workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვალენსია – ბარსელონა | საინტერესო ფაქტები

ვალენსია – ბარსელონა | საინტერესო ფაქტები

calendar_month მატჩის დრო: 6 სექტემბერი, 18:15

ლა ლიგის მეოთხე ტურში “ბარსელონა” “მესტალიას” ესტუმრება. ჰანსი ფლიკის გუნდი კვირას, თბილისის დროით 18:15 საათზე სეზონის იდეალური სტარტის გაგრძელებას შეეცდება. გთავაზობთ საინტერესო ფაქტებსა და ციფრებს ამ ისტორიული დაპირისპირების წინ.

რაფინიას საუკეთესო ფორმა და ისტორიული შანსი

“ბარსელონამ” სეზონი შეტევაში შთამბეჭდავად დაიწყო – სასტარტო სამ ტურში გატანილი 10 გოლიდან 5 სწორედ რაფინიას ანგარიშზეა.

თუ ბრაზილიელი “ვალენსიასაც” გაუტანს, ის გაიმეორებს ლადისლაო კუბალას, ხოსე რეისა და სესკ ფაბრეგასის მიღწევას, რომლებმაც ლა ლიგის სეზონის სასტარტო ოთხივე შეხვედრაში შეძლეს გოლის გატანა. “ბარსელონას” ისტორიაში მხოლოდ ორ ფეხბურთელს – სეზარ როდრიგესსა და ზლატან იბრაჰიმოვიჩს აქვს გოლი გატანილი საწყის ხუთ ტურში.

ბოლო ცეკვა “მესტალიაზე”

კატალონიელები “მესტალიას” უკანასკნელად ესტუმრებიან. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, “ვალენსია” 2027/28 წლების სეზონიდან “ნოუ მესტალიაზე” გადავა.

1923 წელს გახსნილი ლეგენდარული არენა ერთსაუკუნოვან ისტორიას ასრულებს. “ბარსელონამ” ამ სტადიონზე 115 მატჩი გამართა, საიდანაც 43 მოიგო, 30 ფრედ დაასრულა და 42 დათმო.

ჰანსი ფლიკის დებიუტი

ჰანსი ფლიკის ოფიციალური დებიუტი “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის რანგში სწორედ “მესტალიაზე” შედგა. 2024 წლის 17 აგვისტოს, უგო დუროს მიერ “ვალენსიას” დაწინაურების შემდეგ, რობერტ ლევანდოვსკის დუბლით კატალონიელებმა თამაში შემოატრიალეს და 2-1 გაიმარჯვეს. ამ გამარჯვებამ სათავე დაუდო 2024/25 წლების ჩემპიონობას.

საყვარელი მეტოქე: საშუალოდ 4 გოლი მატჩში

ხუთ მატჩში გატანილი 20 გოლით “ვალენსია” ის გუნდია, რომლის წინააღმდეგაც ფლიკის “ბარსელონას” ყველაზე მაღალი საშუალო შედეგიანობა აქვს – საშუალოდ 4 გოლი თამაშში.

ამ ხუთი დაპირისპირებიდან (ოთხი ლა ლიგაში და ერთი ესპანეთის თასზე) “ბარსელონამ” ოთხი მოიგო და ერთი წააგო: გამარჯვებები 2-1, 7-1, 5-0 და 6-0, ხოლო ერთადერთი მარცხი ანგარიშით 1-3 დაფიქსირდა.

თუმცა, ჯამური გოლების რაოდენობით ფლიკის “ბარსელონას” ყველაზე მეტი ბურთი “რეალ მადრიდისთვის” აქვს გატანილი – 22 გოლი, ოღონდ შვიდ მატჩში. ამგვარად, საშუალო შედეგიანობით “ვალენსია” (4.0) “რეალ მადრიდს” (3.14) საგრძნობლად უსწრებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (11)

დატოვე კომენტარი

  • Mariami Kh
    Mariami Kh გულშემატკივარი
    schedule 05 სექ 2026, 22:15
    #11

    ხვალ ყველანაირად უნდა შევეცადოთ რომ ძალების დაზოგვით წამოვიღოთ 3 ქულა 🙏🙏

  • LEVANII
    LEVANII გულშემატკივარი
    schedule 05 სექ 2026, 21:22
    #10

    Ხულიანის თემა ბევრად უარესად შემოუბრუნდება ატლეტიკოს ძალით დატოვებული ფეხბურთელი ვინმეს გამოსდგომოდა არ მახსოვს. Ეს სიტუაცია არა მარტო ალვარესზე მთლიან გუნდზე აისახება უარყოფითად

  • Lasha Mamuladze
    Lasha Mamuladze გულშემატკივარი
    schedule 05 სექ 2026, 21:13
    #9

    ის ნახირი წითელი მადრიდი როგორ გაძუყნეს, მაგრად ვისიამოვნეეე. ფარჩაკები მაგათთვის მესამე ადგილოც არ მემეტება

  • Fuhrer
    Fuhrer ახალბედა
    schedule 05 სექ 2026, 19:40
    #7

    აუუუ ბილბაომ რა დააჯახა მეორე ტაიმის სტარტზე, 3 წუთში 2 გოლი და ჩამოეჯვა ჩოლოს სახეზე.

  • Visca barca
    Visca barca გულშემატკივარი
    schedule 05 სექ 2026, 19:39
    #6

    ალვარესის ავტოგოლი ვწურავთ🤘
    ისედაც წააგებენ მაგრამ მაინც

  • Visca barca
    Visca barca გულშემატკივარი
    schedule 05 სექ 2026, 19:33
    #4

    გაიძუყნა უფარვარდო კატლეტიკო

  • Mate92
    Mate92 ვეტერანი
    schedule 05 სექ 2026, 19:16
    #2

    მეგობრებო, საფეხბურთო სიახლეებს რომელ საიტზე ეცნობით?

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    schedule 05 სექ 2026, 19:12
    #1

    არ გვინდა 4 გოლი, 3 გვეყოფა, დაასვენოს ბიჭები.