ჰანსი ფლიკი: განმეორებითი მატჩი უნდა მოვიგოთ
- თამაშის დრო: სამშაბათი, 6 მაისი, 23:00
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალის პირველ თამაშში (3-3) "ინტერთან" დაპირისპირების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
განმეორებითი მატჩი წინაა და უნდა მოვიგოთ. მილანში ფინალამდე ფინალი გვექნება.
ფინალში გასასვლელად 90 წუთი გვაქვს. ჩვენი მიზანი ესაა.
შეხვედრა კარგად ვერ დავიწყეთ. ორი გოლი გავუშვით, მაგრამ წონასწორობის აღდგენა მოვახერხეთ.
"ინტერმა" აჩვენა, რომ დიდი გამოცდილების მქონე შესანიშნავი გუნდია. მათ სტანდარტული მომენტები გამოიყენეს. ეს ნახევარფინალია და ტურნირზე საუკეთესო გუნდი დარჩება.
არ ვიცი, გახსოვთ თუ არა, მაგრამ ესპანეთის თასზე "ატლეტიკოსთან" მსგავს სიტუაციაში ვიყავით. ეს ფეხბურთია.
ეს თვე მატჩებით ძალიან გადატვირთული იყო და კუნდეს ტრავმა სწორედ ამის შედეგია, მაგრამ გრაფიკი ასეთია.
ყველამ იცის, რომ იამალი ფანტასტიკური ფეხბურთელია. ლამინი ამას დიდ თამაშებში აჩვენებს.
"ინტერი" არის გუნდი, რომელიც თავს ძალიან კარგად იცავს და თანაც შეტევაზე უარს არ ამბობს. ეს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალია. ძალიან თანაბარი თამაში იყო.
მატჩი უნდა გავაანალიზოთ, მაგრამ ჩვენი თამაშის სტილი შესანიშნავი იყო.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 29 ]