სესკ ფაბრეგასი: მესი ახლა უფრო სრულყოფილია, ვიდრე ოდესმე
"მონაკოს" ნახევარმცველმა, სესკ ფაბრეგასმა, რომელსაც ადრე "ბარსელონაშიც" უთამაშია, ყოფილი თანაგუნდელის, ლიონელ მესის ამჟამინდელი თამაში შეაფასა.
"მესი ყოველ სეზონში სხვადასხვა მხრიდან იხსნება, იმის გათვალისწინებითაც, რომ ის აღარ არის მოთამაშე, რომელიც დრიბლინგით სამ, ოთხ ან ხუთ მოწინააღმდეგეს სცდება.
ამის ნაცვლად ახლა ის ამჯობინებს, რომ 50 მეტრზე პასი გააკეთოს და ჟორდი ალბა მეკარესთან ერთი-ერთზე დატოვოს. ის ახლა უფრო სრულყოფილი მოთამაშეა, ვიდრე ოდესმე ყოფილა."
ესპანელმა ასევე "ოქროს ბურთის" პრეტენდენტებზეც გააკეთა კომენტარი.
"რთული სათქმელია, ეს შეიძლება იმაზე იყოს დამოკიდებული, თუ ვინ მოიგო ჩემპიონთა ლიგა. როგორც წესი, ამ პრიზს ის იღებს, ვინც დიდ ტურნირებს იგებს.
2010 წელს მესიმ მოიგო "ოქროს ბურთი", როდესაც "ბარსელონამ" მხოლოდ ლა ლიგა მოიგო, ასე რომ ყველაფერი შესაძლებელია. კითხვა იმაში მდგომარეობს, თუ ვინ არის საუკეთესო. საუკეთესო - მესია, აქ ეჭვის არსებობა არც კი შეიძლება.
დიახ, "ლივერპულმა" ფანტასტიური სეზონი ჩაატარა. ერთ-ერთი მათი მოთამაშე შეიძლება იყოს სამეულში." - აცხადებს ფაბრეგასი.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]