ესპანიოლთან მოგება ესპანეთის ჩემპიონობას ნიშნავს
გუშინ "ბარსელონამ" ქალაქურ დერბიში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და ლა ლიგაში დამაჯერებელი ლიდერობა შეინარჩუნა.
ბოლო წლების ისტორია აჩვენებს, რომ "ესპანიოლთან" სტუმრად მოგება "ბლაუგრანასთვის" ქვეყნის ჩემპიონობას ნიშნავს. ასეთი ტრადიცია ჩამოყალიბდა ბოლო 7 წელიწადში - თუ "ბარსა" "ესპანიოლთან" სტუმრად იგებს, ჩემპიონი ხდება და თუ ვერ იგებს, ტიტულს თმობს.
2018/19 წლების სეზონში "ბლაუგრანამ" თანაქალაქელი "ესპანიოლი" სტუმრად 4-0 გაანადგურა და ჩემპიონიც გახდა.
მომდევნო ორი სეზონის განმავლობაში გუნდებმა 2-2 ითამაშეს და "ბარსა" ლა ლიგის ტიტულის გარეშე დარჩა.
2022/23 წლების სეზონში "ბარსელონამ" სტუმრად 4-2 მოიგო და ჩემპიონობა იზეიმა.
გასულ სეზონში ჰანსი ფლიკის გუნდმა "ესპანიოლი" მისსავე მოედანზე 2-0 დაამარცხა და თასიც აღმართა. წელს იგივე ანგარიში განმეორდა და იმედია, საბოლოო შედეგიც მსგავსი იქნება.
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
კომენტარები [ 12 ]