ბარსელონა ერლინგ ჰოლანდის აგენტებს შეხვდა!
ჟერარ რომეროს ინფორმაციით, დღეს დეკუ ერლინგ ჰოლანდის აგენტებს - რაფაელა პიმენტასა და მაქსველს შეხვდა.
შეხვედრა 3 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. პიმენტა კიდევ ბევრი ფეხბურთელის აგენტია, მათ შორის, მატიას დე ლიხტის. მათ არაერთი მოთამაშის საკითხი განიხილეს, მაგრამ მთავარი თემა ერლინგი იყო.
ამავე ჟურნალისტის ცნობით, ნორვეგიელი ვარსკვლავის "ბარსაში" ტრანსფერი რთული იქნება, მაგრამ არა - შეუძლებელი. ჰოლანდის მოყვანა ჟოან ლაპორტას დიდი ოცნებაა. "ბლაუგრანა" მის შესაძენად 2 ფეხბურთელის გაშვებას გეგმავს.
"ბარსელონამ" შეხვედრა ერლინგის ოჯახთან და გარემოცვასთანაც ჩანიშნა, რათა ტრანსფერი განიხილოს.
აღსანიშნავია, რომ რაფაელა პიმენტამ გასულ წელს ჟოან ლაპორტაზე საინტერესო კომენტარი გააკეთა:
ლაპორტამ იცის, რომ არაფერი უნდა მთხოვოს - ეს არასამართლიანი იქნება, რადგან მან იცის, რომ ყველაფერზე დავთანხმდები.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 24 ]