ჟოან ლაპორტა ერლინგ ჰოლანდს გვპირდება
- 28-11-2020, 17:32
-
DaviD_ViLLa_7
- 35

"ბარსელონას" პრეზიდენტობის კანდიდატი ჟოან ლაპორტა, გაპრეზიდენტების შემთხვევაში, "დორტმუნდის" ვარსკვლავს, ერლინგ ჰოლანდს შეიძენს. ამის შესახებ ინფორმაციას El Chiringuito ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ლაპორტას ჰოლანდის აგენტთან, მინო რაიოლასთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს. ჟოანი აპირებს, რაიოლასთან მეგობრობა თავის სასარგებლოდ გამოიყენოს და მისი დახმარებით 20 წლის შემტევი "ბარსელონაში" გადმოსვლაში დაარწმუნოს.
ერლინგ ჰოლანდი ბრწყინვალე სეზონს ატარებს. ნორვეგიელი თავდამსხმელი ცოტა ხნის წინ 2020 წლის "ოქროს ბიჭუნაც" (Golden Boy) გახდა.
რაც შეეხება ლაპორტას, იგი გუშინ კატალონიური კლუბის საპრეზიდენტო არჩევნებში ოფიციალურად ჩაერთო.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 35 ]