ბარსელონას ლა ლიგაში გალიდერების კარგი შანსი აქვს
ესპანეთის ჩემპიონატის 24-ე ტური "ბარსელონასთვის" ძალიან კარგად დაიწყო. დღეს გამართულ შეხვედრებში კატალონიური გუნდის ორივე კონკურენტმა ქულები დაკარგა.
ლიდერი "რეალ მადრიდი" "ოსასუნას" ეწვია და ანგარიშში დაწინაურების მიუხედავად შინ ერთი ქულით დაბრუნდა. "ბლანკოსმა" ლა ლიგაში ზედიზედ მესამე მოუგებელი თამაში ჩაატარა. ზედიზედ მეორე შეხვედრაში დაკარგა ქულები კიდევ ერთმა მადრიდულმა გუნდმა, "ატლეტიკომ", რომელიც საკუთარ კედლებში "სელტას" დაუზავდა.
24 ტურის შემდეგ "რეალ მადრიდს" 51 ქულა აქვს, "ატლეტიკოს" კი - 50. "ბარსელონამ" ერთით ნაკლებ თამაშში 48 ქულა მოაგროვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ორშაბათს საკუთარ კედლებში "რაიო ვალეკანოს" დამარცხების შემთხვევაში ჰანსი ფლიკის გუნდი "რეალ მადრიდს" ქულებით გაუთანაბრდება, ხოლო ბურთების უკეთესი შეფარდებით პირველ ადგილსაც დაიკავებს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 36 ]