Football is Art - ბარსელონამ სეზონის მე-4 ფორმა წარადგინა

Football is Art - ბარსელონამ სეზონის მე-4 ფორმა წარადგინა

რამდენიმე წუთის წინ "ბარსელონამ" მიმდინარე სეზონის მე-4 ფორმა წარადგინა და სიმბოლურია, რომ ეს დღეს, 19 ნოემბერს მოხდა.

ზუსტად 20 წლის წინ, 2005 წლის 19 ნოემბერს "ბარსელონამ" "რეალ მადრიდი" მადრიდში 3-0 გაანადგურა. ერთი გოლი სამუელ ეტო'ომ გაიტანა, ხოლო ორი - რონალდინიომ. სწორედ ამ ლეგენდარულ თამაშსა და გოლებს ეძღვნება "ბლაუგრანას" ახალი ფორმა.

მაისურის ზოლები ტრადიციულად ვერტიკალურია, თუმცა არაა სტრუქტურირებული. ზოლები სიმბოლურად განასახიერებს იმ მატჩში გატანილი გოლების დროს ბურთის ტრაექტორიას. გარდა ამისა, მაისურის შიდა მხარეს დატანილია რიცხვები "14", "58" და "77". სწორედ ამ წუთებზე გაიტანეს ეტო'ომ და რონალდინიომ გოლები.

ახალი ფორმის სახელწოდებაა "ფეხბურთი ხელოვნებაა".

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    Culé [?]
    #2 გუშინ, 18:22
    2
    მშვენიერია
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 გუშინ, 17:55
    2
    მშვენიერი ფორმაა, მითუმეტეს რო გახსენებს რას ეძღვნება.