workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გაბრიელ ჟეზუსის დებიუტი ბარსელონაში

გაბრიელ ჟეზუსის დებიუტი ბარსელონაში

კიდევ ერთი სახელი “ბარსელონას” ისტორიის წიგნში: გაბრიელ ჟეზუსმა კატალონიური გრანდის მაისურით თავისი პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა. ბრაზილიელი მოედანზე “მესტალიაზე” “ვალენსიასთან” გამართულ შეხვედრაში გამოჩნდა, სადაც გუნდმა 5-0 იმარჯვა და ლიდერობა გაიმყარა.

ბრაზილიელი შემტევი თამაშში 81-ე წუთზე, პედრის ნაცვლად ჩაერთო, როდესაც ტაბლოზე უკვე 0-4 ფიქსირდებოდა. მას დრო ჰქონდა როგორც მეხუთე გოლის აღსანიშნავად, ისე “ბარსელონას” მაისურით საკუთარი სადებიუტო ბურთის გასატანადაც.

პირველი წუთები ადაპტაციისთვის

“ბარსელონას” ახალ 9 ნომერს სადებიუტო მატჩისთვის უკეთესი გარემოს წარმოდგენა გაუჭირდებოდა: თამაში სრულად კონტროლდებოდა, მოედანზე კი საკმარისი სივრცე იყო თავდაჯერების მოსაპოვებლად და სათამაშო რიტმში შესასვლელად.

ლამინ იამალის მიერ გატანილი მეხუთე გოლის შემდეგ შექმნილ ეპიზოდში გაბრიელ ჟეზუსმა საჯარიმოს მისადგომებიდან ბედი თავადაც სცადა, თუმცა მისი დარტყმული ბურთი სტოლე დიმიტრიევსკის კარის მარჯვენა ძელს სულ მცირედით ასცდა.

მიუხედავად იმისა, რომ პასისთვის ლამინ იამალი და რაფინია იხსნებოდნენ, გადაწყვეტილი მატჩის ფონზე სრულიად გასაგები იყო მისი სურვილი, პირველივე შეხვედრაში გაეტანა. თანაგუნდელებს ამ გადაწყვეტილების გამო უკმაყოფილება ნამდვილად არ გამოუთქვამთ და ეპიზოდის შემდეგ ბრაზილიელს გაამხნევეს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (1)

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    schedule 06 სექ 2026, 21:25

    ჯერ კიდევ ბევრი ასეთი თამაში გველოდება და ეგეც ალბათ ამოიქოქება.