უფრო მეტ გოლს გავიტან - ფერან ტორესი
"ბარსელონას" თავდამსხმელმა ფერან ტორესმა, რომელმაც გუშინ "ხეტაფესთან" მატჩში (3-0) დუბლი შეასრულა, თამაშის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
"ხეტაფე" ძალიან ბევრ ჯარიმას იღებს. ისინი არაფრისთვის თამაშობენ.
ჩემი სტატისტიკა? როგორც ყოველთვის ვამბობდი, შემიძლია, "ბარსელონაში" საკვანძო მოთამაშე ვიყო. თითოეულ შესაძლებლობას მაქსიმალურად ვიყენებ. კიდევ უფრო მეტს გავიტან.
ჰეთ თრიქამდე ხელი ძელმა შემიშალა, მაგრამ წინ უფრო მეტი გოლი იქნება.
ტორესმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 6 მატჩში 4 გოლი გაიტანა და ერთი ასისტი გააკეთა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]