ჩელსი ბალდეს შეძენით ინტერესდება
"ჩელსი" "ბარსელონას" ახალგაზრდა განაპირა მცველის, ალეხანდრო ბალდეს შეძენით ინტერესდება.
Sport-ის ინფორმაციით, ლონდონური კლუბი, რომელსაც მარცხენა მცველის პრობლემა აქვს, მზადაა 19 წლის ფეხბურთელში სოლიდური თანხა გადაიხადოს, თუმცა კატალონიელებს ესპანელის გაშვება არ სურთ.
წყაროს ცნობით, "ბარსას" პრიორიტეტი ბალდესთვის კონტრაქტის გახანგრძლივებაა. კლუბი ფეხბურთელთან თითქმის შეთანხმებულია, თუმცა ხელშეკრულების გაფორმება ფინანსური Fair Play-ს მოგვარებამდე ვერ მოხერხდება.
თავად ახალგაზრდა უკანახაზელსაც "ბარსელონაში" დარჩენა სურს, მიუხედავად იმისა, რომ სხვა კლუბებს "ბარსასთან" შედარებით გაცილებით მაღალი ხელფასის შეთავაზება შეუძლიათ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]