მატჩამდე განაღდებული ჩემპიონობა თუ ესპანიოლის მოედანზე ზეიმი

მატჩამდე განაღდებული ჩემპიონობა თუ ესპანიოლის მოედანზე ზეიმი

33 ტურის შემდეგ "ბარსელონას" პირველი შანსი აქვს, რომ ჩემპიონობა ოფიციალურად გაინაღდოს და მიმდინარე სეზონში მე-2 ტიტული (პირველი ესპანეთის სუპერთასია) მოიპოვოს.

სცენარი, რომელიც არცერთ კულეს სურს,  "რეალ მადრიდისა" და მადრიდის "ატლეტიკოს" მოგება და "ბარსას" "ესპანიოლთან" ვერგამარჯვებაა, რადგან ამ შემთხვევაში ჩემპიონობა მინიმუმ მომდევნო ტურამდე გადაიდება.

მე-2 სცენარი "ბარსელონას" ჩემპიონს ხდის - თუ "რეალ მადრიდი" (შაბათს, "ხეტაფესთან") და "ატლეტიკო" (კვირას, "ელჩესთან") ვერ მოიგებენ, "ბარსელონა" ჩემპიონი ბურთის გაგორების გარეშე, "ესპანიოლთან" მატჩამდე გახდება.

თუ ასე მოხდება, ეს სულ მე-3 შემთხვევა იქნება, როცა "ბარსელონა" ლა ლიგას იდენტურ სტილში მოიგებს. აქამდე ეს 1990/91 წლების სეზონში მოხდა, როცა "ატლეტიკომ" "რეალ სოსიედადთან" წააგო და ასევე 2008/09 წლების სეზონში, როცა "რეალ მადრიდი" "ვილიარეალთან" დამარცხდა.

9 ჩემპიონობა გასვლაზე

იმის გათვალისწინებით, რომ რომელიმე მადრიდულ კლუბი, დიდი ალბათობით, 3 ქულას აიღებს, "ბარსელონას" ამ ტურში ჩემპიონობისთვის "ესპანიოლის" გასვლაზე დამარცხება დასჭირდება. თუ ასე მოხდება, ეს მე-10 შემთხვევა იქნება, როცა კლუბი ჩემპიონი სტუმრად თამაშისას გახდება. "ბარსამ" ეს ლა ლიგის პირველ სეზონშიც მოახერხა.

1928/29 წლების სეზონში კატალონიური გრანდი ჩემპიონი ბასკური "არენას დე გეჩოს" სტადიონზე გახდა. 13 წლის შემდეგ, 1958/59 წლების სეზონის ბოლოსწინა ტურში "ატლეტიკოსთან" მოგებით ელენიო ერერას შეგირდებმა ისტორიული ჩემპიონობა იზეიმეს - იმ სეზონში გუნდმა 24 მატჩი მოიგო, 3 ფრედ დაასრულა და მხოლოდ 3 წააგო, გარდა ამისა, 96 გოლი გაიტანა და მხოლოდ 26 გაუშვა.

სარეკორდო სეზონში მოპოვებული ტიტულიდან კრუიფამდე

"ბარსელონა" ჩემპიონი გასვლაზე მესამედ იოჰან კრუიფის დროს გახდა, როცა 1973/74 წლების სეზონში "ხიხონი" დაამარცხა, მეოთხედ კი ეს 1984/85 წლების სეზონში "ვალიადოლიდთან" მოგებით (2-1) მოხდა.  მე-20 საუკუნეში "ბარსამ" ესპანეთის ჩემპიონობა მსგავსად კიდევ ერთხელ იზეიმა, როდესაც ლუი ვან გაალის გუნდმა ვიტორიაში "ალავესი" 4-1 გაანადგურა.

რაც შეეხება 21-ე საუკუნეს: 2004/05 წლების სეზონში "ლევანტესთან" გასვლაზე სამუელ ეტო'ოს მიერ გატანილი გოლი და ფრედ დასრულებული მატჩი პირველი ადგილის გასანაღდებლად საკმარისი აღმოჩნდა. 2010/11 წლების სეზონში გუნდი ჩემპიონი ასევე ფრედ თამაშის შემდეგ გახდა, როდესაც "სიუტატ დე ვალენსიაზე" სეიდუ კეიტამ გაიტანა და შეხვედრა 1-1 დასრულდა.

ბოლო 2 ასეთი შემთხვევა გასულ დეკადაში მოხდა. 2015/16 წლების სეზონში "ბარსელონამ" "გრანადა" სტუმრად 3-0 დაამარცხა, 2 სეზონის შემდეგ კი ასევე გასვლაზე, "რიასორზე" 4-2 იმარჯვა და 4 ტურით ადრე ჩემპიონი გახდა.

ჩემპიონობა პირველ ტაიმში

2005/06 წლების სეზონის ბოლოსწინა ტურში ლიდერი "ბარსელონა" ვიგოში თამაშობდა, ამ მატჩამდე ერთი საათით ადრე კი მეორეადგილოსანი "ვალენსია" "მალიორკას" ხვდებოდა. საბოლოოდ, "ღამურებმა" 1-2 წააგეს, რაც ნიშნავდა, რომ "ბარსა" მე-2 ტაიმის დაწყებამდე უკვე ჩემპიონი იყო.

"ბალაიდოსზე" ანგარიში 0-0 იყო, მაგრამ "ბარსელონამ" შესვენებაზე უკვე იცოდა, რომ ჩემპიონობა გადაღებული ჰქონდა. მიუხედავად ამისა, კატალონიურმა გრანდმა "სელტას" სემუელ ეტო'ოს გოლით 1-0 მოუგო.

შესაძლოა, ეს შემთხვევაც ბურთის გაგორების გარეშე მოპოვებულ ჩემპიონობად ჩავთვალოთ, თანაც გასვლაზე.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 14 მაისი 2023 10:25
    0
    მორჩა ეგ გათვლები, მე ორი კვირის წინ გავაკეთე, მაგრამ გუშინდელი მოგებით რეალმა ჩაგვიშალა. ამიტომ დღეს უნდა მოვიგოთ სხვა გზა არ არის. მაინც ბარსელონაში გავხდებით ჩემპიონები.
    ახალბედა [?]
    #7 14 მაისი 2023 02:10
    2
    ერთი გამაგებინეთ - რას ვერჩოდით ვალიკოს?
    რა ლა ლიგები არ დადო?
    ამაზე ცუდად ათამაშა კამანდა?
    კი ბატონო რომა და ლივერპული სრული ფიასკო, მაგრამ განსაკუთრებით ლივერპულთან უბრალოდ არაადამიანურად არ გაუმართლა, დემბელეს რო ...
    რო გავიძახოდით უნისონში, რომ ბარსა ბილბაო გახადაო, დღეს რა არის? მეტყვის ვინმე? კადისი? იქნებ ხიხონის სპორტინგი?
    ბლინ 30 წელი ბარსას ვგულშემატკივრობ და ესეთი გასაცოდავებული და გაბუჟებული არასოდეს მინახია.
    მოკლედ ბრატცი დასკვნა ისაა, რომ თანამედროვე ფეხბურთში ვინც ნახევარმცველად ივარგა, მისგან მწვრთვნელი - 0.
    ჯერარდი, ლამპარდი, და ა.შ. და კიდე ეს...

    ამდენი 1-0, 30-ჯერ ნათამაშევი, უკვე ცუდად მხდიდა. დაცვაა ზატო კაიო. აქ ბარსელონაზე ვსაუბრობთ, რომელი დაცვაზეა ბაზარი? და სიმართლე თუ გინდათ მაგას დაცვალში თამაში მარტტო ლა ლიგაში გამოუვიდა, აბა ლიგაზე სუფთა დირკა იყო, ვისაც არ ეზარებოდა გადაგვამტვრიეს წელზე.
    მენტალიტეტი იმისა რომ გაგვიტანონ რამდენსაც შეძლებენ და ჩვენ გავუტანთ 1-ით მეტს, ამ იდიოტმა მოკლა.
    ამ საუკუნეში რეალთან რომელმა მწვრთნელმა დადო 0-4, არ მახსოვს და თუ გამახსენებთ ძაან დამავალებთ.

    მოკლედ, არაფერი არ არის გასახარებელი, პირიქით, სასწრაფოდ უამრავი ფეხბურთელია გასაშვები, და ნახევარდაცვა და თავდასხ\მაა გასაძლიერებელი. მაგრამ ასე მგონია, ამ მეტრანახევარას ხელში პროსტა უიმედოა რა.
    ღმერთმა ქნას რო ვცდებოდე, მაგრამ ...
    Culé [?]
    #6 14 მაისი 2023 00:49
    0
    თუთიყუშები უნდა დაიძირონ ჭე ლიგაში.
    ფანი [?]
    #5 13 მაისი 2023 23:50
    0
    გოლების მინინალური რაოდენობა ,და უგულო სერიის სტატისტიკა , მაგრად მახარებს.

    ბუსკეს პონტში კამპ ნოუზე გამარჯვება უფრო მაგარი იქნებოდა ისე
    ფანი [?]
    #4 13 მაისი 2023 23:15
    1
    ატლეტიკო რეალმა ორივემ რო წააგონ მაინც მოსაგები თამაშია ესპანიოლთან🫶🫶
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 13 მაისი 2023 22:53
    3
    ესპანიოლს ისედაც და ასედაც უნდა გადავუაროთ მეზიზღება ეგ ძაღლი გუნდი თან ლა ლიგიდან ვარდებიან ბოლომდე უნდა დავაჭიროთ წიხლი
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    გულშემატკივარი [?]
    #2 13 მაისი 2023 20:51
    2
    რაც არ უნდა მოხდეს ესპანიოლის ამოტენვა და გაგდება ერთი სიამოვნება იქნება
    --------------------
    •Barca forever•
    ფანი [?]
    #1 13 მაისი 2023 18:33
    6
    ესპანიოლის მოედანზე გამარჯვების მოპოვება და იმათი განადგურება და ლა ლიგიდან გაგდება უფრო მხიბლავს, ოღონდ როგორც ნეაპოლში მოხდა და ერთმანეთს რომ დააყარეა დს მსხვერპლი მოჰყვა იმედია ეგრე არ იქნება