workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რა ხდება მიქაუტაძესა და ბარსელონას შორის

რა ხდება მიქაუტაძესა და ბარსელონას შორის

ბოლო საათებში, ალბათ, “ბარსელონას” ბევრმა გულშემატკივარმა ისურვა, რომ ხულიან ალვარესის ტრანსფერი ჩაიშალოს. ამის მიზეზი კი ჟორჟ მიქაუტაძეა.

გუშინ ჟერარ რომერომ განაცხადა, რომ ხულიან ალვარესისა და როდრის გარდა “ბარსელონა” “ვილიარეალის” ფეხბურთელითაც დაინტერესდა.

მალევე “ვილიარეალთან” დაახლოებულმა ჟურნალისტმა, ხავი მარტინეს ფელიპმა ეს ინფორმაცია უფრო განავრცო: ჟორჟ მიქაუტაძე ხულიან ალვარესის სათადარიგო ვარიანტია. ქართველმა ფეხბურთელმა ჰანსი ფლიკთან საუბრის დროს კატალონიურ გუნდში გადასვლაზე თანხმობა განაცხადა.

ამის შემდეგ საქმე წინ აღარ წასულა. სიტუაცია უცვლელია – “ბარსელონას” პრიორიტეტი ხულიან ალვარესია, თუმცა კატალონიურ კლუბში არგენტინელის ტრანსფერში ისე დარწმუნებულები აღარ არიან, როგორც ცოტა ხნის წინ. “ბლაუგრანას” ხელმძღვანელებს პესიმიზმი შეეპარათ, რაც მიქაუტაძის ტრანსფერის ალბათობას ზრდის.

ხავი მარტინეს ფელიპის ცნობით “ბარსას” საქართველოს ნაკრების ისტორიაში მე-2 საუკეთესო ბომბარდირი დაახლოებით 60-65 მილიონი ევრო დაუჯდება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (29)

  • KING_BARCA
    KING_BARCA ლეგენდა
    schedule 08 აგვ 2026, 15:56
    #29

    გარდა იმისა რო ქართველია, ნამდვილად აქვს ამ ბიჭს პოტენციალი ბარსელონაში დაიმკვიდროს თავი, კრეატიულია და სწრაფი, ალვარესზე მაგარია თქო პირდაპირ ვერ ვიტყვი, მაგრამ ეხლა ნამდვილად ჯობია, ალვარესი მსოფლიოზე გამოჩნდა რას აკეთებს და რა შეუძლია სწორად აღნიშნა აგერ დაბლა კომენტარებში ადამიანმა….

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 08 აგვ 2026, 15:43
    #28

    ვაბშე არ არის ცუდი ვარიანტი

  • azulgerana
    azulgerana ლეგენდა
    schedule 08 აგვ 2026, 14:56
    #27

    ❤️ ეს იყიდონ ხულიან ალვარესი არის იმ ატლეტიკოს ფეხბურთელი , ყველამ დავინახეთ რომ არგენტინაში ვერაფერი ქნა.

  • azulgerana
    azulgerana ლეგენდა
    schedule 08 აგვ 2026, 14:46
    #26

    ❤️ ეს იყიდონ ხულიან ალვარესი არის იმ ატლეტიკოს ფეხბურთელი , ყველამ დავინახეთ რომ არგენტინაში ვერაფერი ქნა

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    schedule 08 აგვ 2026, 12:51
    #25

    როდის მორჩება ეს ყველაფერი, დამაწყდა ნერვები.