ლა ლიგაში ბარსელონა გალიდერდა

ლა ლიგის 7 ტურის შემდეგ გათამაშებას "ბარსელონა" ლიდერობს. პირველ ადგილზე მყოფი გუნდი მას შემდეგ შეიცვალა, რაც "რეალ მადრიდმა" "ოსასუნასთან" ქულები დაკარგა.
გუშინ მადრიდულმა გუნდმა "ოსასუნას" უმასპინძლა. "ბლანკოსმა" პირველი ტაიმი ვინისიუსის გოლით მოიგო, მაგრამ მეორე ნახევრის დასაწყისში კიკე გარსიამ გაათანაბრა და სტუმრებს ქულა მოუტანა. კარლო ანჩელოტის გუნდს ვერც შეხვედრის მიწურულს დანიშნულმა თერთმეტმეტრიანმა და მეტოქე ფეხბურთელის გაძევებამ უშველა - ქარიმ ბენზემამ არაზუსტად დაარტყა.
7 ტურის შემდეგ "ბარსელონასა" და "რეალ მადრიდს" 19-19 ქულა აქვთ, ბურთების უკეთესი სხვაობით კი ლიდერი "ბლაუგრანაა".
"ბარსელონა" ლა ლიგას 2020 წლის 17 ოქტომბრის შემდეგ სათავეში პირველად ჩაუდგა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]