ერიკ გარსია ბარსელონადან წასვლას არ აპირებს
დღეს "ბარსელონამ" ინიგო მარტინესის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. ეს ნიშნავს, რომ ჩავის განკარგულებაში მორიგი, მე-5 ცენტრალური მცველი იქნება.
მიუხედავად იმისა, რომ მის პოზიციაზე მიმდინარე სეზონში უფრო დიდი კონკურენცია იქნება, "ბლაუგრანას" ესპანელი უკანახაზელი ერიკ გარსია გუნდის დატოვებას არ აპირებს. ინფორმაციას ამის შესახებ Mundo Deportivo ავრცელებს.
კატალონიური გამოცემის ჟურნალისტის, გაბრიელ სანსის ცნობით 22 წლის ფეხბურთელი სათადარიგო ვარიანტი იქნება როგორც დაცვაში, ასევე ნახევარდაცვაში, რაც მოედანზე მისი გამოჩენის შანსებს ზრდის. გარდა ამისა მოედანს მიღმა მისი ქცევები სამწვრთნელო შტაბში კმაყოფილებას იწვევს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 16 ]