workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონას კაპიტნების ხუთეული ცნობილია

ბარსელონას კაპიტნების ხუთეული ცნობილია

bolt მოკლედ
"ბარსელონას" 2026/27 წლების სეზონის კაპიტნების ხუთეული ოფიციალურად დაკომპლექტდა: გუნდის პირველი კაპიტანი რაფინია იქნება, მას კი პედრი, ერიკ გარსია, ფრენკი დე იონგი და 19 წლის ლამინ იამალი დაეხმარებიან.

სეზონის დაწყების, ლა ლიგის საწყისი სამი ტურის ჩამთავრებისა და ჩემპიონთა ლიგის სტარტის მოახლოების ფონზე, “ბარსელონას” კაპიტნების ჯგუფი საბოლოოდ დაკომპლექტდა. ამ პროცესში გადამწყვეტი როლი მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა ითამაშა.

ჟოან გამპერის თასამდე გერმანელმა სპეციალისტმა დროებით კაპიტნებად პირადად დაასახელა რაფინია, პედრი და ერიკ გარსია, საბოლოო კენჭისყრის მოლოდინში. ახლა კი ხუთეულის შერჩევის პროცესი დასრულდა.

ფლიკის გადაწყვეტილება და გუნდის კენჭისყრა

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ჰანსი ფლიკმა გადაწყვიტა, რომ რაფინია და პედრი პირველ და მეორე კაპიტნებად საბოლოოდ დარჩენილიყვნენ. ეს სრულიად ლოგიკური ნაბიჯია, თუ გავითვალისწინებთ მათ ავტორიტეტს, ლიდერულ თვისებებს როგორც მოედანზე, ისე გასახდელში. განსაკუთრებით აღსანიშნავია რაფინია, რომელიც გერმანელი მწვრთნელის ყველაზე სანდო მოთამაშეა.

ამის შემდეგ ფლიკმა დანარჩენი სამი კაპიტნის ასარჩევად გუნდში კენჭისყრა ჩაატარა. პარასკევს გამართული გამოკითხვის შედეგად კაპიტნების ხუთეული ასე დაკომპლექტდა:

  • პირველი კაპიტანი: რაფინია
  • მეორე კაპიტანი: პედრი
  • მესამე კაპიტანი: ერიკ გარსია
  • მეოთხე კაპიტანი: ფრენკი დე იონგი
  • მეხუთე კაპიტანი: ლამინ იამალი

რატომ ეს სამეული?

ერიკ გარსია თანაგუნდელებში განსაკუთრებული პატივისცემით სარგებლობს თავისი დისციპლინისა და თავდადების გამო. ბოლო ორ სეზონში, ფლიკის ნდობის ფონზე, მისი ლიდერული თვისებები საგრძნობლად გაიზარდა და დირექტორთა საბჭოშიც კი ბევრი მას კაპიტნის სამკლაურის იდეალურ კანდიდატად ხედავდა.

ფრენკი დე იონგის არჩევაც ლოგიკური იყო: ნიდერლანდელი უკვე გახლდათ კაპიტნების ჯგუფში, გასახდელში დიდი ავტორიტეტი აქვს და მარკ-ანდრე ტერ შტეგენის წასვლის შემდეგ გუნდში ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელია.

კენჭისყრის მთავარი სიურპრიზი 19 წლის ლამინ იამალის არჩევა გახდა, თუმცა ყველასთვის ნათელია, რომ თავისი უმაღლესი კლასით ის მოედანზე გუნდის უდავო საფეხბურთო ლიდერია.

მოსალოდნელია, რომ ჰანსი ფლიკი კაპიტნების თემას “ვალენსიასთან” მატჩისწინა პრესკონფერენციაზე, თბილისის დროით 15:00 საათზე უფრო დეტალურად შეეხება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (13)

  • Aron
    Aron ახალბედა
    schedule 05 სექ 2026, 23:25
    #12

    რაფინია და კიდევ სამი კი ბატონო, მეც ვეთანხმები, მარა იამალი? კი მაგარია, კი მომავალია,კი კი კი, მარა 18-19წლის არცერთ ვარიანტში არ უნდა ტრიალებდეს ხუთეულში, ეს ჩემი აზრია. არა იმიტომ რომ არ ეკუთვნის, უბრალოდ ფსიქოლოგიურად ცოტა ზედმეტი წნეხი მგონია… თან იამალი, რომელსაც ,,მანია ვილიჩია” არ აკლია. გოლის მერე ეარმოსახვით გვირგვინს იდგავს… მესი, რომელიც თავმდაბლობის ეტალონია და ამავე დროს ფეხბურთის მეფე, ესაა მაგალითი, თანაც ასე ახლოს ბარსელონასთან. იამალი პატარაა,ის კიდევ ბევრ რამეს მიხვდება, ბევრ რამეს სხვანაირად შეხედავს მომავალში და ეს ნორმალურია, უბრაოლდ ძალიან ადრე მგონია მისთვის კაპიტნობა, ისევ მისთვისვე საზიანოა. ვიღაცა იტყვის მე5 კაპიტანია და როდის მოუწევსო, მარა შეიძლება ძალიანაც ადრე მოუწიოს და ეს არ არგებს მას… ფლიკი და მთელი ბარსელონას სტაფია ჩართული ამ ამბავში და რა თქმა უნდა ვხვდები რო ჩემზე მეტი ესმით)) უბრალოდ ეს ჩემი სუბიექტური აზრია…

    • joy
      joy გულშემატკივარი
      schedule 06 სექ 2026, 00:28
      #13

      ძმობილო, იამალს თვითონ არ აურჩევია თავის თავი კაპიტნად, კენჭისყრის მეთოდით მთელმა გუნდმა აირჩია სამი კაპიტანი. პირველი და მეორე ფლიკს დაუნიშნავს

  • me da barca
    me da barca ლეგენდა
    schedule 05 სექ 2026, 22:23
    #11

    ამ ხუთიდან ნამდვილი კაპიტანი რაფოა, დანარჩენი ვითომ კაპიტანი.

  • PUIOL5
    PUIOL5 კულე
    schedule 05 სექ 2026, 21:32
    #10

    ჩემი აზრით დეიონგი და იამალი არ უნდა იყვნენ კაპიტნები. მათ ადგილას დავაყენებდი კრისტენსენს და კუბარსის

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    schedule 05 სექ 2026, 19:23
    #9

    დე იონგს აღარ ყიდიან, მაინც და მაინც ბარსადან უნდა გავიდეს პენსიაზე?

  • La Pulga10
    La Pulga10 ვეტერანი
    schedule 05 სექ 2026, 18:44
    #8

    რაფინია კაპიტანიშე

  • Just_Barca_Lover
    Just_Barca_Lover ახალბედა
    schedule 05 სექ 2026, 13:49
    #6

    იამალისთვის ადრე არაა?

    • Moriarti
      Moriarti გულშემატკივარი
      schedule 05 სექ 2026, 14:29
      #7

      კი ადრეა მარა მეხუთე კაპიტანია, შეიძლება ამ სეზონში არც კი მოუწიოს სამკლაურის გაკეთება.

  • Frenkie de Jong_
    Frenkie de Jong_ ვეტერანი
    schedule 05 სექ 2026, 13:37
    #5

    🚨❗️| ლამინ იამალი დღეს გუნდთან ერთად არ ვარჯიშობს.

    ❌ ლამინმა გამოტოვა ბარსელონას დილის გუნდური ვარჯიში, რომელიც “მესტალიაზე” ვალენსიასთან გასამართი ხვალინდელი მატჩის წინ გაიმართა.

    🏋️ ბარსელონას 10 ნომერი თანაგუნდელებთან ერთად მოედანზე არ გასულა და ვარჯიში დარბაზში განაგრძო, მაშინ როცა გუნდის დანარჩენი შემადგენლობა ჰანსი ფლიკის ხელმძღვანელობით მოედანზე ვარჯიშობდა.

    🗣️ მოსალოდნელია, რომ ფლიკი დამატებით დეტალებს მატჩისწინა პრესკონფერენციაზე გააჟღერებს.

  • Frenkie de Jong_
    Frenkie de Jong_ ვეტერანი
    schedule 05 სექ 2026, 12:36
    #2

    დეიონგი 1 იყო და რაღაცნაირად ჩამოაჩოჩეს

    მგონი არასწორია მერე რა რო ტრამვა აქვს

    მაგას როდრის ტრანსფერის მერე უეჭველი მიაყიდიან..

    იამალისთვის ძაან ადრეა

    ერიკ გარსია თუ ასეთი საიმედო ტიპი დადგებოდა
    და 3 კაპიტანი იქნებოდა
    2 წლის წინ რო გეთქვათ გავიგუდებოდი სიცილით

    • Don_Andresito
      Don_Andresito ლეგენდა
      schedule 05 სექ 2026, 13:00
      #3

      2 წლის წინ რაფინიასეც იგივე დამემართებოდა. ხავის ბარსაში გარსია აღარც იყო, ჟირონაში იყო განათხოვრებული, რაფინია კიდე კაცს ვერ ატყუებდა, პასს ვერ აკეთებდა და გოლი ვერ გაქონდა. იმ წელს დაიწერა საუდის არაბეთისან 25 მილიონს იხდიან რაფაშიო და გამიხარდა. ვინ იფიქრებდა რო კაპიტანი და მთავარი ლიდერი გახდებოდა. საოქროსბურთე სეზონი ჩაატარა ტიპმა

      • Frenkie de Jong_
        Frenkie de Jong_ ვეტერანი
        schedule 05 სექ 2026, 13:36
        #4

        ხო მამენტ რაფინიაც
        მარა გარსია განსაკუთრებულად უნიჭო იყო

        რაფინია ცხენივით მაინც დარბოდა

  • D o p e
    D o p e ლეგენდა
    schedule 05 სექ 2026, 12:31
    #1

    რაფინიას სამკლაური არც ჭირდებოდა სულით კაპიტანია. 🫶