ფოტო ამბავი - ბარსა vs აინტრახტი
ბარსა ფრანკფურტის "აინტრახტს" უმასპინძლებს და ვალდებულიც იქნება რომ დაამარცხოს. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ლიგაზე აუცილებლად მოსაგები აქვს, მერე კიდევ, რევანში აქვს ასაღები იმ სირცხვილისთვის, რომელიც 2022 წელს დატრიალდა. თუ რა მოხდა ამ წელს, ერთი მხრივ შეგიძლიათ მაშინდელ მიმოხილვაში გაიხსენოთ, მეორე მხრივ კი აგერ ფოტო ამბის სახით მოგითხრობთ.
პირველი მატჩი ფრანკფურტში გაიმართა და შეხვედრა 1:1 დასრულდა.
ფრანკფურტელები სახლში როგორც ყოველთვის დიდ გულზე არიან. ამჯერად "აინტრახტის" ლეგენდის, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის - იურგენ გრაბოვსკის ფორმა გაშალეს სტადიონზე. აქაოდა, ჩვენც გვყავდა მსოფლიო დონის ფეხბურთელებიო.
"არწივებმა" პირველივე მატჩში გვაჩვენეს ქომაგობის მასტერკლასი და გაგვახსენეს, რომ "კამპ ნოუზე" გულშემატკივრობის კულტურა ძალიან შეიცვალა. ამ მხრივ კი ღირდა დაფიქრებად.
48-ე წუთზე ანსგარ კნაუფმა ანგარიში გახსნა.
I know Kung-Fu
66-ე წუთზე ფერან ტორესმა ფრენკი დე იონგის პასით ანგარიში გაათანაბრა - 1:1.
78-ე წუთზე მთავარმა მსაჯმა იოვანოვიჩმა ტუტას მეორე ყვითელი და წითელი ბარათი უჩვენა. ტუტამ პირველი გაფრთხილება 61-ე წუთზე მიიღო. ბარსას უპირატესობა ჰქონდა, "აინტრახტს" კი ბოლომდე უნდა გაეძლო.
ოლივერ გლასნერი: "ტაბლოს შეხედე ბიჭო... გავიდა დრო!"
ბარსამ დარჩენილ დროში გატანა ვერ შეძლო. წაგების ტოლფასი ფრე იყო, რადგან ეს უპირატესობა აუცილებლად უნდა გამოეყენებინათ. მატჩის შემდეგ ეს ყაიმი გავიმ მარცხის მსგავსად განიცადა.
შედარებით კარგ ხასიათზე იყო ტერ შტეგენი. კევინ ტრაპთან სიტყვა გაცვალა და "კამპ ნოუზე" დაპატიჟა.
განმეორებითი მატჩის დაწყებამდე ბარსელონაში საეჭვოდ ბევრი თეთრმაისურიანი მოძრაობდა.
კიდევ უფრო საეჭვო გახდა ეს ყველაფერი, როცა გერმანელებმა ის ტრიბუნაც დაიკავეს სადაც წესით მასპინძლები უნდა მჯდარიყვნენ.
სულ რაღაც მეოთხე წუთზე ფილიპ კოსტიჩმა პენალტით ანგარიში გახსნა. არწივები ორი მატჩის ჯამში წინ გავიდნენ.
რაფაელ ბორემ შორეული დარტყმით ანგარიში ორამდე გაზარდა. ფრანკფურტი მოედანზეც დომინირებდა და ტრიბუნაზეც, მთელი "კამპ ნოუ" გადათეთრებული იყო.
მეორე ტაიმში კოსტიჩმა მესამეც შეაგდო. ბარსას მდგომარეობა უკვე გამოუვალი იყო. გოლს აღნიშნავენ, როგორც მასპინძლები.
ფერან ტორესმა ხელსაყრელი მომენტები ვერ გამოიყენა.
დემბელე ტრადიციულად ძირს ვარდება, ლამაზად, დრამატულად, ოქროს გლობუსის შესაფერისად.
ამასობაში ოლივერ გლასნერიც გაბლატავდა. ისიც ისე გრძნობდა თავს როგორც საკუთარ სახლში.
ბარსამ დამატებით დროში ორი გოლი შეაგდო, თუმცა, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. მეოთხედფინალიდან გავარდნენ და ისევ გაუშვეს შანსი ხელიდან ისტორიაში პირველად მოეგოთ უეფას თასი (ევროპა ლიგა).
"აინტრახტი" ფინალში გავიდა, სადაც გალზგო "რეინჯერსი" დაამარცხა პენალტების სერიაში. გერმანელებმა ჩემპიონობა იზეიმეს. ახლა კი სულ სხვა ტურნირის ჯერია, ახლა მათი ქომაგები "კამპ ნოუზე" ვერ შემოვლენ, აკრძაული აქვთ. თუმცა, ვინ იცის, იქნებ ისევ მასპინძლების ადგილები შეიძინონ? ფრანკურტი ხომ საბანკო ქალაქია, მდიდარი ქალაქი, ფული კიდევ ჯოჯოხეთს ანათებს.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.











კომენტარები [ 4 ]