დღეს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეა და “ბარსელონა” ამჯერადაც იაქტიურებს. კატალონიური კლუბი როგორც ფეხბურთელების დამატებაზე, ასევე გუნდიდან გაშვებაზე მუშაობს.
ამ სიახლეში გთავაზობთ ყველა მეტნაკლებად სანდო სატრანსფერო ინფორმაციას, რომელიც დღის განმავლობაში გავრცელდება.
- 02:22 – წინა იჯარებისგან განსხვავებით, ერიკ გარსიას “ბარსელონას” წინააღმდეგ თამაშის უფლება ექნება. [ტონი ხუანმარტი]
- 02:20 – კანსელუმ და ფელიშმა სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარეს და ორივე მათგანს კვირას “ოსასუნას” წინააღმდეგ განაცხადში მოხვედრა შეუძლია. [ტონი ხუანმარტი]
- 02:00 – ოფიციალურად: ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა!
- 01:57 – ოფიციალურად: აბდე ეზალზული “რეალ ბეტისის” ფეხბურთელია. “ბარსელონას” მაროკოელის დაბრუნების უფლება აქვს.
- 01:55 – აბდე ეზალზული “რეალ ბეტისში” გადადის. სატრანსფერო თანხა 7.5 მილიონი ევროა. “ბარსას” მაროკოელის მომავალი გაყიდვიდან 50% ერგება. [ფაბრიციო რომანო]
- 01:52 – ოფიციალურად: “ბარსელონამ” ინიგო მარტინესი ლა ლიგაში დაარეგისტრირა.
- 01:48 – ოფიციალურად: “ბარსელონამ” ალეხანდრო ბალდე ლა ლიგაში დაარეგისტრირა. 19 წლის ფეხბურთელი 3-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.
- 01:47 – ფელიშის მთლიან ხელფასს “ბარსელონა” დაფარავს. “ბარსაში” გადასვლამდე პორტუგალიელმა “ატლეტიკოსთან” კონტრაქტი 2029 წლამდე გაახანგრძლივა და ანაზღაურება შეიმცირა. [მატეო მორეტო]
- 01:45 – ოფიციალურად: ჟოაუ კანსელუსა და ჟოაუ ფელიშის პრეზენტაცია ხვალ თბილისის დროით 11:00 საათზე დაიწყება.
- 01:38 – ოფიციალურად: ერიკ გარსია ერთწლიანი იჯარით “ჟირონას” შეუერთდა. კონტრაქტში გამოსყიდვის პუნქტი არ დევს.
- 01:12 – ოფიციალურად: მამადუ ფალი “ბარსელონას” ფეხბურთელია. “ბარსამ” 20 წლის მარჯვენა მცველი “ლოს ანჯელესიდან” ერთწლიანი იჯარით დაიმატა. კონტრაქტში გამოსასყიდი პუნქტიც შეტანილია. ფალი “ბარსა ატლეტიკში” იასპარეზებს.
- 00:45 – ოფიციალურად: ჟოაუ კანსელუ “ბარსელონაში” ერთწლიანი იჯარით ითამაშებს. ბარსამ” პორტუგალიელი ლა ლიგაში დაარეგისტრირა. კატალონიურ კლუბს ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება არ ექნება.
- 00:13 – ოფიციალურად: ჟოაუ ფელიში “ბარსელონაში” ერთწლიანი იჯარით ითამაშებს. “ბარსამ” პორტუგალიელი ლა ლიგაში დაარეგისტრირა. კატალონიურ კლუბს ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება არ ექნება.
- 22:35 – ერიკ გარსიას “ჟირონაში” იჯარით გადასვლა გადაწყდა. კლუბს გამოსყიდვის უფლება არ აქვს. [Jijantes]
- 22:33 – ჟოაუ ფელიში “ბარსელონაში” – Here We Go. პორტუგალიელი “ბარსაში” იჯარით გადადის. კლუბს გამოსყიდვის უფლება არ აქვს. [ფაბრიციო რომანო]
- 20:46 – ჟოაუ ფელიშმა “ატლეტიკოსთან” კონტრაქტი ერთი წლით, 2028 წლამდე, გაახანგრძლივა. [მატეო მორეტო]
- 20:24 – კანსელუ და ფელიში სასტუმროდან “სიუტატ ესპორტივაზე” მივლენ, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლიან. მათი ტრანსფერების გაოფიციალურებას თბილისის დროით 00:00 საათამდე არ უნდა ველოდოთ.
- 20:14 – ჟოაუ კანსელუ ბარსელონაშია. [ჟერარ რომერო]
- 20:11 – ჟოაუ ფელიშის სანაცვლოდ აბდე ეზალზულისა და ანსუ ფატის დათმობა ჩავის გეგმებში არ შედიოდა. [MD]
- 20:08 – “მანჩესტერ სიტი” ჟოაუ კანსელუს გაშვებას მაშინ დათანხმდა, როდესაც “ბარსელონამ” გარსიას “ჟირონაში” წასვლის უფლება მისცა. “სიტის” და “ჟირონას” მფლობელი City Football Group-ია. [ტონი ხუანმარტი]
- 19:12 – ჟოაუ ფელიში ბარსელონას აეროპორტში “ბლაუგრანას” მაისურთან ერთად ფოტოებს იღებს. [ჟერარ რომერო]
- 18:38 – ჟოაუ ფელიში ბარსელონაში ჩაფრინდა. პორტუგალიელის თვითმფრინავი კატალონიის დედაქალაქში ახლახან დაჯდა. ფელიშის ფრენას თვალს 14 000-ზე მეტი ადამიანი ადევნებდა, რაც იმ მომენტში ყველაზე მეტი იყო. [ჟერარ რომერო]
- 18:20 – ერიკ გარსია “ჟირონაში” იჯარით გადასვლასთან ახლოსაა. ჩავის ფეხბურთელის შენარჩუნება სურდა, თუმცა ესპანელმა, აბდე ეზალზულის მსგავსად, იმ გუნდში წასვლა არჩია, რომელშიც მეტ სათამაშო პრაქტიკას მიიღებს. [კატალონიის რადიო]
- 18:15 – აბდე “ბეტისში” გადასვლასთან ნამდვილად ახლოსაა, მაგრამ კლუბს ამ ეტაპზე FFP-ს გამო ფეხბურთელის დარეგისტრირება არ შეუძლია. [ელენა კონდისი]
- 18:11 – აბდე ეზალზული “რეალ ბეტისში” გადასვლასთან ახლოსაა. “ბარსა” სევილიელებისგან 10-12 მილიონ ევროსა და მომავალი გაყიდვიდან 50%-იან წილს მიიღებს. [MD]
- 17:58 – ჟოაუ კანსელუს “ბარსელონას” გარდა არცერთ კლუბთან მოლაპარაკება არ უწარმოებია. მას მხოლოდ “ბლაუგრანა” სურდა. მხოლოდ მოთმინებაა საჭირო. [ფაბრიციო რომანო]
- 17:55 – “ბაიერნს” ჟოაუ კანსელუს დაბრუნება სურდა, მაგრამ პორტუგალიელმა გერმანელტა შემოთავაზება დაბლოკა. [კრისტიან ფოლკი, Sport Bild-ის “ბაიერნთან” დაახლოებული ჟურნალისტი]
- 17:54 – ჟოაუ კანსელუ, ჟოაუ ფელიში და მათი აგენტი ჟორჟე მენდეში ბარსელონაში მიფრინავენ. [ჟერარ რომერო]
- 16:59 – ოფიციალურად “ბარსელონამ” ინიაკი პენია ლა ლიგაში დაარეგისტრირა. ახლა დასარეგისტრირებელი მხოლოდ ინიგო მარტინესი, ჟოაუ ფელიში და ჟოაუ კანსელუა.
- 16:37 – “ბარსელონა” ჟოაუ ფელიშისა და ჟოაუ კანსელუს ტრანსფერებს თითქმის დახურულად მიიჩნევს. კლუბში პორტუგალიელების დამატებისა და აბდე ეზალზულის “ბეტისში” გაშვების საკითხს მაქსიმალური ოპტიმიზმით უყურებენ. კანსელუ და ფელიში “ბარსაში” ითამაშებენ. [ტონი ხუანმარტი]
- 16:28 – “მანცესტერი სიტი” ჟოაუ კანსელუს “ბარსელონაში” გაშვებას საბოლოოდ დასთანხმდა. პორტუგალიელს თბილისის დროით 20:00 საათზე ბარსელონას მიმართულებით ფრენა აქვს დაჯავშნილი. კანსელუ “ბლაუგრანას” ფეხბურთელი გახდება. [ჟერარ რომერო]
- 16:25 – “ბარსაში” ამბობენ, რომ დღეს დარჩენილი ფეხბურთელების – ინიგო მარტინესის, ინიაკი პენიას, ჟოაუ კანსელუსა და ჟოაუ ფელიშის დარეგისტრირებას შეძლებენ. [Mundo Deportivo]
- 16:13 – ოფიციალურად: ანსუ ფატი ერთწლიანი იჯარით “ბრაიტონში” ითამაშებს. ინგლისურ კლუბს ესპანელის გამოსყიდვის უფლება არ ექნება.
- 16:12 – “ბაიერნი” კანსელუს ნამდვილად დაუკავშირდა. გერმანული კლუბი “სიტის” ფეხბურთელის იჯარით აყვანას სთავაზობს. კანსელუს “ბარსასთან” შეთანხმება აქვს, თუმცა კატალონიელებს ამ ეტაპზე მისი დამატება არ შეუძლიათ. [ფლორიან პლეტენბერგი, “ბაიერნთან” დაახლოებული ჟურნალისტი]
- 15:32 – კლუბი, რომელიც ჟოაუ კანსელუს დაუკავშირდა, “ბაიერნი” იყო. “რეკორდმაისტერი” ფეხბურთელის სიტუაციას აკვირდება და იმ შემთხვევაში გააქტიურდება, თუ “ბარსელონა” მის დამატებას ვერ მოახერხებს. “ბარსა” “სიტის” დარწმუნებას ცდილობს. კანსელუ თავის აგენტთან ერთად კატალონიელებს ელოდება. [ტონი ხუანმარტი, ადრია ალბეტსი]
- 14:45 – ოფიციალურად: კლემან ლანგლე ერთწლიანი იჯარით “ასტონ ვილაში” ითამაშებს. ინგლისურ კლუბს ფრანგის გამოსყიდვის უფლება არ ექნება.
- 14:22 – ჟოაუ კანსელუმ ბოლო წუთებში ჩემპიონთა ლიგაზე მოთამაშე კლუბისგან შეთავაზება მიიღო. [ადრია ალბეტსი, სანტი ოვალიე]
- 14:19 – ერთ-ერთმა არაბულმა კლუბმა “ბარსელონას” რობერტ ლევანდოვსკის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო შესთავაზა. [Sport]
- 13:57 – ჟოაუ კანსელუ მზადაა, ხელფასი 20%-ით შეიმციროს. [Sport]
- 13:52 – ჩავიმ აბდე ეზალზულსა და ერიკ გარსიას უთხრა, რომ ისინი გუნდის მნიშვნელოვანი მოთამაშეები იქნებიან. მწვრთნელმა გარსიასგან დარჩენის თანხმობა უკვე მიიღო, აბდეს კი კვლავ ეჭვები აქვს. [ხავი მიგელი]
- 13:47 – “ბარსელონასა” და “მანჩესტერ სიტის” შორის კანსელუს თაობაზე შეთანხმება გარდაუვალია. [ლუის როხო]
- 13:36 – “ატლეტიკო” უარყოფს ინფორმაციას, რომ “ბლაუგრანასთან” ფელიშის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწია. [ჟერარ რომერო]
- 13:30 – “ბარსელონა” და “ატლეტიკო” ჟოაუ ფელიშის იჯარაზე შეთანხმდნენ. როგორც კი კლუბს მოთამაშეების დარეგისტრირება შეეძლება, პორტუგალიელი “ბარსას” ფეხბურთელი გახდება. [ლუის როხო (Marca)]
- 13:10 – “ბარსელონა” Libero Football Finance-სგან თანხას დღეს ვერ მიიღებს. გერმანულმა კომპანიამ რამდენიმე დღიანი ვადა ითხოვა. ამის გამო, ჟოაუ ფელიშისა და ჟოაუ კანსელუს დასარეგისტრირებლად საჭირო თანხას კლუბის დირექტორთა საბჭო უზრუნველყოფს. [ადრია სოლდევილა]
- 12:50 – ჟოაუ ფელიში პერსონალური მიზეზების გამო “ატლეტიკოსთან” ერთად არ ვარჯიშობს. [Jijantes]
- 11:57 – “ბარსელონამ” აბდე ეზალზულის შეატყობინა, რომ მას მხოლოდ მუდმივი ტრანსფერით გაუშვებს. მაროკოელის მომავალი კლუბი დიდი ალბათობით “რეალ ბეტისი” იქნება, რომელიც მის შესაძენად კრეატიულ ფორმულას ეძებს. [ტონი ხუანმარტი]
- 11:54 – “ბარსელონამ” “მანჩესტერ სიტის” ჟოაუ კანსელუს თაობაზე ოფიციალური შეთავაზება გაუკეთა. ფეხბურთელი კატალონიაში გაფრენისთვის “ქალაქელების” დასტურს ელოდება. [ადრია ალბეტსი, Mundo Deportivo]
10 ნომრის ღირსი ჯერ არავინაა ამ ბარსაში
კონტრაქტის ამოწურვამდე ეგრე ერთ წრეზე უნდა ვიაროთ, სხვა გზა არაა
დეიონგს რომ ჩააცვან 10 ნომერი არავის გინდათ? მაგაზე ღირსეული ბარსაში კაი ხანი ვერავინ გვეყოლება საათნომრედ :/
აბდეს გაყიდვა ძაან მიხარია. მაგრამ ამდენი იჯარა მეტისმეტია უკვე, მომავალ ზაფხულს ისევ ჩვენთან იქნება ეს ბალასტი.
აქ ყველაზე მთავარი ისაა რომ ორივეს მართლა უნდა ამგუნდში თამაში რაც ძალიან ბევრს ნიშნავს
ბრმა არ ვარ შეკოგევლე კარგად ვხედავ.რანაირად მოიყვანენ ნუ გამაგიჟეთ წკიპზე გავდივართ სახელფასო ჭერზე.მერე კიდე ამოჩემებები ვის არ აქ?მე იმას ვამბობ ყველაფერში ცუდის დანახვა არ შეიძლება გვარდიოლას რო აქ ამოჩემებები მასეთი იმედია არასდროს დაემართება ხავის.
თან საჯაროთ ამბობს უმნიშვნელოვანესები ხართო და თან ყიდის?მოისმინე ხავისგან მსგავსი რამ?ფაქტი ისაა ვიზეც აიკვიატა მინდაო უფრო ძვირად იყიდებოდა და არ გაიყიდეს იმიტომ რო მართლა აქ ნათქვამი ხავის რაფინიაზე მჭირდებაო .ასე იქნებოდა გარსია აბდეს შემთხვევაშიც არავინ გაუშვებდა მართლა რო ჭირდებოდეს ხავის და უმნიშვნელოვანესად მიჩნდეს.
ვინ იყო უკმაყოფილო დროის უკმარისობის გამო?იაფად წინა ხელისუფლების გაკო გჰიწევს გაყიდვა ფეხბურთელების.ხავის კი არა ფერგის და პეპს აქვთ და ქონდათ ამოჩემება.მე იმას ვამბობ ყველაფერში ცუდს ნუ ხედავთ.უმნიშვნელოვანესებს არ ყიდიან როგორც რაფინიაზე ქნეს არც განიხილეს შემოთავაზება ეგრე რატო არ ქნეს აბდე გარსიაზე?ესეიგი მწვრთნელის მხრიდან მსგავსი არაფერი ყოფილა და ჟურნალისტები ატრაკებენ თავისებურად.
იმის არ იყო სანამ სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნებოდა მანამდე ნერვიულობდა ხალხი ვერავის იყიდიან ეს შტერებიო და ჩვენზე მეტად არავის უაქტიურია ბაზარზე😂😂
იმედია გაიხსნება ფელიქსი …
კანსელუ ჰაერივით გვჭირდებოდა და აჰა ძლივს ჩვენია. ფელიშის იმედიც მაქვს. გულით უნდოდა მართლა ჩვენთან და ათამაშდება ძველებურად. ლევანა ყველა ვარიანტში სკამზეა გადასაჯდომი რომ ჭკუაზე მოვიდეს. ფერანი დადგება ცენტრში მაგარმ პალასაზეა ძმა.
მოდიან პორტუგალიელი ლომები მოდიან, უფრო სწორად მოფრინავენ უკვე 😁😁
სკამზე იქნებიან უმნიშვნელოვანესი სასტარტოში იქნებითო იმას კი არ ეუბნება.მერე როგორ ფიქრობ ეგეთ მკაცრ უარზე რო იყოს და უმნიშვნელოვანესად მიაჩნდეს ან ერთს ან მეორეს გაუშვებდა ხავი?თან უმნიშვნელოვანესია და თან უშვებს?ამ ჟურნალისტების ნაბოდვარს ნუ აიტაცებთ ხოლმე.
რო ჭირდებოდეს არ გაუშვებდა არცერთს.რაფინია რო ჭირდება გაუშვა სადმე?რაში ჭირდება ვერ ვიგებ მარა ფაქტია რაფინიაზე თქვა მჭირდებაო და დაიტოვა ეგრე დაიტოვდა ორივეს რო ჭირდებოდეს ხავის ისე უგვარებენ ვითომ კლუბის ფინანსებიდან გამომდინარე უშვებენ ურთიერთობა რო არ გაიფუჭონ.
14:45 – ოფიციალურად: კლემან ლანგლე ერთწლიანი იჯარით "ასტონ ვილაში" ითამაშებს. ინგლისურ კლუბს ფრანგის გამოსყიდვის უფლება არ ექნება.
უფლება არ ექნება თუ თვითონ მოითხოვეს ვალდებულება არ ჩამიწეროთ არ დაგვღუპოთო. არა მგონია ბარსა წინააღმდეგი წასულიყო მისი გამოსყიდვისა.
მართლა გგონიათ რო ჩვენი ისედაც უდღეური შეტევიდან ორ კაცს ისე გაუშვებდა გუნდი რო შემცვლელი ვერ მოყავთ? :დდდდდდ დაფიქრდით ცოტა, ფატი წავიდა, აბდეს უშვებენ, ესე იგი ფელიში უეჭველი მოდის, ისევე როგორც კანსელუ
დაწეროთ იქნება რამე სიახლე. ჩააჭყაპუნეს თუ გამოდის რამე სახეირო?
Vin 2 oliver kani iqneboda erti
სალიმადიჩი და კანი
ეგენი გაუშვეს ბაიერნიდან? ძაან კაი
არა მე არ ემხატება დიდად ლევანდოვსკი გულზე მაგრამ წელს ლა ლიგას ვერ დავდებთ ფორვარდის გარეშე.. და კანსელუ , ფელიქსიც თუ დაგვემატა თავისუფლად შეილება ლა ლგიაზე გაწევა ზედიზედ .. და მინიმუმ 1/4 ფინალამდე რო მივიდეთ ჩლ ზე გაცილებით მეტს ვიშოვით ისეც და რად გვინდა უფორვარდო გუნდი მთელი წელი დავიტანჯებით ეგ 100 მილიონები კიდე ყრია ყველა ფეხის ნაბიჯზე ვნახავთ ვინმე არაბ ლოხს და მივყიდით ვინმეს :დ
ჟოაო ფელიქსის სერიოზული ფეხბურთი დამთავრებულია არანაირი შანსი არ აქვს, კანსელოს იმედი მაქვს მაგრამ არ მგონია ამ ორმა ტრანსფერმა რამე ძირეულად შეცვალოს გუნდში
ეს რა ჯანდაბაა ან ბარსა ვერ არეგისტრირებს იგროკს, ან ვერ ყიდის იმიტო რო სხვა გუნდი ბარსას ფეხბურთელს ვერ ირეგისტრირებს

ისე მიდიან თავდასხმელები რომ სასწრაფოდ მართლა გვინდა ეს ფელიში თორე ძანა ცოტა თავდასხმელი გვრჩება.
აბდეც ალბათ წავა და გვრჩება გარსიას წასვლა და კანსელოს და ფელიქსის მოსვლა
იმედია გამოვა ორივე ტრანსფერი, მართალია გარსიას და ალონსოს წასვლა მინდოდა მაგრამ რომ მახსენდება შარშან რა მოგვივიდა მცველების ტრავმების გამო ლიგაზე და კლასიკოზე მგონი რომ არ წავიდნენ არაა ცუდი.
Ebicho mgoni orive oficialurdeba,au ra gundi g echiteba gmerto💙❤️💙❤️roque zamtarshi da vinmes tu moiyvanen zamtarshi vafshe kanfet…ai madhin ligaze gaweva sheidzleba…