ჰანსი ფლიკი “მესტალიასთან” გამოსამშვიდობებელ შეხვედრაში (0-5) თითოეულ გატანილ გოლს ემოციურად ზეიმობდა. მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე გერმანელმა სპეციალისტმა კმაყოფილება არ დამალა:
“ფანტასტიკური მატჩი იყო, თავიდანვე სრულად ვაკონტროლებდით. ვდომინირებდით და ზუსტად ეს არის ის, რისი ხილვაც მინდა. ნანახი არ მაკვირვებს, რადგან ეს სწორედ ის ხარისხია, რომლითაც ვვარჯიშობთ. ეს იყო თითქმის სრულყოფილი მატჩი. საჭიროა თამაშის გაკონტროლება და სივრცეების ათვისება გოლის გასატანად – ჩვენ სწორედ ეს ვცადეთ.”
17 გოლი 4 ტურში და “ცხრიანის” როლი
ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საწყის ოთხ ტურში ნომინალური “ცხრიანის” გარეშე გატანილი 17 გოლი, ფლიკმა ყურადღება გამარჯვებაზე გაამახვილა:
“ჩემთვის მთავარი სამი ქულაა. მოედანზე უმაღლესი ხარისხი გვაქვს, არის სივრცეები და შეგვიძლია დაბალი ბლოკის წინააღმდეგ კარგად შევუტიოთ. სასიამოვნოა ამის დანახვა, განსაკუთრებით ასეთ სიცხეში (34 გრადუსი). კმაყოფილები ვართ.
თუმცა ეს ჩვენს ხედვას არ ცვლის – ჩვენ გვჭირდება ‘ცხრიანი’. მიხარია, რომ პედრიმაც გაიტანა. მოედანზე მყოფ ნებისმიერ ფეხბურთელს შეუძლია გოლის გატანა. სივრცეებს ვიყენებთ და მომენტს ველოდებით.”
შესანიშნავი სტარტის მიუხედავად, მწვრთნელმა ყველას თავშეკავებისკენ მოუწოდა:
“გულშემატკივრები ჩვენთან ერთად არიან. ჩვენ მათთვის ვთამაშობთ. კარგი ტრანსფერები განვახორციელეთ, ფეხბურთელები ძალიან მშივრები და ახალგაზრდები არიან, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია და წინ გრძელი გზა გველის.”
5-0 მოგების შემდეგ ფლიკმა მცირე თვითკრიტიკაც გააჟღერა და გუნდს ზედმეტი ვერტიკალურობის შემცირება სთხოვა:
“არ ვიცი, რამდენად საჭიროა ამის თქმა 5-0-ის შემდეგ, თუმცა ყოველთვის შეგვიძლია უკეთ ვითამაშოთ. თამაში მეტი პასით უკეთ უნდა გავაკონტროლოთ. წინ ძალიან ბევრი მატჩია და ენერგია ყოველთვის სწორად უნდა გადავანაწილოთ.”
ლამინ იამალი, როდრი და მარკ ბერნალი
მწვრთნელმა განსაკუთრებით შეაქო ლამინ იამალის თავდადება:
“გუშინ ის გუნდისგან განცალკევებით ვარჯიშობდა, თუმცა დილით ვისაუბრეთ და მითხრა, რომ თამაში შეეძლო. ის დაცვაში პრესინგში სრულად იყო ჩართული, თამაშში ბოლომდე იყო ჩართული და ეს ძალიან კარგია.”
კომპლიმენტები ერგო როდრი ერნანდესსაც, თუმცა ფლიკმა ეს მომენტი მარკ ბერნალის წასახალისებლადაც გამოიყენა:
“ყველაფერს, რასაც როდრი აკეთებს, აზრი აქვს. ეს ამაღელვებელია. არა მხოლოდ მოედანზე, არამედ გასახდელშიც. ის ნამდვილი ლიდერია. მარკ ბერნალიც შესანიშნავად მუშაობს. მას ექნება შანსები და ამ ტრანსფერის წყალობით კიდევ უფრო მეტად მოუმატებს.”
ფერმინი, დანი ოლმო და ყვითელი ბარათები
ფერმინ ლოპესის ბრწყინვალე მატჩის შეფასებისას მწვრთნელმა როგორც ქება, ისე მცირე შენიშვნაც გააჟღერა:
“ვხედავთ, როგორი ფეხბურთელია იმით, რასაც საჯარიმოსთან და მის გარეთ აკეთებს. მუდმივად პრესინგზეა, ბურთითაც და უბურთოდაც კარგად მოქმედებს, გოლები გააქვს. მისი ძალა ინტენსივობაა, თუმცა შეცდომებსაც უშვებს, მიუხედავად იმისა, რომ ფანტასტიკურად თამაშობს.”
ფლიკმა სათადარიგოთა სკამიდან ჩართული ფეხბურთელების განწყობაც გამოარჩია და დანი ოლმოზე გაამახვილა ყურადღება, რომელმაც ორ საგოლე გადაცემა შეასრულა:
“ბევრი მოთამაშე გვყავს, ვისაც თამაში შეუძლია და ეს პროცესი უნდა ვმართო. ფეხბურთელისთვის მარტივი არაა სათადარიგო იყოს, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს. ძალიან მიხარია დანის გამო, როგორ ჩაერთო თამაშში სკამიდან. ის უაღრესად გონიერია. ჩვენ ყოველთვის გუნდისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებების მიღებას ვცდილობთ.”
რაც შეეხება პაუ კუბარსის, როდრისა და ფერმინის მიერ მიღებულ სამ ყვითელ ბარათს, ფლიკმა მსაჯის გადაწყვეტილებები სამართლიანად შეაფასა:
“პირველი, კუბარსის ეპიზოდი, აუცილებელი ჯარიმა იყო. ეს უნდა მივიღოთ. მსაჯმა (დიას დე მერამ) შესანიშნავად იმუშავა.”
ლიგა დადონ და ეს კაციც გაახარონ და ჩვენც. მოიგე ყველფერი ფლიკ. რეალი და ატლეტიკო უნდა დააჩმორო.
კანსელო დააყენოს რა მარცნივ
და მარჯვნივ გატესტოს ესპარტი
თორე კუნდეს ყურება შეუძლებელია უკვე.
გენიოსი ხარ ფლიკ❤️ ლიგა მოიგე და ჩემთვის პირადათ ნარცის გვარდიოლაზე წინ იქნება ბარსელონასთვის. ეს კაცი აქ დარჩეს კიდევ 3-4 სეზონი. ლიგა მოიგოს და ბარსელონას ისტორიაში მესამე ნომრად შევა. 1) კრუიფი, 2) მესი, 3) ფლიკი
Flikma tqva sezonis dawyebamde romeligac interviushi ro gundi sanakrebo pauzamde 100% mzad ar iqnebao. Win ra gvelodeba??
იამალის იმ გოლსაც ვერ გააუქმებდა ვარი ფეხის გრჩხილი რომ წაეჭრა.
ჰანსი, კოპა დაიკიდე და ლალიგა და უჩლ გაწურე რა