხოლო ტორენტი ფორტივით უნდა გავაიჯაროთ, შესაბამისად ბალდეს საკაიფო შემცვლელია მოსაძებნი.

    მოკლედ ახლა კანსელუს დავჯერდებით, ჯანდაბას, სუპერთასი წამოვიღეთ, ლალიგაში რამე იქნება, კოპაზეც არაგვაქ ცუდი შანსები და ლიგაზე ისევ ნახფინალს რომ მივაღწიოთ ცუდი რა გვეთქმის ამ სეზონზე ასეთი შემადგენლიბით? ხოლო ზაფხულში თუ ლევანა, შტეგენი, შესნი, სავარაუდოდ კასადო და კიდე ვიღაცეები გავუშვით, და უდიდესი ალბათობით ახალი კარგი ფორვარდი და მცველი თავისი ფულბექიანად მოვიყვანეთ, რავიცი.. ა კიდე გორეცკაზეც იწერება.. ნუ კასადოს გაშვებაზეც მათ შორის და რავი საყრდენი კი უეჭველი გვჭირდება და კასადოს გორეცკათი შეცვლა მაინც გაძლიერება იქნება თუმცა მე მაგალითად მგონია რომ სერიოზული საყრდენია მოსაყვანი, რავიცი მე ტონალიზე გავიწევდი, ნუ თუ ისევ ფინანსების გამო ვერა მაშინ იყოს გორეცკა, გამოცდილება და ჯანი მაინც აქვს და ქათამი არაა. მოკლედ ასე მგონია რომ მომდევნო სეზონიდან სერიოზულ ბარსას ვიხილავთ.
    ფლიკზე ხელები ამიწევია ძმაო, როცა გასაკრიტიკებელი იყო არც მაშინ მოვრიდებივარ და როცა საღიარებელია არც მაშინ გამიჭირდება. უბრალოდ გენიოსია ეგ კაცი, აი ამ გუნდით ამდენი გაქაჩვა პროსტა წარმოუდგენელია, აი რას აწურინებს აზრზე თუ ხართ.. და აი ამ კაცს ვინც ფეხბურთელები არ მოუყვანოს ზაფხულში მითუმეტეს ამ არჩევნების ფონზე იმისი სულ ყველაფერი...
    Culé [?]
    #5 გუშინ, 17:42
    9
    იმ ტილიანმა რაც გუშინ იკადრა და თან ამხელა ტრენერი ალონსო დგას და გამოაჯვითო ხელს იქნევს და ესენიც ცხვრებივით ფუუ ჩემი რაც გინდა ტირულები მოიგოს სამარცხვინო გუნდია 🤮🤮🤮🤮 იამალზე ხმაა არავინ არ ამოიაღოს მსგავსი რამე არასდროს უკადრებია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 გუშინ, 16:22
    5
    გუშინ ვერ შემოვედი საიტზე მიზეზების გამო დავდღეს გილოცავთ ბარსას ერთგულ გულშემატკივრებს ნამდვილ და ნაღდ ხალხს ეს ერთი და სხვა მრავალი გამარჯვება მოგვეპოვებინოს, მადლობა ღმერთს რა მაგარი შეგრXენბაა როცა მსაჯიანად ამარცხებ რეალს ❤️🍷
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 გუშინ, 16:09
    9
    შარშან უკეთ ვათრიეთ. რომ არა შჩესნის ქაჯობა სამარცხვინოდ დაამთავრებდნენ ბალერინები. დამთხვევა ისაა, რომ ვერც შარშან და ვერც წელს 11 კაცით ვერ დავამთავრეთ. მსაჯს ოღონდ შანსი მიეცი და გაძევებას არ დაგამადლის. სამაგიეროდ რეალის მიმართ ლოიალურია, სადაც წითელიც შეიძლებოდა იქ ყვითელიც არ უჩვენა ჯიგარმა.
    წევრი [?]
    #2 გუშინ, 16:08
    0
    ნეტა ოლისე ან გნაბრი მაინც დაგვათრევინა, მარა რას დავეძებ ერთი მცველი მოათრიონ ამუმაქნისებმა......ყველაფერი იქეთ იყოს და ამ ბაიერნს რა უნდა დაუპირისპიროს ფლიკმა არ ვიცი დაფრინავენ ფაქტიურად თან მუსიალაც შეუერთდათ, რავიცი უსასრულოდ შემტევი გუნდია, ასევე სიტიც იხოდება ნელ ნელა, მაგ ორი გუნდის მეშინია ცოტა არ იყოს სამარცხვინოდ არ ამოგვისვან ამ დაცვის შემყურე, ბაიერნის უფრო.
    Culé [?]
    #1 გუშინ, 15:52
    11
    დიდი მატჩების კაცია რაფინია. ვისაც არ უნდა ვხვდებოდეთ ყოველთვის იცი რომ რაფინია იფრენს, იბრძოლებს, გაიტანს, გაატანინებს.

    ვერც ინტერი დაჩრდილავს, ვრრც ბაიერნი, ვერც რეალი.

    მესისაც კი ჰქონია შემთხვევები რომ დიდ მატჩებში აქრობდნენ (სხვებზე აღარაფერს ვამბობ) მაგრამ რაფინია არა, ყველგან ამბობს თავის სიტყვას.

    ცოდვაა რომ სამკლაური არ აქვს. არც სჭირდება პრინციპში ისეც გუნდის ლიდერია, სული და გული. ეფენბერგს გავს რაღაცით

    მადლობა ღმერთს რომ ფლიკი მოვიდა და ეს რაფინია გვაჩუქა. ბარსაში ბრაზილიელი სულ უნდა იყოს. სხვა ქიმიაა