ბარსელონამ 2023/24 წლების სეზონის პირველი 3 მატჩის გასვლაზე ჩატარება ითხოვა
"ბარსელონამ" ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას სთხოვა, რლმ 2023/24 წლების სეზონის პირველი 3 ლალიგური მატჩი სტუმრად ჩაატარებინოს.
ამის მიზეზი ისაა, რომ "კამპ ნოუზე" რეკონსტრუქციის დაწყების გამო "ბარსა" სათამაშოდ "მონჟუიკზე" უნდა გადავიდეს, მაგრამ მომავალი სეზონის სტარტზე ეს სტადიონი მზად ჯერ არ იქნება.
შესაბამისად, "ბლაუგრანას" სურს, რომ ესპანეთის ჩემპიონატში პირველი 3 შეხვედრა გასვლაზე გამართოს, შემდეგ კი "მონჟუიკზე" გადაინაცვლებს.
ლა ლიგის შემდეგ, სტადიონის ცვლილებაზე ცნობა UEFA-მაც მიიღო.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]