ბარსელონა ინიგო მარტინესის წელს დამატებას აღარ აპირებს

ბარსელონა ინიგო მარტინესის წელს დამატებას აღარ აპირებს

"ბარსელონა" "ბილბაოს" გამოცდილი ცენტრალური მცველის, ინიგო მარტინესის წელს დამატებას არ აპირებს. ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.

როდესაც ჟიულ კუნდეს "ბარსელონაში" გადმოსვლა საფრთხის ქვეშ დადგა, კატალონიურმა კლუბმა ალტერნატივების ძებნა დაიწყო და ერთ-ერთ ვარიანტად 31 წლის ბასი უკანახაზელი განიხილებოდა. კუნდეს გადმოსვლის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბლაუგრანა" მარტინესით ისევ იყო დაინტერესებული.

კატალონიური Mundo Deportivo-ს ცნობით "ბარსა" ინიგოს მიმდინარე წელს დამატების ვარიანტს აღარ განიხილავს. კატალონიელები ძველ გეგმას მიჰყვებიან და მარტინესის 2023 წელს უფასოდ დამატებას აპირებენ, თუ ის "ბილბაოსთან" ხელშეკრულებას არ გაახანგრძლივებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 10 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #10 2 აგვისტო 2022 20:37
    0
    ციტატა: Moriba
    პიკე ბუსი რობერტო ალბა ეს სეზონი და წავა სავარაუდოდ ოთხივე და სახლეფასო ბიუჯეტიც შემცირდება ძაან თან ოთხივე კაპიტანს გავაცილებთ მესი რატომღაც არამგონია რო დაბრუნდეს არადა ძაან მაგარიიქნება

    ჩემი აზრით ამ ჩამონათვალიდან მხოლოდ ბუსკე წავა, პიკე და ალბა სავარაუდოდ 1-2 წელი კიდევ იქნებიან გუნდში, და რობერტოს "როგორ აკადრეთ" - ჯერ პსჟ-თან გოლი უნდა ამოგვაცეცხლოს ბოლომდე ამ "სკამის ხეხვის" ლეგენდამ!!!..::: wink wink wink
    ფანი [?]
    #9 2 აგვისტო 2022 18:28
    0
    საერთოდ არ არის საჭირო ინიგო
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 2 აგვისტო 2022 15:44
    1
    ციტატა: CHEPE
    უფასოდ მოჟნა მოვიდეს პიკე წავა თან და ეს ჩაანაცვლებს რატომაც არა როტაციებში კარგი იქნება თან ბილბაო ისე ჟილკიანად თამაშობს რომ ყველა ჯანზეა თითქმის მანდ

    ამას ეტყობა ალვესის სტილზეა, ჩანს რო მახარაობა უყვარს, შეიძლება გუნდში დადებითი მუხტი შემოიტანოს კიდეც.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 2 აგვისტო 2022 15:22
    0
    რაღათ გვინდა ამდენი ცენტრალური მცველი
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    წევრი [?]
    #6 2 აგვისტო 2022 14:49
    1
    ციტატა: CHEPE
    არაუხო ძაან ნელიაო ვინისიუსმა კლასიკოში ჩაუქროლაო და მაგერ შეეტყო მისი მინუსიო😂😂😂
    და ამ დროს ყველაზე სწაფ მცველს პრემიერლიგისას ჩაუქროლა ისე რომ უკნიდან მისდევდა😅😅😅
    არაუხოს თუ სისწრაფე არააქ აბა ვისააქ სისწრაფე😅😅😅 ეჰ არა რაა სანამდე რეალი იარსებებს მანამდე ვერ გამოიხედებიან თვალებიდან მისი ფანობა

    ვინისიუსს ერთხელ გაუვარდა არაუხოსთან,მარა კრისტენსენი კარგი იყო დაზღვევაზე.ეგ ერთი მომენტი შერჩათ ხელში და ვსო.სიტყვებით აღწერა შეუძლებელია მადრიდისტების.შავზე იძახიან რომ თეთრიაო.
    ფანი [?]
    #5 2 აგვისტო 2022 13:41
    0
    პიკე ბუსი რობერტო ალბა ეს სეზონი და წავა სავარაუდოდ ოთხივე და სახლეფასო ბიუჯეტიც შემცირდება ძაან თან ოთხივე კაპიტანს გავაცილებთ მესი რატომღაც არამგონია რო დაბრუნდეს არადა ძაან მაგარიიქნება
    Culé [?]
    #4 2 აგვისტო 2022 13:29
    3
    იქნება პიკე მიხვდეს რომ აღარ ენდობიან და წავიდეს თავის ნებით. მადლობა ყველაფრისთვის რაც გუნდისთვის გააკეთა მარა ხავი და ინიესტა წავიდნენ როცა დრო მოვიდა და პიკე ვინ ჩემი ფეხებია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 2 აგვისტო 2022 12:34
    0
    პიკე წავა კაკრას და უფასოდ თუ დავიმატებთ ინიგოს ძაანაც კარგი
    წევრი [?]
    #2 2 აგვისტო 2022 11:19
    1
    არამგონია კონტრაქტი რომ გაახანგრძლივოს.შემდეგი სეზონისთვის ძაან კაი ტრანსფერი იქნება.კაკრას შემდეგი სეზონისთვის პიკეც წავა წესით და მართლა კარგად ჩაანაცვლებს.თან უკვე ბარსა ფინანსურად მოზლიერებული იქნება.

    https://goal.ge/news/192043/miatovichi-barselona-kargad-gadzlierda-magram-reals-ufro-uketesi-shemadgenloba-hyavs

    რათქმაუნდა ახლა რეალის ყოფილი ფეხბურთელი თავის გუნდს მიიჩნევს ძლიერად.წესიერი არგუმენტი ვერ მოიყვანა რატომაა რეალი ბარსაზე ძლიერი.

    სეზონის ბოლოს მადრიდისტებს თავის მართლება მოუწევთ ასე ვატყობ. :)
    წევრი [?]
    #1 2 აგვისტო 2022 11:10
    1
    უფასოდ იდეალური შევსება იქნება. სკამზე ინიგოს ნაირო მცველის ყოფნა ძალიან დიდი პლიუსია.