ჩავი ერნანდესი ელჩესთან მატჩის წინ
"ბარსელონა" ხვალ, თბილისის დროით 23:00 საათზე ლა ლიგის 27-ე ტურში სტუმრად "ელჩეს" დაუპირისპირდება.
ჩავი ერნანდესმა "ელჩესთან" მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
რთულია იმის განსაზღვრა, თუ როგორი სისტემით ითამაშებს "ელჩე", რადგან გუნდმა მწვრთნელი შეცვალა. მათ დასაკარგი ცოტა აქვთ.
მესის დაბრუნებაზე სასაუბროდ სწორი დრო არაა, როგორც მისთვის, ისე კლუბისთვის. ლეო ჩემი მეგობარია და ხშირად ვესაუბრები. მისი დაბრუნება განხილვის საგანია, თუმცა ეს ჩემზე არაა დამოკიდებული. ვიმედოვნებ, მას "ბარსას" მაისურით კიდევ ვიხილავთ.
ანსუს ვესაუბრე, ის მშვიდადაა და საქმეზეა ორიენტირებული, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. მამამისის მესმის, მის განცხადებას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ. ფატი მხოლოდ 20 წლისაა, "ბარსაში" კი დიდი კონკურენციაა.
გავის წინააღმდეგ წამოწყებული კამპანიის შესახებ ფაქტები არ მაქვს. ის არაჩვეულებრივი ფეხბურთელია და თავს ბედნიერად გრძნობს. გავი თავის პოზიციაზე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. როგორც ვხვდები, პრობლემა ისაა, რომ ის "ბარსაში" თამაშობს.
ითამაშებს თუ არა არუახო ხვალ იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ იგრძნობს ის თავს.
ალეიშ გარიდო ადრე გამოვიძახეთ, თუმცა მას ტრავმა ჰქონდა. მას ბოლო პასის გაკეთება შეუძლია, რაშიც პედრის გამოკლების შემდეგ ყველაზე მეტად გვიჭირს.
მესის დაბრუნება ბევრ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული, მათ შორის ფინანსურ საკითხზე. მაგრამ ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი, თავად ლეოს სურვილი იქნება.
შეტევაში თამაში უნდა გავაუმჯობესოთ. ლევანდოვსკი პასებით უკეთ უნდა მოვამარაგოთ.
გარსიას საყრდენად გამოცდაზე დიდხანს ვფიქრობდი. მას კარგი პასი აქვს, აგრესიულია და ორთაბრძოლების მოგება შეუძლია. ვფიქრობ, ერიკი ამ პოზიციას კარგად მოერგება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]