დე იონგის რეალ მადრიდთან თამაშის შანსები იზრდება

"ბარსელონას" ერთ-ერთი ლიდერის, ფრენკი დე იონგის გამოჯანმრთელების პროცესი მოსალოდნელზე კარგად მიმდინარეობს და 5 აპრილს გასამართ "ელ კლასიკოში" მისი თამაშის შანსები იზრდება.
ნიდერლანდელმა შუახაზელმა მუხლის ტრავმა 20 მარტს გამართულ "ელ კლასიკოში" მიიღო, რის გამოც მას სანაკრებო თამაშების გამოტოვება მოუხდა.
As-ის ჟურნალისტის, ხავი მიგელის ცნობით თავდაპირველად დე იონგის მომდევნო "კლასიკოში" გამოჩენის შანსები 10%-ით ფასდებოდა, მაგრამ ბოლო სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ ეს შანსები 25%-მდე გაიზარდა.
ამჟამად "ბარსას" ლაზარეთში დე იონგის გარდა პედრი, უსმან დემბელე, ანდრეას კრისტენსენი და რონალდ არაუხო იმყოფებიან. ცნობილია, რომ კრისტენსენის, პედრისა და დემბელეს 5 აპრილს "რეალ მადრიდთან" თამაში გამორიცხულია, არაუხოს კი "ბლანკოსის" წინააღმდეგ მოედანზე ვიხილავთ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]