ანტონიო მატეუ ლაოსი: ჟოან გარსიას საქციელი არასპორტული იყო
ყოფილი ესპანელი მსაჯი ანტონიო მატეუ ლაოსი "ესპანიოლსა" და "ბარსელონას" შორის გამართული დაპირისპირების ერთ-ერთ ეპიზოდს ეხმაურება.
რამდენიმე დღის წინ გამართულ ბარსელონურ დერბიში სტუმარი გუნდის მეკარემ, ჟოან გარსიამ თანაგუნდელ ჟერარ მარტინს ხელი კრა იმისათვის, რომ ამ უკანასკნელს ბურთის დაბლოკვა მოესწრო. შედეგად ჟერარ მარტინი "ესპანიოლის" ფეხბურთელს შეეჯახა და მან კინაღამ ტრავმა მიიღო. მატეუ ლაოსის თქმით ასეთი რამ დაუშვებელია.
FIFA-ს წესების თანახმად ეს არასპორტული საქციელია. გასაგებია, რომ ჟოან გარსიამ თანაგუნდელს ხელი ბურთის დაბლოკვის მიზნით ჰკრა, მაგრამ მას ამის უფლება არ ჰქონდა. როდესაც თანაგუნდელს ხელს კრავ და მას ტრავმის მიღების საფრთხის ქვეშ აყენებ, წესებს არღვევ. თუმცა ამ სიტუაციაში ვიდეორეფერი საქმეში ვერ ჩაერთვებოდა. ეს არის არის ის შემთხვევა, რომელსაც VAR არეგულირებს. ამ შემთხვევაში "ბარსელონას" კარში უნდა დანიშნულიყო თავისუფალი საჯარიმო დარტყმა და შესაძლოა, ჟოან გარსიას ყვითელი ბარათიც მიეღო. მსაჯმა, დარწმუნებული ვარ, ამ შემთხვევაში ჩათვალა, რომ შეჯახება შემთხვევითი იყო და ის სივრცისთვის ბრძოლამ გამოიწვია.
- განაცხადა ანტონიო მატეუ ლაოსმა Movistar-თან საუბრისას.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
1 2
კომენტარები [ 26 ]