ჟოან ლაპორტა ერლინგ ჰოლანდზე ოცნებას არ წყვეტს
რთული ფინანსური მდგომარეობის მიუხედავად "ბარსელონას" მაინც აქვს იმედი, რომ ისეთი დონის ვარსკვლავის დამატებას შეძლებს, როგორიც ერლინგ ჰოლანდია. ინფორმაციას ამის შესახებ Sport ავრცელებს.
ჟოან ლაპორტას ჰოლანდის აგენტთან, მინო რაიოლასთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. იტალიელი აგენტის გარდაცვალების შემდეგ ნორვეგიელი ვარსკვლავის აგენტი რაფაელა პიმენტა გახდა, რომელთანაც "ბარსელონას" პრეზიდენტს ასევე კარგი ურთიერთობა აქვს. სწორედ ეს აძლევს მას ოპტიმიზმის საფუძველს.
კატალონიური მედიის ცნობით საპრეზიდენტო ვადის გასვლამდე ლაპორტას ორი ხმაურიანი ამბის მოსწრება სურს. ერთი განახლებული "სპოტიფაი კამპ ნოუ" იქნება, მეორე კი, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერი. "ბლაუგრანას" პრეზიდენტს იმედი აქვს, რომ ნორვეგიელ თავდამსხმელს 2025 წელს თუ ვერა, 2026 წელს მაინც დაიმატებს.
კატალონიელებს იმედს აძლევს პეპ გვარდიოლას "მანჩესტერ სიტიდან" შესაძლო წასვლა და "ქალაქელების" მოსალოდნელი სასჯელი, რაც, შესაძლოა, ქვედა ლიგაში დაქვეითებაც კი იყოს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 28 ]