ჰანსი ფლიკი ლეგანესთან მატჩის წინ
- თამაშის დრო: კვირა, 15 დეკემბერი, 23:55
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა "ლეგანესთან" მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
ჩვენ 100%-ით კონცენტრირებულნი უნდა ვიყოთ, რადგან ყველა გუნდი მეტოქის სისუსტეებს ეძებს. ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ.
დისკვალიფიკაცია? რთულია, მაგრამ სიტუაციას უნდა შევეგუო. ადამიანები ვართ და შეცდომებს ვუშვებთ. ემოციები მეტად უნდა ვაკონტროლო. მსაჯებისგან მხოლოდ იმას ვითხოვ, რომ ყველა გუნდის წინააღმდეგ მსგავსი მიდგომა ჰქონდეთ.
ვგეგმავთ, რომ არაუხომ ხვალ სათამაშო დრო მიიღოს. ის მზადაა.
"ატლეტიკოზე" არ ვფიქრობთ, ახლა მხოლოდ "ლეგანესთან" შეხვედრაზე ვართ კონცენტრირებული.
ამ გუნდით ძალიან ბედნიერი ვარ. ისინი მსაჯებთან არ მირბიან და არ წუწუნებენ. მე სწორედ ეს მინდა. ფეხბურთელებს სწორი დამოკიდებულება აქვთ. ვფიქრობ, ბოლო წლებთან შედარებით საგრძნობი წინსვლაა.
რაფინიას დასვენება? დღეს მისი დაბადების დღეა და ძალიან კარგ ხასიათზეა, ის დადებითი ენერგიითაა სავსე. ხვალ დაველაპარაკები და გადავწყვეტთ, ითამაშებს თუ არა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 20 ]