დღეს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეა და “ბარსელონა” ამჯერადაც იაქტიურებს. კატალონიური კლუბი როგორც ფეხბურთელების დამატებაზე, ასევე გუნდიდან გაშვებაზე მუშაობს.
ამ სიახლეში გთავაზობთ ყველა მეტნაკლებად სანდო სატრანსფერო ინფორმაციას, რომელიც დღის განმავლობაში გავრცელდება.
- 02:22 – წინა იჯარებისგან განსხვავებით, ერიკ გარსიას “ბარსელონას” წინააღმდეგ თამაშის უფლება ექნება. [ტონი ხუანმარტი]
- 02:20 – კანსელუმ და ფელიშმა სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარეს და ორივე მათგანს კვირას “ოსასუნას” წინააღმდეგ განაცხადში მოხვედრა შეუძლია. [ტონი ხუანმარტი]
- 02:00 – ოფიციალურად: ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა!
- 01:57 – ოფიციალურად: აბდე ეზალზული “რეალ ბეტისის” ფეხბურთელია. “ბარსელონას” მაროკოელის დაბრუნების უფლება აქვს.
- 01:55 – აბდე ეზალზული “რეალ ბეტისში” გადადის. სატრანსფერო თანხა 7.5 მილიონი ევროა. “ბარსას” მაროკოელის მომავალი გაყიდვიდან 50% ერგება. [ფაბრიციო რომანო]
- 01:52 – ოფიციალურად: “ბარსელონამ” ინიგო მარტინესი ლა ლიგაში დაარეგისტრირა.
- 01:48 – ოფიციალურად: “ბარსელონამ” ალეხანდრო ბალდე ლა ლიგაში დაარეგისტრირა. 19 წლის ფეხბურთელი 3-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.
- 01:47 – ფელიშის მთლიან ხელფასს “ბარსელონა” დაფარავს. “ბარსაში” გადასვლამდე პორტუგალიელმა “ატლეტიკოსთან” კონტრაქტი 2029 წლამდე გაახანგრძლივა და ანაზღაურება შეიმცირა. [მატეო მორეტო]
- 01:45 – ოფიციალურად: ჟოაუ კანსელუსა და ჟოაუ ფელიშის პრეზენტაცია ხვალ თბილისის დროით 11:00 საათზე დაიწყება.
- 01:38 – ოფიციალურად: ერიკ გარსია ერთწლიანი იჯარით “ჟირონას” შეუერთდა. კონტრაქტში გამოსყიდვის პუნქტი არ დევს.
- 01:12 – ოფიციალურად: მამადუ ფალი “ბარსელონას” ფეხბურთელია. “ბარსამ” 20 წლის მარჯვენა მცველი “ლოს ანჯელესიდან” ერთწლიანი იჯარით დაიმატა. კონტრაქტში გამოსასყიდი პუნქტიც შეტანილია. ფალი “ბარსა ატლეტიკში” იასპარეზებს.
- 00:45 – ოფიციალურად: ჟოაუ კანსელუ “ბარსელონაში” ერთწლიანი იჯარით ითამაშებს. ბარსამ” პორტუგალიელი ლა ლიგაში დაარეგისტრირა. კატალონიურ კლუბს ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება არ ექნება.
- 00:13 – ოფიციალურად: ჟოაუ ფელიში “ბარსელონაში” ერთწლიანი იჯარით ითამაშებს. “ბარსამ” პორტუგალიელი ლა ლიგაში დაარეგისტრირა. კატალონიურ კლუბს ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება არ ექნება.
- 22:35 – ერიკ გარსიას “ჟირონაში” იჯარით გადასვლა გადაწყდა. კლუბს გამოსყიდვის უფლება არ აქვს. [Jijantes]
- 22:33 – ჟოაუ ფელიში “ბარსელონაში” – Here We Go. პორტუგალიელი “ბარსაში” იჯარით გადადის. კლუბს გამოსყიდვის უფლება არ აქვს. [ფაბრიციო რომანო]
- 20:46 – ჟოაუ ფელიშმა “ატლეტიკოსთან” კონტრაქტი ერთი წლით, 2028 წლამდე, გაახანგრძლივა. [მატეო მორეტო]
- 20:24 – კანსელუ და ფელიში სასტუმროდან “სიუტატ ესპორტივაზე” მივლენ, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლიან. მათი ტრანსფერების გაოფიციალურებას თბილისის დროით 00:00 საათამდე არ უნდა ველოდოთ.
- 20:14 – ჟოაუ კანსელუ ბარსელონაშია. [ჟერარ რომერო]
- 20:11 – ჟოაუ ფელიშის სანაცვლოდ აბდე ეზალზულისა და ანსუ ფატის დათმობა ჩავის გეგმებში არ შედიოდა. [MD]
- 20:08 – “მანჩესტერ სიტი” ჟოაუ კანსელუს გაშვებას მაშინ დათანხმდა, როდესაც “ბარსელონამ” გარსიას “ჟირონაში” წასვლის უფლება მისცა. “სიტის” და “ჟირონას” მფლობელი City Football Group-ია. [ტონი ხუანმარტი]
- 19:12 – ჟოაუ ფელიში ბარსელონას აეროპორტში “ბლაუგრანას” მაისურთან ერთად ფოტოებს იღებს. [ჟერარ რომერო]
- 18:38 – ჟოაუ ფელიში ბარსელონაში ჩაფრინდა. პორტუგალიელის თვითმფრინავი კატალონიის დედაქალაქში ახლახან დაჯდა. ფელიშის ფრენას თვალს 14 000-ზე მეტი ადამიანი ადევნებდა, რაც იმ მომენტში ყველაზე მეტი იყო. [ჟერარ რომერო]
- 18:20 – ერიკ გარსია “ჟირონაში” იჯარით გადასვლასთან ახლოსაა. ჩავის ფეხბურთელის შენარჩუნება სურდა, თუმცა ესპანელმა, აბდე ეზალზულის მსგავსად, იმ გუნდში წასვლა არჩია, რომელშიც მეტ სათამაშო პრაქტიკას მიიღებს. [კატალონიის რადიო]
- 18:15 – აბდე “ბეტისში” გადასვლასთან ნამდვილად ახლოსაა, მაგრამ კლუბს ამ ეტაპზე FFP-ს გამო ფეხბურთელის დარეგისტრირება არ შეუძლია. [ელენა კონდისი]
- 18:11 – აბდე ეზალზული “რეალ ბეტისში” გადასვლასთან ახლოსაა. “ბარსა” სევილიელებისგან 10-12 მილიონ ევროსა და მომავალი გაყიდვიდან 50%-იან წილს მიიღებს. [MD]
- 17:58 – ჟოაუ კანსელუს “ბარსელონას” გარდა არცერთ კლუბთან მოლაპარაკება არ უწარმოებია. მას მხოლოდ “ბლაუგრანა” სურდა. მხოლოდ მოთმინებაა საჭირო. [ფაბრიციო რომანო]
- 17:55 – “ბაიერნს” ჟოაუ კანსელუს დაბრუნება სურდა, მაგრამ პორტუგალიელმა გერმანელტა შემოთავაზება დაბლოკა. [კრისტიან ფოლკი, Sport Bild-ის “ბაიერნთან” დაახლოებული ჟურნალისტი]
- 17:54 – ჟოაუ კანსელუ, ჟოაუ ფელიში და მათი აგენტი ჟორჟე მენდეში ბარსელონაში მიფრინავენ. [ჟერარ რომერო]
- 16:59 – ოფიციალურად “ბარსელონამ” ინიაკი პენია ლა ლიგაში დაარეგისტრირა. ახლა დასარეგისტრირებელი მხოლოდ ინიგო მარტინესი, ჟოაუ ფელიში და ჟოაუ კანსელუა.
- 16:37 – “ბარსელონა” ჟოაუ ფელიშისა და ჟოაუ კანსელუს ტრანსფერებს თითქმის დახურულად მიიჩნევს. კლუბში პორტუგალიელების დამატებისა და აბდე ეზალზულის “ბეტისში” გაშვების საკითხს მაქსიმალური ოპტიმიზმით უყურებენ. კანსელუ და ფელიში “ბარსაში” ითამაშებენ. [ტონი ხუანმარტი]
- 16:28 – “მანცესტერი სიტი” ჟოაუ კანსელუს “ბარსელონაში” გაშვებას საბოლოოდ დასთანხმდა. პორტუგალიელს თბილისის დროით 20:00 საათზე ბარსელონას მიმართულებით ფრენა აქვს დაჯავშნილი. კანსელუ “ბლაუგრანას” ფეხბურთელი გახდება. [ჟერარ რომერო]
- 16:25 – “ბარსაში” ამბობენ, რომ დღეს დარჩენილი ფეხბურთელების – ინიგო მარტინესის, ინიაკი პენიას, ჟოაუ კანსელუსა და ჟოაუ ფელიშის დარეგისტრირებას შეძლებენ. [Mundo Deportivo]
- 16:13 – ოფიციალურად: ანსუ ფატი ერთწლიანი იჯარით “ბრაიტონში” ითამაშებს. ინგლისურ კლუბს ესპანელის გამოსყიდვის უფლება არ ექნება.
- 16:12 – “ბაიერნი” კანსელუს ნამდვილად დაუკავშირდა. გერმანული კლუბი “სიტის” ფეხბურთელის იჯარით აყვანას სთავაზობს. კანსელუს “ბარსასთან” შეთანხმება აქვს, თუმცა კატალონიელებს ამ ეტაპზე მისი დამატება არ შეუძლიათ. [ფლორიან პლეტენბერგი, “ბაიერნთან” დაახლოებული ჟურნალისტი]
- 15:32 – კლუბი, რომელიც ჟოაუ კანსელუს დაუკავშირდა, “ბაიერნი” იყო. “რეკორდმაისტერი” ფეხბურთელის სიტუაციას აკვირდება და იმ შემთხვევაში გააქტიურდება, თუ “ბარსელონა” მის დამატებას ვერ მოახერხებს. “ბარსა” “სიტის” დარწმუნებას ცდილობს. კანსელუ თავის აგენტთან ერთად კატალონიელებს ელოდება. [ტონი ხუანმარტი, ადრია ალბეტსი]
- 14:45 – ოფიციალურად: კლემან ლანგლე ერთწლიანი იჯარით “ასტონ ვილაში” ითამაშებს. ინგლისურ კლუბს ფრანგის გამოსყიდვის უფლება არ ექნება.
- 14:22 – ჟოაუ კანსელუმ ბოლო წუთებში ჩემპიონთა ლიგაზე მოთამაშე კლუბისგან შეთავაზება მიიღო. [ადრია ალბეტსი, სანტი ოვალიე]
- 14:19 – ერთ-ერთმა არაბულმა კლუბმა “ბარსელონას” რობერტ ლევანდოვსკის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო შესთავაზა. [Sport]
- 13:57 – ჟოაუ კანსელუ მზადაა, ხელფასი 20%-ით შეიმციროს. [Sport]
- 13:52 – ჩავიმ აბდე ეზალზულსა და ერიკ გარსიას უთხრა, რომ ისინი გუნდის მნიშვნელოვანი მოთამაშეები იქნებიან. მწვრთნელმა გარსიასგან დარჩენის თანხმობა უკვე მიიღო, აბდეს კი კვლავ ეჭვები აქვს. [ხავი მიგელი]
- 13:47 – “ბარსელონასა” და “მანჩესტერ სიტის” შორის კანსელუს თაობაზე შეთანხმება გარდაუვალია. [ლუის როხო]
- 13:36 – “ატლეტიკო” უარყოფს ინფორმაციას, რომ “ბლაუგრანასთან” ფელიშის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწია. [ჟერარ რომერო]
- 13:30 – “ბარსელონა” და “ატლეტიკო” ჟოაუ ფელიშის იჯარაზე შეთანხმდნენ. როგორც კი კლუბს მოთამაშეების დარეგისტრირება შეეძლება, პორტუგალიელი “ბარსას” ფეხბურთელი გახდება. [ლუის როხო (Marca)]
- 13:10 – “ბარსელონა” Libero Football Finance-სგან თანხას დღეს ვერ მიიღებს. გერმანულმა კომპანიამ რამდენიმე დღიანი ვადა ითხოვა. ამის გამო, ჟოაუ ფელიშისა და ჟოაუ კანსელუს დასარეგისტრირებლად საჭირო თანხას კლუბის დირექტორთა საბჭო უზრუნველყოფს. [ადრია სოლდევილა]
- 12:50 – ჟოაუ ფელიში პერსონალური მიზეზების გამო “ატლეტიკოსთან” ერთად არ ვარჯიშობს. [Jijantes]
- 11:57 – “ბარსელონამ” აბდე ეზალზულის შეატყობინა, რომ მას მხოლოდ მუდმივი ტრანსფერით გაუშვებს. მაროკოელის მომავალი კლუბი დიდი ალბათობით “რეალ ბეტისი” იქნება, რომელიც მის შესაძენად კრეატიულ ფორმულას ეძებს. [ტონი ხუანმარტი]
- 11:54 – “ბარსელონამ” “მანჩესტერ სიტის” ჟოაუ კანსელუს თაობაზე ოფიციალური შეთავაზება გაუკეთა. ფეხბურთელი კატალონიაში გაფრენისთვის “ქალაქელების” დასტურს ელოდება. [ადრია ალბეტსი, Mundo Deportivo]
ეს ორი ტრასფერიც თუ გამოვიდა როკეე ზამთარში და საღოლ ლაპორტა მსგავსი ტრასფერები უამრავ გრანდს არ ქონია ამ გასაჭირში ტიპი ფოკუზნიკია 😂😂😂👌
დაწყნარდით. ხელფასი დაიკლო და რომ გაეადვილებინა ტრანსფერი მაგიტომ გაახანგრძლივა, ატლეტიკოში რომ არ უნდა დაბრუნება ეგ ვიცით.
მშვენიერია ორივე ჟოაოს დამატება. წინ გვეყოლება ლევანა, რაფინია, ტორესი, იამალი და ჟოაო, მერე როკეც მოვა. ნახევარდაცვა ხოდზეა, დაცვა კი ალბათ ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გვყავს თუ საუკეთესო არა, თან ახლა კასელუც დაემატა.
ნუ რომც არ გაეხანგრძლივვებინა 100 მილიონზე ნაკლებს არ ითხოვდენ მაინც და იმედი ვიქონიოთ, რომ მენდეშმა ჩააწერინა ისეთი პუნქტი, რომ შვენ გვქონდეს 50-60 გამოსყიდვის უფლება
ღამის 2 საათზე თბილისის დროით ბარსელონაში ღამის 12 საათი როცა იქნება
თბილისის დროით რომელზე იხურება ფანჯარა ?
უფ ამ სასტავს როგორ დახატავდა ეხლა სილვა მაგრამ სადაა :)))
კონტრაქტი გაახანგძლივა რას ნიშნავს?
რა კარგად დაიწყე და გააგრძელე " ზე აღმატებით ვასრულებთ ფანჯარას ….ბალასტი წასულია "……….." ყველა დანარჩენი ჩავიზე დარჩა ! " აი მანდ ბოლოში დაგვე@@რა
ვათენებთ ? დაგვაწყვიტავენ ეხლა ნერვებს. იმედია ნახევარი წამით არ დავაგვიანებთ როგორც ვიცით ხოლმე
მოდი მაშინ ასე შევხედოტ მაგ სიტუაციას.. კი ჩამოთვალე ეგ ყლვეაფერი მაგრამ ვინც წავიდა ეგაც ხომ უნდა გავითვალისწინოთ აბდე და ფატი რომელსაც სკამს ახეხინებდა . მათ მაგივრად მოდის ფელიში და ზამთარში როკე მოვა რავიცი კიდე ფერმანიც გვყავს და რაღაცას ვიზავთ.. უკეთესი ხალხი არც გვყავდა. უბრალოდ კარგი ისაა რომ ფატი და აბდე რაც გვყავდა ვიცით და ვერაფერს ახალს ვერ შემოგვთავაზებდა ეხლა ფელიშით იმედით ვუყურებთ რომ ათამაშდება პლიუს ტორესაც მეტი დრო ექნება სათამაშოდ Griezzy7,
Ra pontshi gaaxangrdzliva amis dedas ro shvc me?? Seresos da amis xodi xoaraa rogor griezmanze. Atamashdeba da dagvaxeven isev.10-iani ara chemi sle,ar unda miscen,orosta marketingis pontshi izaven xo vici.magrad gamityda es saqcieli axla,tu nagdia,mara portugalielebisgan araferi unda gagikvirdes…
რავი რა ფინანსებიც გვქონდა, იმის ფონზე ალბათ ზე აღმატებითში ვასრულებთ ფანჯარას.. ბალასტი წასულია, ახალი სისხლი მოსულია, ყველა დანარჩენი ჩავიზე დარჩა.
ჩავი ხანდახან ძან ტვინ ბურღავს რა, რა ჩემფეხებად უნდოდა ფატი და აბდე, ფელიში ორივეს ერთად ჯობს და იმედია ახლა არ ამოიჩემებს და სკამზე არ დაალპობს
ისე აბდე და ანსუ წავიდნენ და საკმზე ვინ რჩება ?😂😂😂 რომ გვიხარია 😂😂😂
და რომელ მწვრთნელს არ უნდა გრძელი სკამი?😀გვარდიოლა იცი რომელ წუთზე აკეთებს ხოლმე ცვლილებას?თუ აკეთებს ხოლმე ეგეც 80 წუთზე და რა მაგით მერე?ჩვენთან დროის უქონლობის გამო არავის პრეტენზია და რატო წერ მასე რომ ვითომ არ იყენებს სკამს?საოცრებაა.მერე ისე გაოოდის თითქოს დამცველი ვარ ხეიისუფლების😂😂რაც არაა იმასაც რო აწერთ ეგაა თორე ხავი რო ჰაი კლასის მწვრთნელი არაა და ლაპორტა კაი კაცი ეგ ვიცით😀
როგორც ვუყურებ ხავის მეთოდი ასეთია … უნდა რომ ყავდეს გრძელი სკამი მაგრამ მაგ სკამიდან 80 პროცენტს არ იყენებს უბრალოს სკმაზე ახმობს.. ანუ გარსია და აბდე იმისთვის უნდოდა დაეტოვებინა რომ გრძელი სკამი ჰქონიყო ან ვინმე თუ დაიჩეხებოდა მაგ შემთხვევაში თ გამოუშვებდა სათამაშოთ
ჩემი ძმა, დამსახურებით ხომ არ აცმევენ 10 ნომერს, დე იონგი მაგარი ფეხბურთელია, ალბათ დღემანდელი ბარსას ერთ-ერთი კაშკაშა ვარსკვლავია, ალბათ ფელიშ მისცემენ ათიანს, პოზიციის ვარსკვლავური ის მიხედვით, მთავარია გაამართლოს და ფატივით არ დაემართოს!
როგორც ამბობენ ნაიკის მოთხოვნაა როკეს შეუნახონ 10 ნომერი, ვრაზილიური ბაზრისთვის ჭირდებათო. პრინციპში თუ გაამართლა რატომაც არა. ბარსა და ბრაზილიელი 10 ნომერი ხომ კლასიკაა🙂
"ჟოაუ ფელიშის სანაცვლოდ აბდე ეზალზულისა და ანსუ ფატის დათმობა ჩავის გეგმებში არ შედიოდა." [MD]
ხოდა ჩავის მოვუტ@ან გეგმები, რა გეგმები ქონდა ერთი მაგ ორი უმაქნისით მაინტერესებს
ჩავი იდი <<ცენზურის დარღვევა>> რააა.. ჟუაო ფელიქსი შეიძლება არდაფრინავს მარა აბდეს და ფატის ორივეს ჯობია სადაც გინდა დააყენო 😀
სასტავ ახლა თუ დავიმატეთ ორივე, ოსასუნასთან გვეყოლება?
ჩემი ძმა, დამსახურებით ხომ არ აცმევენ 10 ნომერს, დე იონგი მაგარი ფეხბურთელია, ალბათ დღემანდელი ბარსას ერთ-ერთი კაშკაშა ვარსკვლავია, ალბათ ფელიშ მისცემენ ათიანს, პოზიციის ვარსკვლავური ის მიხედვით, მთავარია გაამართლოს და ფატივით არ დაემართოს!