workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა გაბრიელ ჟეზუსს ყიდულობს | HERE WE GO!

ბარსელონა გაბრიელ ჟეზუსს ყიდულობს | HERE WE GO!

bolt მოკლედ
"ბარსელონამ" ლონდონის "არსენალთან" ბრაზილიელი თავდამსხმელის, გაბრიელ ჟეზუსის ტრანსფერზე სრულ შეთანხმებას მიაღწია. 29 წლის ფორვარდი ორშაბათს სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კატალონიურ კლუბთან კონტრაქტს გააფორმებს.

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს “ბარსელონამ” მოულოდნელი და ხმაურიანი შეთანხმება დახურა: ბრაზილიელი თავდამსხმელი გაბრიელ ჟეზუსი კარიერას კატალონიურ გრანდში გააგრძელებს. ინფორმაციას ამის შესახებ ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

ტრანსფერის დეტალები და ფინანსები

“არსენალთან” ყველა დეტალი შეთანხმებულია. “ბარსელონა” ბრაზილიელი ფორვარდის სანაცვლოდ 10 მილიონ ევროს პლუს ბონუსებს გადაიხდის. თავად ფეხბურთელმა კატალონიელთა შეთავაზებას უკვე თანხმობა განუცხადა.

მხარეებს შორის სიტყვიერი შეთანხმება უკვე შედგა და კლუბების იურისტები საჭირო დოკუმენტაციას ამზადებენ. ჟეზუსი ესპანეთში გაემგზავრება, სადაც ორშაბათს სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

დეკუს მოულოდნელი სვლა

როგორც დღეს Mundo Deportivo-ს ჟურნალისტი ფერნანდო პოლო იტყობინებოდა, გაბრიელ ჟეზუსის დამატება პირადად სპორტული დირექტორის, დეკუს ინიციატივა და სურვილი იყო. ხულიან ალვარესის ტრანსფერის ჩაშლის შემდეგ, კლუბმა შემტევი ხაზის გასაძლიერებლად სწორედ გამოცდილი ბრაზილიელის კანდიდატურა შეარჩია.

მოსალოდნელია, რომ ტრანსფერი ოფიციალურად უახლოეს 24 საათში დადასტურდება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (44)

  • barsamesia
    barsamesia ვეტერანი
    schedule 31 აგვ 2026, 12:50
    #44

    ძაან მაგარია! ამ ფასად ტოპ შენაძენია! თუ ფიზიკურად მოხოდავენ, მაგარი ტრანსფერია ბარსასთვის. სტაბილურობა თუ დაუბრუნდა, ნახავთ როგორც გამოადგება გუნდს. რაფო ჰყავს გვერდით და აკლიმატიზაცია არ გაუჭირდება, გამოცდილია, ტექნიკური, ისეთი მეპასეები ეყოლება, რომ მე პირადად 20+ გოლს ველოდები მისგან, მთავარია. არ დაიტრავმოს და ფიზიკურად გაძლიერდეს, რისი იმედიც მაქვს, რადგანაც ფიზმომზადების მაგარი სპეციალისტი დაითრია ფლიკმა. მოკლედ, ამ ფასად ეს სუპერტრანსფერად შეიძლება ჩაითვალოს!

  • gbafbdfbcvbcvb
    gbafbdfbcvbcvb გულშემატკივარი
    schedule 30 აგვ 2026, 23:14
    #38

    მცველი იყდეთ ბიჭოსს

  • Albicelecte
    Albicelecte ვეტერანი
    schedule 30 აგვ 2026, 20:34
    #36

    რუდ ნისტადზე რამე სიახლეებია?
    ცაცია მცველი, ტალანტი, 18 წლისა, 1.95 სიმაღლით

  • dshvelidze
    dshvelidze ლეგენდა
    schedule 30 აგვ 2026, 20:28
    #35

    კაი ამბავია. საღოლ
    მაგარი კაცია ჟესუსი. თან რაფინია დახვდება.

  • Rivaldo80
    Rivaldo80 ვეტერანი
    schedule 30 აგვ 2026, 19:35
    #31

    10 მილიონად ჟესუსას რა დაეწუნება ღადაობთ ბიჭო😂😂😂 უდიდესი გამოცდილება და ზოგადად ყველაფერი აქვს ტიპს ჩვენ სტილს მოერგოს. ეგრე იწუნებდით აუბასაც და კი დაგადუმათ 😂😂✌🏻

    • ALBATROSS
      ALBATROSS ახალბედა
      schedule 30 აგვ 2026, 19:43
      #32

      ნეტა კი მოეყვანათ ობამა მაგარი ტიპია რაა ეხლაც რა ხოდზეა ასაკი არაფერია ტიპისთვის 40 წლამდეც იყომარებს

      • Bakero
        Bakero ლეგენდა
        schedule 30 აგვ 2026, 19:45
        #33

        სპეციალურად ობამას გამო ვუყურებ ” დეპორის ” თამაშებს ორივე ტურში შეაგდო ! თან რა ხოშიანი გოლები ❤️

        • ALBATROSS
          ALBATROSS ახალბედა
          schedule 30 აგვ 2026, 20:27
          #34

          იმედია რეალსაც გაუბაბანებს ორივე მატჩში როგორც ბარსელონაში ქნა ისე😅😅😅

      • nika 54
        nika 54 ლეგენდა
        schedule 30 აგვ 2026, 23:58
        #39

        ეხლა 37 წლისაა და დღესაც გაუტანა ვალენსიას.

  • Bakero
    Bakero ლეგენდა
    schedule 30 აგვ 2026, 19:33
    #30

    wow Deco ! საღოლ არ ველოდი უგამოცდილესი და უტეხნარესი ! სკამი კი არა ემანდ რაფა არ ამოაგდოს ძირითადიადან😂 😂 რა მაიმედებს ?! თქვენ აქ ჯიგრებო ერთი მთავარი ჯოკერი გავიწყდებათ ფიზმომზადების მწვრთნელი დოქტორი კუგელი ! ფეხმოტეხილი ფერმინ ლოპესი რომ გიჟივით დარბის ! მკვდარი ქრისტენსენი რომ გაცოცხლდა ! (მიუხედავად იმისა რომ საზიზღარ ფორმაშია) როდრი (მნიშვნელოვანი კაცი) რომ ასე უცბად მოხოდეს გუნდის ინტენსივობასთან მორგებულ თამაშს ვგულისხმობ! (მიუხედავად იმისა რომ ჩემთვის პირადად ყოველთვის ნელი იყო და არის ! მაგრამ მაგ ” სინელეს” ყოველთვის სათამაშო ინტელექტით აკომპენსირებდა და აკომპენსირებს ) აი ეგ ყველაფერი დოქტორ კუგელის დამსახურებაა რომელიც ფლიკმა მოიყვანა როგორც იქნა ამ სეზონზე ! ჰოდა გაბრიელ ჟეზუსის ტრავმიანობასაც მიხედავენ რის იმედიც მაქვს ! ხოშიანი ტრანსფერია ზუსტად ეგეთი გამოცდილი კაცი ბარსას სათამაშო სტილთან მორგებული გვჭირდებოდა ! ჰოდა მოუწევს ჟეზუსს წინ და უკან სირბილი 🔥 თავისი სათამაშო დროის მიხედვით 😂 ! ისე ჰანსი ბიძიას გუნდში ვერ /არ გაჩერდები !

  • mesi_10
    mesi_10 ლეგენდა
    schedule 30 აგვ 2026, 19:18
    #27

    მიქაუტაძეზე ეჩალიჩათ რა იქნებოდა მარა რას ვიზავთ ჩვენს ნდომაზე არაა საქმე ეს კი თუ რეალურია მივესალმები ტრანსფერს ვინაიდან საუკეთესო ლიგიდან ერთერთი საუკეთესო გუნდიდან გადმოდის და თუ ვერაფერს შემატებს არც არაფერს დააკლებს გუნდს კოკლეთ გამიხარდება თუ დადასტურდება ტრანსფერი მარა პორადათ მიქოს ტრანსფერს ვისურვებდი რადგან ალვარესი არ გამოვიდა…

    • Mariami Kh
      Mariami Kh გულშემატკივარი
      schedule 30 აგვ 2026, 19:26
      #29

      მიქაუტაძეს 70ს აფასებდა ვილიარეალი, დიდი პატივისცემის მიუხედავად ჟორჟში 70ის გადახდას არ ვემხრობი, თან მითუმეტეს სკამზე იქნებოდა. ამიტომ რავიცი, სკამისთვის ჟესუსი ნორმალურია რაა, თანაც იქნებ ფლიკმა ესეც აათამაშოს.
      ახლა ერთი ცენტრალური ცაცია მცველი და რამე იქნება

  • GelaD8
    GelaD8 ვეტერანი
    schedule 30 აგვ 2026, 18:37
    #26

    ინგლისს ᲨეხედეᲗ ისეᲗ უაზრო Ღლაპებს რა ფასად ყიდულობენ არაფერი რომ არ აქვᲗ დამტკიცებული.. და ეს კიდე ყველას მიავიწყდა იმიტომ რომ ყველაფერი მის წინააᲦმდეგ იყო.. არადა არავის არ ᲩამორᲩება.. სასიამოვნო სიურპრიზი არის.. სააᲦოლ და ეს Თუ ფლიკის მოᲗხოვნაც იყო სააᲦოლ Ძმაო.. გამიხარდა Ძალიან ოᲦონდ არ დაიმტვრეს

  • GelaD8
    GelaD8 ვეტერანი
    schedule 30 აგვ 2026, 18:34
    #25

    იდეალურია.. ოᲦონდ არ დაიმტვრეს..ტიპი Ძალიან გუნდურია.. Ძლიერ ᲗამაᲨებᲨი დონეა.. პროსტა ტრავმიანობამ არ აცალა.. დონეა ტიპი და მგონია ფლიკი ფიზიკურად მოხოდავს