ჰანსი ფლიკი დორტმუნდთან მატჩის შემდეგ

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში "დორტმუნდთან" გამართული განმეორებითი შეხვედრისა (3-1) და ნახევარფინალში გასვლის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
ძალიან კარგი მეტოქე გვყავდა და საოცარი ატმოსფერო იყო. ასეთი მატჩების თამაში იოლი არაა, მაგრამ ჩვენ ეს მოვახერხეთ.
ჩემპიონთა ლიგა მსოფლიოს საუკეთესო ჩემპიონატია. 1/2-ფინალში გასვლა ფანტასტიკურია.
შეგვეძლო, უკეთ გვეთამაშა, მაგრამ ჩემს ფეხბურთელებზე ზედმეტი ზეწოლა "დორტმუნდის" მიმართ უპატივცემულობა იქნებოდა.
დღეს მთავარი ისაა, რომ ნახევარფინალში ვართ.
ბრძოლას გავაგრძელებთ. ყოველთვის არის რაღაც, რისი გაუმჯობესებაც შეგვიძლია.
შესანიშნავი გუნდი გვყავს. მართალია, დღეს ისე კარგად არ გვითამაშია, როგორც სხვა დროს, მაგრამ მეტოქეც საქმეშია და სტუმრები ვიყავით.
უფრო პოზიტივზე უნდა ვიფიქროთ და ვეცადოთ, ნეგატიურები არ ვიყოთ.
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლა წარმატებაა და დღეს ამას აღვნიშნავთ.
თითოეულ თამაშში ჩვენი სტილი უნდა ვაჩვენოთ. რაც დღეს მოხდა, ეს უნდა გამოვასწოროთ. გუნდს ვენდობი და ვიცი, რომ რიტმს დავიბრუნებთ. დღეს დავინახეთ, რა არის სასწორზე.
ინიგოს ყვითელი ბარათი ჰქონდა და გარისკვა არ გვინდოდა, ამიტომ მან დღეს დაისვენა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 25 ]