საიმედო წყაროები იუწყებიან: ლიონელ მესი ბარსელონაში ბრუნდება
ლიონელ მესის "ბარსელონაში" შესაძლო დაბრუნებაზე უკვე არაერთი ცნობილი ჟურნალისტი საუბრობს.
ფაბრიციო რომანო: ჩავი მესის დაბრუნებით შეპყრობილია და კლუბს ამისთვის ყველაფრის გაკეთებას სთხოვს. "ბარსელონა" არგენტინელის დაბრუნებაზე ოცნებობს და ამაზე საუბარი უკვე საჯაროდაც დაიწყო.
ელენა კონდისი: "ბარსაში" ლეო მესის დაბრუნების კამპანია დაიწყო. ლაპორტას შემდეგ კლუბის ყველაზე ავტორიტეტულმა წარმომადგენელმა, რაფა იუსტემ საჯაროდ თქვა, რომ არგენტინელთან კონტაქტი აქვთ. გარდა ამისა, ჩავი აცხადებს, რომ მის დაბრუნებას იმედოვნებს.
მარტინ არევალო: მესი პსჟ-ს ტოვებს. ამ გუნდმა არასდროს იცოდა, რომ საუკეთესო ჰყავდა. ლეოს ბედნიერება "ბარსელონაშია" და ყველაფერს გააკეთებს, რომ დაბრუნდეს, თუნდაც უხელფასოდ.
დავიდ ბერნაბეუ: ლაპორტამ თავის გარემოცვას უთხრა: "ყველაფერს გავიღებ, რომ მესი დავაბრუნო. როგორმე ეს უნდა გავაკეთო." კლუბის შტაბს შორის გამართული გუშინდელი შეხვედრა წევრებმა იმ განწყობით დატოვეს, რომ ლეო ბრუნდება. მესი ჩავის ეუბნება, რომ დაბრუნება სურს.
ტონი ხუანმარტი: ხორხე მესიმ და ჟოან ლაპორტამ კონტაქტი აღადგინეს. ისინი უკვე დეტალებს განიხილავენ. პრეზიდენტი მზადაა, მის დასაბრუნებლად ყველაფერი გაიღოს, მაგრამ კლუბს რისკის ქვეშ არ მოაქცევს.
"ბარსას" ხელმძღვანელობასთან ურთიერთობის გამოსწორების შემთხვევაშიც კი, მესი დაბრუნების სურვილს საჯაროდ არ გამოხატავს, სანამ გარანტია არ ექნება, რომ კლუბი მის დარეგისტრირებას შეძლებს.
ფერნანდო პოლო: ჩავი ფიქრობს, რომ მესის შესაძლებლობების გათვალისწინებით, მას მე-4 ნახევარმცველად თამაში იდეალურად გამოუვა. "ბარსელონა" მომავალ სეზონს უკვე ლეოსთან ერთად გეგმავს.
"ბარსა" არგენტინელს რეალურ ვარიანტად მიიჩნევს და მასზე საჯაროდ სწორედ ამიტომ ლაპარაკობს. კლუბი ლეოსა და მამამისს უკვე აქტიურად ესაუბრება. საქმეში ლაპორტას სიძე, ალეხანდრო ეჩევარიაც მონაწილეობს.
ნებისმიერ შემთხვევაში, მესიმ დაბალი ხელფასი უნდა მიიღოს, რასაც კლუბი მოგებიდან მიღებული წილის მისთვის გადაცემით აანაზღაურებს. ფიქსირებული თანხა დაახლოებით €10 მილიონი იქნება.
ჩავი გასახდელ ოთახში ამბობს, რომ მესის დაბრუნების შემთხვევაში გუნდმა ერთიანობა უნდა შეინარჩუნოს. არგენტინელს რამდენიმე თანაგუნდელთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა, მათ შორის, ტერ შტეგენთან.
"ბლაუგრანა" აღიარებს, რომ ლეოს გამო რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელის გაყიდვა მოუწევს. წასვლის ყველაზე რეალური კანდიდატი ანსუ ფატია.
ვერონიკა ბრუნატი: მესიმ "ბარსელონას" ხაზინადარს, ფერან ოლივიეს დღეს პირადად დაურეკა. რაფა იუსტე დამაჯერებელი სწორედ ამიტომ იყო. "ბარსა" მოლაპარაკებებს აჩქარებს. ფინანსურად მისი დაბრუნება შესაძლებელია. მატეუ ალემანი ხავიერ ტებასთან რეგისტრაციის საკითხზე საუბრობს.
ესტებან ედული: მესის "ბარსელონაში" დაბრუნება სურს. თუ კატალონიური კლუბი შეთავაზებას გააკეთებს, ის კვლავ ლურჯ-ბროწეულისფერი მაისურით ითამაშებს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 13 ]