დეკუ ჰოლანდის აგენტს შეხვდა - ფაბრიციო რომანოს ახსნა

დეკუ ჰოლანდის აგენტს შეხვდა - ფაბრიციო რომანოს ახსნა

არსებული ინფორმაციით, "ბარსელონას" სპორტული დირექტორი დეკუ ერლინგ ჰოლანდის აგენტ რაფაელა პიმენტას შეხვდა. როგორც ცნობილი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო აცხადებს, შეხვედრა ჰოლანდის შეძენას არ უკავშირდებოდა, ვინაიდან კლუბში არსებული ფინანსური მდგომარეობა "ბარსას" ნორვეგიელის შეძენის საშუალებას არ აძლევს.

"მანჩესტერ სიტიში" ჰოლანდი კვირაში 660 ათას ევროზე მეტს იღებს, ხოლო Transfermarkt-ზე იგი 150 მილიონ ევროდაა შეფასებული. ეს "ბარსელონას" მხრიდან ფეხბურთელის გადაბირების შესაძლებლობას გამორიცხავს. კლუბს ცალკე 200 მილიონი ევროს შოვნა ისედაც მოუწევს ფეხბურთელების გაყიდვით, რათა ლა ლიგის რეგულაციები დააკმაყოფილოს.

ჰოლანდის აგენტი ევროპის ტოპ-5 ლიგის კიდევ 27 ფეხბურთელს ემსახურება. რომანოს თქმით, დეკუ ერთ-ერთი მათგანის პოტენციურ ტრანსფერზე ესაუბრა. შესაძლო ვარიანტი "ბაიერნის" მცველი და ფრენკი დე იონგის ახლო მეგობარი მატიას დე ლიხტია.


  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 14 მარტი 2024 21:22
    1
    დე ლიხტი საერთოდ ზედმეტია ამ გუნდში. კუბარსი არაუხო, კუნდე, ინიგო და კრისტენსენია გუნდში.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 14 მარტი 2024 20:54
    0
    ციტატა: C.PC5
    ციტატა: Bakero
    ჰალანდი კი არა საყრდენი გვჭირდება საყრდენიიიიი ჯერ ! ან ბერნალი დააწინაურეთ ან საყრდენი მოძებნეთ

    მემგონი ყიდვას ისევ ეგ ჯობს, პატარაა მაგრამ ეგეთი პატარების მეტი რა გვყავს გუნდში, დააწინაურონ და ფრენკისთან ერთად იქნება კაი დუო, რომეუ მოაშორონ და იაფად იყიდონ ვინმე სხვა საყრდნი რო ზამენაც ყავდეს.

    გეთანხმები 100% -ით !
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 14 მარტი 2024 18:58
    1
    კლუბში არსებულ ფინანსურ მდგომარეობაზე რო ლაპარაკობენ ის თუ იციან რომელ ადგილზე არიან ხელფასების გაცემის მხრივ.
    გაგიკვირდებათ და ისევ პირველ ადგილზე ვართ. პსჟ მოგვდევს ყველაზე ახლოს. რა უბედურებაა რით ვერ გაარკვიეს რაში ვიხდით ამხელა ხელფასებს რა ხდება? ლიგას ლიგაზე დებენ თუ ჯერ ტიტული არ გაგვიმაზია ლა ლიგაში. მართლას მოიწვიონ სუყველა ერთად და აუხსნან ვინც არ მოიკლებს ტრანსფერზე დაჯდებაო. სხვანაირად ვერც ჰოლანდს მოიყვანენ და ვერც ბუსკეტს ოდნავ მიმსგავსებულ საყრდენს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 14 მარტი 2024 12:26
    1
    ციტატა: Bakero
    ჰალანდი კი არა საყრდენი გვჭირდება საყრდენიიიიი ჯერ ! ან ბერნალი დააწინაურეთ ან საყრდენი მოძებნეთ

    მემგონი ყიდვას ისევ ეგ ჯობს, პატარაა მაგრამ ეგეთი პატარების მეტი რა გვყავს გუნდში, დააწინაურონ და ფრენკისთან ერთად იქნება კაი დუო, რომეუ მოაშორონ და იაფად იყიდონ ვინმე სხვა საყრდნი რო ზამენაც ყავდეს.
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 14 მარტი 2024 06:41
    5
    ჰალანდი კი არა საყრდენი გვჭირდება საყრდენიიიიი ჯერ ! ან ბერნალი დააწინაურეთ ან საყრდენი მოძებნეთ