პარასკევს, 4 სექტემბერს, უეფას ქალთა ჩემპიონთა ლიგის 2026/27 წლების სეზონის საწყისი, ლიგის ფაზის წილისყრა ჩატარდა.
ტურნირის მოქმედი ჩემპიონი “ბარსელონა” ტიტულის დაცვას შემდეგი მეტოქეების წინააღმდეგ დაიწყებს:
- “ბაიერნი” (გერმანია)
- “არსენალი” (ინგლისი)
- “პარიზი” (საფრანგეთი)
- “რომა” (იტალია)
- “სერვეტი” (შვეიცარია)
- “კიოგე” (დანია)
საშინაო და გასვლითი მატჩები
მატჩების ზუსტი კალენდარი და თანმიმდევრობა მოგვიანებით დამტკიცდება, თუმცა ლოკაციები უკვე ცნობილია:
- შინ: “არსენალი”, “პარიზი”, “სერვეტი”
- სტუმრად: “ბაიერნი” (მიუნხენი), “რომა” (რომი), “კიოგე” (კიოგე)
ტურნირის ახალი ფორმატი
ქალთა ჩემპიონთა ლიგის საერთო ეტაპზე 18 გუნდი ასპარეზობს:
- 1-4 ადგილები: პირდაპირ მეოთხედფინალის საგზურს მოიპოვებენ;
- 5-12 ადგილები: პლეი-ოფის რაუნდში გადაინაცვლებენ, სადაც მეოთხედფინალის დარჩენილ ოთხ ადგილს გაითამაშებენ;
- 13-18 ადგილები: ტურნირს გამოეთიშებიან.
ჩავი პუჩის შეფასება
ქალთა ფეხბურთის მიმართულების ხელმძღვანელი ჩავი პუჩი შვეიცარიის ქალაქ ნიონში გამართულ წილისყრას პირადად დაესწრო და შედეგები შეაფასა:
“მომთხოვნი და რთული თამაშები გველის. ყველამ ვიცით, რომ აქ მსოფლიოს საუკეთესო კლუბები გამოდიან, თუმცა ახლა ყველა ნულიდან ვიწყებთ. გვყავს შესანიშნავი მეტოქეები და გამარჯვება ყველას სურს. ჩვენ “ბარსელონა” ვართ და ჩვენი მიზანი, როგორც ყოველთვის, ბრძოლა, მოგება და ჩემპიონთა ლიგის თასის კიდევ ერთხელ აღმართვა იქნება. ამ გათამაშებას უდიდესი ენთუზიაზმით ვხვდებით – ამ ტიტულის დაცვა ჩვენთვის დიდი პრივილეგიაა.”
forum კომენტარები (0)