ჩავის სურვილები: ჰოლანდი აუცილებლად, პოგბა სასურველია

ჩავის სურვილები: ჰოლანდი აუცილებლად, პოგბა სასურველია

დღეს ფაბრიციო რომანომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჟოან ლაპორტა ტურინში ერლინგ ჰოლანდის აგენტს, მინო რაიოლას შეხვდა.

მალევე ეს ინფორმაცია სხვა წყაროებმაც დაადასტურეს და ცნობილი გახდა, რომ ტურინის ერთ-ერთ სასტუმროში გამართულ შეხვედრას "ბარსელონას" მხრიდან მატეუ ალემანი და ჟორდი კრუიფიც ესწრებოდნენ. შეხვედრა სპონტანური არ ყოფილა და ის წინა კვირაში დაიგეგმა.

გავრცელებული ინფორმაციით მხარეებს მხოლოდ ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერზე არ უსაუბრიათ. ისინი რაიოლას კიდევ ერთ კლიენტს, პოლ პოგბასაც შეეხnენ, რომელსაც "მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება.

ცნობილი ესპანელი ჟურნალისტის, ხავი მიგელის ინფორამციით, "ბარსელონას" დამრიგებელს, ჩავი ერნანდესს ერლინგ ჰოლანდის დამატება აუცილებლობად მიაჩნია, ხოლო პოლ პოგბას ტრანსფერს ის მიესალმება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 11 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #11 16 დეკემბერი 2021 23:51
    0
    ვერცერთს ვერ მოიყვანენ, საუბედუროდ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 14 დეკემბერი 2021 14:51
    1
    ორივე, რომ მოიყვანო ბარსელონა, როგორც გუნდი უნდა გადაუფორმო რაიოლას, ამ გაუმაძღარ ღორს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 14 დეკემბერი 2021 13:35
    1
    ჩავის თუ უნდა მოიყვანონ , მაგას სწორი ხედვა ექნება, პოგბა არ მიყვარს , დაითრიონ მერე ჰოლანდი და ტორესი
    Culé [?]
    #8 14 დეკემბერი 2021 13:14
    2
    და ის ნახევარი მილიარდი საიდან მოაქვს ლაპოს ? თუ მაგდენი ფული გქონდა შეჩემანალა , მაშინ აქამდე გეყიდა ფეხბურთელები და ევროპა ლიგაზე არ მოგიწრვდა სეიორნობა . ჰოლანდი კი არა , მოიყვანე ის არგენტინელი , მეორე სუარესი დადგება მაგისგან და თან 25 მილიონი ღირს , რაიოლას დაკრულზე უნდა ვიცეკვოთ ყოველი კონტრაქტის გაგრძელების დროს , ვერ ძღება მაგის ანგარიშები და პოგბასაც მაგიტომ არ უნდა გაგრძელება ალბათ , უკეთეს პირობებს ჩალიჩობს რაიოლა .
    ფანი [?]
    #7 14 დეკემბერი 2021 11:09
    0
    ციტატა: VanillaDream
    რაო ჰოლანდი ვერ მოერგებაო ბარსას სტილსო???

    საღადაა სტილი ? როცა გვქონდა მაშინ ვერ მოერგებოდა, ახლა სახიღა დაგვრჩა, წინ ლუკდეიონგის და დეპაის ყურებას ეს აყლაყუდა იყოს მირჩევნია, ბოლობოლო გოლის გატანა მაინც იცის
    გულშემატკივარი [?]
    #6 14 დეკემბერი 2021 10:03
    1
    ბაზარი არა ეს ორი წყალივით სჭირდება ბარსას დაჟე გორეცკაც რო დაიმატონ, ნახევარი დაცვა თუ ძლიერია გუნდიც ძლიერია რეალი რონალდოს მერე როგორ არ დაიჩაგრა? კროსი და მოდრიჩი რომ არიან მაგიტო ჩავი და ინიესტას დროს ბარსას ოქროს ჰანა მაგიტო იყო უდიდესი ორი ნახევარი დაცვა რო ჰყავდა ახლაც მასეა საჭირო
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 14 დეკემბერი 2021 02:48
    0
    ჩავიმ სადაც ილაპარაკა პოგბაზე ყველგან იმას ამბობდა მაგას ბარსას დნმ არ აქვსო და ასე უცებ შეეცვალა აზრი?
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 14 დეკემბერი 2021 02:40
    2
    ციტატა: CuleTillIDie
    დიბალასაც ეწურება კონტრაქტი სეზონის ბოლოს მგონი.აგაზეც შეიძლება დაფიქრება

    იუვენტუსს თუ უნდა დემბელე, მაშინ გაცვლა შეიძლება
    ნუ თუ ტურინელებს აქვთ ამისი სურვილი
    Culé [?]
    #3 14 დეკემბერი 2021 02:01
    3
    დიბალასაც ეწურება კონტრაქტი სეზონის ბოლოს მგონი.აგაზეც შეიძლება დაფიქრება
    --------------------
    #infinit8iniesta
    გულშემატკივარი [?]
    #2 14 დეკემბერი 2021 01:33
    2
    სახელი რომ გვაქვს დარჩენილი გვეტყობა რა სუპერ ვარსკვლავი გვინდა მაგრამ გვავიწყდება რომ ახლა ვალენსიას დონეზე ვართ და არცერთ ვარსკვლავს არ სურს აქ თამაში
    ფანი [?]
    #1 14 დეკემბერი 2021 01:30
    2
    ბლეფია