ლაპორტა ჰოლანდზე გიჟდება - ჟერარ რომერო

ცნობილი ესპანელი ჟურნალისტის, ჟერარ რომეროს ინფორმაციით, "ბარსელონას" პრეიზდენტს ჟოან ლაპორტას "დორტმუნდის" ვარსკვლავის, ერლინგ ჰოლანდის შეძენა ძალიან სურს.
წყაროს ცნობით, ლაპორტა ჰოლანდზე გიჟდება. პრეზიდენტს სურს, რომ ნორვეგიელი თავდამსხმელი მისი ამჟამინდელი პროექტის "რონალდინიო" იყოს.
იგივე წყარო იტყობინება, რომ ჰოლანდს უნდა, მისი მომდევნო გუნდის ლიდერი იყოს. ეს ნიშნავს, რომ ლაპორტასა და 21 წლის ფეხბურთელის სურვილები გარკვეულწილად ერთმანეთს ემთხვევა.
ასევე რომეროს ინფორმაციით, ჰოლანდის ტრანსფერის ჩაშლის შემთხვევაში "ბარსა" დუშან ვლაჰოვიჩზე გადაერთვება, რომელიც "ბლაუგრანას" გეგმა B არის.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]