არსენალი ერიკ გარსიათი ინტერესდება

არსენალი ერიკ გარსიათი ინტერესდება

"ბარსელონას" ესპანელი ცენტრალური მცველის, ერიკ გარსიას კატალონიური გუნდიდან წასვლის შანსები იზრდება, რადგან მისით ლონდონის "არსენალი" ინტერესდება.

ინფორმაციას, რომლის თანახმადაც გარსიას ინგლისში დაბრუნების შანსი აქვს, Mundo Deportivo ავრცელებს.

მას შემდეგ, რაც ჩავიმ გუნდის დაცვის ხაზი დაალაგა, გარსიას თამაშის შანსი თითქმის აღარ ეძლევა. კატალონიური მედიის ცნობით ფეხბურთელს კიდევ ერთი ასეთი სეზონის ჩატარება არ სურს, რაც მისი გუნდიდან წასვლის შანსებს ზრდის.

მომდევნო სეზონში რომ გარსიას მდგომარეობა არ შემსუბუქდება, ეს აშკარაა, რადგან გავრცელებული ინფორმაციით "ბარსამ" კიდევ ერთი ცენტრალური მცველის, ინიგო მარტინესის დამატების საკითხი უკვე გადაწყვიტა.

22 წლის ესპანელის ერთადერთი ხსნა პოზიციის შეცვლაშია. ცნობილია, რომ ჩავი აპირებს, ახალგაზრდა ფეხბურთელი საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე გამოცადოს. თუ ეს ექსპერიმენტი გაამართლებს, ერიკის "ბარსაში" დარჩენის შანსები გაიზრდება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #7 30 მარტი 2023 21:45
    0
    30 მილიონად გაყიდიან არსენალში წესით
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 30 მარტი 2023 21:28
    1
    წავიდეს ჯობია, ფული ძალიან გვჭირდება ქვეყნის ფეხბურთელები გვყავს დასარეგისტრირებელი და იქნებ მესიც.
    ფანი [?]
    #5 30 მარტი 2023 17:23
    1
    Gaushvit arcenalshi. Arteta ragacashi mainc gamoiyenebs,mshvenier axalgazrda gundshi iqneba.
    Culé [?]
    #4 30 მარტი 2023 15:44
    2
    რომელს ამოაგდებს ან ძირითადიდან ან სკამიდან : არაუხოს , კრისტენსენს , კუნდეს თუ ინიგო მარტინესს ? ვერცერთს ჰოდა სანამ დროა და სადაც ინტერესდებიან " არსენალი " იქ წავიდეს მისთვისვე უკეთესი იქნება
    ფანი [?]
    #3 30 მარტი 2023 15:33
    2
    ინიგო მარტინესი მოიყვანესო და ეს მართლა ტყუილადაა გუნდში
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 30 მარტი 2023 12:38
    8
    შეუფუთეთ
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    ფანი [?]
    #1 30 მარტი 2023 10:51
    6
    ეგრევე გაუშვით